"სააკაშვილი თავის თავს ატყუებს, ჩვეულებრივი მშიშარა კაცია, უნდა ჩამოვიდეს და ციხეში ჩაჯდეს"
სააკაშვილი თავის თავს ატყუებს, ჩვეულებრივი მშიშარა კაცია, უნდა ჩამოვიდეს და ციხეში ჩაჯდეს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა „იმედზე“ ინტერვიუსას განაცხადა.
ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, აბსურდულია ბრალდება, რომ „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ ერრთმანეთს ასაზრდოებენ და განმარტავს, რომ ყოფილი ხელისუფლების ძირითადი ოპონირების მიზეზი ის რთული მდგომარეობაა, რომელიც ქართულ პოლიტიკურ სპექტრში არსებობს.
“სააკაშვილი თავის თავს ატყუებს, ჩვეულებრივი მშიშარა კაცია, უნდა ჩამოვიდეს და ციხეში ჩაჯდეს. რამდენად ზნეობრივია სააკაშვილ-ივანიშვილის ტოლობად მოხსენიება?! ხშირად გვიპირისპირდებიან, აირჩია სააკაშვილი, „ნაციონალური მოძრაობა“ და ყველაფერს აკეთებს, რომ ესენი დარჩნენ პოლიტიკაში, რომ მოიპოვონ გამაჯვებაო. ეს ბრალდება ყველანაირ საფუძველს მოკლებულია. რა არის მიზეზი, რომ დღესაც „ნაციონალური მოძრაობაა“ ძირითადი ოპონენტი - ჩვენ 21 წლის განმავლობაში მოვახერხეთ ეკონომიკის დანგრევა, რამაც ათწლეულობით უკან დაგვხია. რა თქმა უნდა მძიმე სოციალური ფონია, მაგრამ „ქართულ ოცნებას“ ამაში დანაშაული არ მიუძღვის. „ქართული ონება“ რეალური შესაძლებლობიდან თითქმის მაქსიმუმს აკეთებს. მარტო ეკონომიკას არ შეხებია ეს პრობლემები, რაც ჩვენს დაღმასავლაში მივიღეთ. ძალიან დაზიანდა პოლიტიკური ისტებლიშმენტი ამ წლების განმავლობაში, განსაკუთრებით „ნაციონალების „ დროს, როდესაც მათ ფსევდოოპოზიციების შექმნა მოახერხეს, დარბევა პოლიტიკური პარტიების და ა.შ. ეს შემადგენლოა 21 წლის განმავლობაში უარესდენოდა და როგორც ეკონომიკა გვაქვს ღარიბი, ასეთივე ღარიბია პოლიტიკური სპექტრი“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
სიახლეები
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 27 აპრილისთვის
- "ჩვენი გზა გამჭვირვალობა, ოჯახური ღირებულებების დაცვა, ეროვნული პოლიტიკის კეთება და საქართველოს რეალური ევროპული გზაა, ქრისტიანული და დემოკრატიული, ღირსეული ევროპული გზა"
- "28 აპრილს თითოეული ქართველის ადგილი რუსთაველზეა" - ლევან ხაბეიშვილი
- "ეს ერთ-ერთი, ყველაზე მკაცრი რეზოლუციაა, რაც საქართველოსთან მიმართებით ოდესმე მიუღია ევროპარლამენტს" - ნინო კალანდაძე
- "არავის აქვს უფლება, სუვერენულ სახელმწიფოს ვიზალიბერალიზაცია წაართვას, რა ჩავიდინეთ, კანონს რომ ვიღებთ, რომელიც მოსახლეობის მხრიდან არის ნაკარნახევი?"