"კენტ რიცხვებში ბიძინა მამხელს ხოლმე „მიშისტობაში“ და ლუწ რიცხვებში მიშა - „ბიძინისტობაში“
კენტ რიცხვებში ბიძინა მამხელს ხოლმე „მიშისტობაში“ და ლუწ რიცხვებში მიშა - „ბიძინისტობაში“.
მე კი იქვე ვდგავარ, სადაც ვიდექი მათ პოლიტიკურ მოვლინებებამდე დიდი ხნით ადრე, - ასე ეხმაურება „შენების მოძრაობის“ ლიდერი დავით უსუფაშვილი „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიერ მის კრიტიკას.
როგორც უსუფაშვილი აღნიშნავს, ბიძინა ივანიშვილს „ლოცვა ან შელოცვა“ სჭირდება.
„აი, ეს იყო 2019 წლის 9 აპრილს საქართველოს სახელმწიფოს პოლიტიკური ლიდერის გამოსვლა. 30 წლისთავს ამ პოლიტიკური სტანდარტით, ამ მორალური ღირებულებებით და ამ სახელმწიფოებრივი მასშტაბით შევხვდით. 30 წელი ამისთვის გვიწვალია ყველას, მათ შორის თავად ივანიშვილსაც. შეუძლებელია, ამის გამო გაუსაძლისი ტკივილი არ გვეუფლებოდეს...
გირგვლიანის საქმეში შავგულიძე ყოფილა მიშას მზაკვარი თანამზრახველი და მურუსიძე ყოფილა მიშას უცოდველი მსხვერპლი. ამ აზრის კულტივირებას ცდილობს საქართველოს პოლიტიკური ლიდერი პირადად. ხომ გასაგებია, რა სჭირს თავად ამ ლიდერს, რა დღეშია ხელისუფლება მისი ლიდერობით და საით მიექანება ქვეყანა ამ ხელისუფლების ხელში?
პირადად მე რაც მეხება, აქ ყველაფერი წესრიგშია. კენტ რიცხვებში ბიძინა მამხელს ხოლმე „მიშისტობაში“ და ლუწ რიცხვებში მიშა - „ბიძინისტობაში“. მე კი იქვე ვდგავარ, სადაც ვიდექი მათ პოლიტიკურ მოვლინებებამდე დიდი ხნით ადრე.
ამასობაში, ბიძინამ თავისი წერილით პატიოსნად გვამცნო, რომ ეშმაკი მყავს შემოჩენილი და მე კი არა, ის „ყოფს“ ჩემი მეშვეობითო. გუშინაც „ის“ მძლავრობდა. ამიტომ, არგუმენტებით დისკუსია აზრს კარგავს. გადასაწყვეტია, ლოცვა თუ შელოცვა“, - აცხადებს უსუფაშვილი.
სიახლეები
- "სანქციები რომ დააკისრონ ქვეყანას და ხალხს, ეს მიდგომა არასწორია"- ირაკლი ღარიბაშვილი
- "თურქეთი საქართველოს ევროატლანტიკურ სივრცეში გაწევრიანების მომხრედ რჩება და როგორც ადრე, ახლაც ისტორიის სწორ მხარეს დგას"
- პრეზიდენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონს ვეტო დაადო
- "გავიგე, რომ ნატა ფერაძეს ოჯახთან ერთად მოუწია ქვეყნის დატოვება, რადგან დაჭერას უპირებდნენ სახელმწიფო გადატრიალების ბრალდებით"
- "პრეზიდენტად წოდებულს, ქალბატონს, რომ არ აინტერესებს კონსტიტუცია, ქვეყნის ინტერესები, ცხადი" - ირაკლი ღარიბაშვილი