ამ გვერდის ამობედვა

"ხმას დაუწიეთ ბატონო ნიკა, თორემ კარგად გიპასუხებთ" – ირაკლი კობახიძე ნიკა მელიას

პარლამენტის პლენარული სხდომა მცირე კამათით დაიწყო. ოპოზიციონერმა დეპუტატებმა უკმაყოფილება სხდომის 1 საათის დაგვიანებით დაწყების გამო გამოთქვეს.

„აბსოლუტურად მიუღებელია ის დამოკიდებულება, რაც დღეს იყო პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. 1 საათის წინ იყო 118 პარლამენტარი და 1 საათია არ ვიცით, რას ველოდებით. თქვენ გყავთ მოადგილეები, რომლებსაც შეუძლიათ წაიყვანონ სხდომა და ნუ ქმნით იმის ილუზიას, რომ თქვენ მუშაობთ და დანარჩენი ვინც ვართ, ყველა უსაქმურია. მიუღებელია ასეთი დამოკიდებულება,“ - მიმართა „ევროპული საქართველოს“ წევრმა ხათუნა გოგორიშვილმა პარლამენტის თავმჯდომარეს.

 

ირაკლი კობახიძის მიერ სხდომის დაგვიანებით დაწყების მიზეზის განმარტებას სხდომათა დარბაზში ოპოზიციონერი დეპუტატების რეპლიკები მოჰყვა. პარლამენტის თავმჯდომარემ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ნიკა მელიას ხმის დაწევისკენ მოუწოდა.

 

„ეს იყო არასწორი ინტერპრეტაცია. ხმას დაუწიეთ ბატონო ნიკა, თორემ კარგად გიპასუხებთ. შესვენების გამოცხადების მიზეზი იყო ის, რომ იმართებოდა შეხვედრა, რომელიც იმ საკითხს ეხებოდა, რომელიც ახლა უნდა გამოვიდეს განსახილველად. ამიტომ, მიზეზი იყო არა ის, რომ მე არ ვესწრებოდი სხდომას, არამედ გამოსატანი იყო შესაბამისი საკითხი და მომხსენებელი ვერ იქნებოდა აქ,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

წაკითხვა 714 ჯერ