ამ გვერდის ამობედვა

"მე ნუ მეკითხებით, პრემიერი იღებს ასეთ გადაწყვეტილებებს და შეგიძლიათ მას მიმართოთ"

მე ნუ მეკითხებით, პრემიერი იღებს ასეთ გადაწყვეტილებებს,

- ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ ჟურნალისტებს მისი თანამდებობიდან გადადგომის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის კომენტირებისას განუცხადა. მინისტრმა ჟურნალისტებს მოუწოდა, ამასთან დაკავშირებით კითხვა პრემიერ-მინისტრს დაუსვან, რადგან მსგავს გადაწყვეტილებებს სწორედ პრემიერი იღებს.

 

„მაგასთან დაკავშირებით მე ნუ მეკითხებით. ამისთვის არსებობს პრემიერ - მინისტრი, ვინც იღებს ასეთ გადაწყვეტილებებს და მას შეგიძლიათ მიმართოთ,"- განაცხადა ქობულიამ.

წაკითხვა 712 ჯერ