ამ გვერდის ამობედვა

"ივანიშვილის დავალებაა, რომ „რუსთავი 2" არჩევნებამდე გააჩერონ"

ეს არის პირდაპირ ივანიშვილის დავალება, რომ არჩევნებამდე გააჩერონ "რუსთავი2", - ამის შესახებ ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძემ ჟურნალისტებს ტელეკომპანია "რუსთავი2"-ის საქმესთან დაკავშირებით განუცხადა.

მისი თქმით, "რუსთავი 2" -ის გაჩერება გამოიწვევს ხელისუფლების ჩამოშლას.

 

„ასეთ აბსურდულ დავას, ბუნებრივია, ვერავინ წამოიწყებდა, რომ არ ჰქონდეთ სასამართლოს იმედი. სწორედ ამიტომ იკლავდა თავს ეს პარლამენტი, რომ მიეღო „საერთო სასამართლოების შესახებ კანონი" და სწორედ ამიტომ უნდოდათ, რომ შენარჩუნებულიყო ეს კლანური სასამართლო. ეს არის პირდაპირ ივანიშვილის დავალება, რომ არჩევნებამდე გააჩერონ „რუსთავი 2". ამიტომ ვამბობდით, რომ სასამართლოს რეფორმის გარეშე შეუძლებელია ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების განვითარება. სასამართლო სისტემა თავისთავად ხდება დესტაბილიზაციისა და რისკის ფაქტორი, ვინაიდან "რუსთავი2"-ის გაჩერება გამოიწვევს ხელისუფლების ჩამოშლას,"- განაცხადა რომან გოცირიძემ.

წაკითხვა 778 ჯერ