ამ გვერდის ამობედვა

"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" ბიძინა ივანიშვილის განცხადებას ავრცელებს

პოლიტიკური გაერთიანება "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" ბიძინა ივანიშვილის განცხადებას ავრცელებს, რომელასაც უცვლელად გთავაზობთ:

 

"სრულიად ვიზიარებ ჩვენი თანამოქალაქეების გულწრფელ აღშფოთებას საქართველოს პარლამენტში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. დაუშვებელია, საქართველოს პარლამენტში ოკუპანტი სახელმწიფოს წარმომადგენელი ხელმძღვანელობდეს რაიმე სახის ფორუმს. როგორც მატყობინებენ, ეს იყო პროტოკოლური შეცდომა, რომლის პოლიტიკური მნიშვნელობა, სამწუხაროდ, ორგანიზატორებმა ვერ გაითვალისწინეს, რასაც აუცილებლად უნდა მოყვეს შესაბამისი რეაგირება. მე უკვე ვესაუბრე პარლამენტის თავმჯდომარეს, გამოვხატე ჩემი მკაცრი პოზიცია და, რა თქმა უნდა, ჩემი რეკომენდაცია იყო ამ სხდომის დაუყოვნებლივ შეწყვეტა,“- ნათქვამია განცხადებაში.

წაკითხვა 1904 ჯერ განახლდა განახლდა ივნისი 20 2019