ამ გვერდის ამობედვა

"ახალი სისხლი ყოველთვის საჭიროა ყველგან, ჩვენ პროგრესზე ვართ ორიენტირებულები"

დათო სერგეენკო იყო, არის და მუდმივად იქნება ჩვენი გუნდის ჩვენი გუნდის ერთგული და წარმატებული წევრი, - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყების წინ გამართულ ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრის შესაძლო შეცვლის შესახებ ჟურნალისტის შეკითხვას.

 

პრემიერ-მინისტრის თქმით, მსგავსი გადაწყვეტილებები ყოველთვის კონსულტაციების შედეგად მიიღება.

 

„ახალი სისხლი ყოველთვის საჭიროა ყველგან, ჩვენ ამას მხოლოდ მივესალმებით, ორიენტირებულები ვართ პროგრესზე და ახალი სისხლი რომ საჭიროა, ამ პრინციპზე მთელი გუნდი ვთანხმდებით. რაც შეეხება დათო სერგეენკოს, მე მინდა გავიმეორო ის, რაც განვაცხადე. დათო ჩვენი გუნდის ერთგული წევრია, ასე იყო და მუდმივად ასე იქნება. რაც შეეხება საკადრო გადაადგილებებს, მოდი, ნუ გავუსწრებთ მოვლენებს. მე გპირდებით, რომ პირველი თქვენ გაიგებთ საკადრო გადაადგილებების შესახებ. ასეთ გადაწყვეტილებებს ყოველთვის ვიღებთ კონსულტაციების შედეგად, რაც შეეხება მთავრობის წევრებს, გადაწყვეტილებებს ვიღებ მე, როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრი - საკადრო გადაწყვეტილებას დღეს მე არ ვიღებ. როცა ასეთ გადაწყვეტილებას მივიღებთ, ყველაფერზე გვექნება საუბარი", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

წაკითხვა 595 ჯერ