April 26, 2024

"არ მგონია, რომ ქართველ ხალხს პოლიტიკოსები და ჟურნალისტები მეტად უყვარს, ვიდრე ბანკირები"

ჩვენ გვჭირდება კარგი ბანკირები, კარგი პოლიტიკოსები, კარგი ჟურნალისტები კონკრეტული საქმეებით და არა ზოგადად, რომ ბიზნესმენები ცუდები არიან, – ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით უსუფაშვილმა „პალიტრანიუსს“ განუცხადა.

„არ მგონია, რომ ქართველ ხალხს პოლიტიკოსები მეტად უყვარს, ვიდრე ბანკირები, არ მგონია, რომ ქართველ ხალხს ჟურნალისტები მეტად უყვარს, ვიდრე ბანკირები და ა.შ. ზოგადად, ქართველი ხალხი არის გაწამებული, შეწუხებული ცხოვრების იმ პირობებით, რაც ამ ქვეყანაში ათწლეულების განმავლობაშია. ამომრჩეველი გაწამებულია ცუდი ხელისუფლებებით, რადგან ვერ ახერხებს ფულის ისე დახარჯვას, რისთვისაც აიღო. ამომრჩეველი არის უმუშევარი და ამიტომ ვერ ახერხებს სესხის გადახდას. ამიტომ ხელისუფლებაა შესაცვლელი, რომ ფინანსური პრობლემების გამო ბანკებთან არ გვქონდეს პრეტენზია. მოსახლეობაში არანაირად მეტი უკმაყოფილება არ არის, ვიდრე პოლიტიკოსებთან. ჩვენ გვჭირდება კარგი ბანკირები, კარგი პოლიტიკოსები, კარგი ჟურნალისტები კონკრეტული საქმეებით და არა ზოგადად, რომ ბიზნესმენები ცუდები არიან“, – განაცხადა უსუფაშვილმა.

წაკითხვა 599 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.