ამ გვერდის ამობედვა

"სასამართლოში რომელ კლანზე საუბრობენ?! რას შფოთავენ ჩვენი გუნდის წევრები ან სხვები?!"

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა სასამართლო სისტემაზე და ე.წ კლანურ მმართველობაზე ბრალდებებზე ისაუბრა. ინტერვიუში ივანიშვილმა ხორავას საქმეც გაიხსენა.

„კლანურ მმართველობაზე როდესაც საუბრობენ, როცა კლანი მართავს და ხელისუფლება ერევა და ჩემ გვარსაც ასახელებენ, აბა გაიხსენთ ჩვენი უახლოესო ტრაგედია! ხორავას ქუჩაზე მომხდარი ტრაგედია, თქვენ ნახეთ მოსამართლის გადაწყვეტილება, რომელიც არ მოვიდა თანხვედრაში პროკურატურასთან. ნახეთ სავსე ქუჩები, უამრავი ემოციები და ერთ რამეს ვიტყვი ის მოსამართლე, რომელიც არ დაეთანხმა პროკურატურის მიერ დადებულ გამოძების შედეგებს, ეკა არეშიძე, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უავადო მოსამართლედ დაამტკიცა რამდენიმე დღის წინ. ამ შემთხვევაში რომელ სასამართლოში კლანზე საუბრობენ?! რას შფოთავენ ჩვენი გუნდის წევრები ან სხვები?! შფოთავს „ნაციონალური მოძრაობა“ და მათი მართული ენჯეოები ერთი სურვილის გამო როგორმე დაიბრუნონ მართვა სასამართლოზე,“ - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა „იმედთან“ ინტერვიუში.

წაკითხვა 711 ჯერ