ამ გვერდის ამობედვა

"მძიმე დღეები გავატარეთ, რომელიც პარლამენტის დარბაზიდან დაიწყო და იმედია, ამ დარბაზშივე დასრულდება"

საკმაოდ მძიმე რამდენიმე დღე გავატარეთ ყველამ ერთად, რომელიც დაიწყო ამ დარბაზიდან და იმედია, რომ ამ დარბაზშივე დასრულდება, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა თამარ ჩუგოშვილმა პარლამენტის პლენარული სხდომის გახსნისას განაცხადა.

 

ჩუგოშვილმა კოლეგებს მიმართა და აღნიშნა, რომ მიმდინარე კვირა გამოიყენონ იმისთვის, რომ ყველა საკითხი, რომელიც განსახილველია და ყველა თემაზე, რომელზეც არსებობს კითხვები საკანონმდებლო ორგანოში გაირჩეს.

 

„საკმაოდ მძიმე რამდენიმე დღე გავატარეთ ყველამ ერთად, რომელიც დაიწყო ამ დარბაზიდან და იმედია, რომ ამ დარბაზშივე დასრულდება. რამდენიმე დღე ახალგაზრდებმა გაატარეს ქუჩაში, საპროტესტო აქციაზე. იყო ამ შენობაზე შტურმის მიტანის მცდელობა, რაც დასრულდა საკმაოდ მძიმე შედეგით და ჩვენ სახეზე გვყვავს დაზარალებული ადამიანები, ახალგაზრდები. პირველ რიგში, ჩვენ მათზე უნდა ვიფიქროთ ბუნებრივია და ეს კვირა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ ყველა საკითხი, რომელიც განსახილველია და ყველა თემაზე, რომელზეც არსებობს კითხვები, აქ გავარჩიოთ“, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

წაკითხვა 689 ჯერ