"მოღალატეობას მაბრალებთ?"-პარლამენტის სხდომაზე გიგა ბოკერიასა და რომან კაკულიას შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა
პარლამენტის პლენარულ სესიაზე, სადაც „მინისტრის საათის“ ფორმატში საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს უსმენდნენ, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერ გიგა ბოკერიასა და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის ხელმძღვანელ რომან კაკულიას შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.
გიგა ბოკერიას გაღიზიანება რომან კაკულიას სიტყვით გამოსვლამ გამოიწვია, რა დროსაც კაკულია მინისტრს სერგეი ლავროვის შეხვედრასთან დაკავშირებით კითხვას უსვამდა.
„პრინციპში, იმ ადამიანთა რიცხვს ვეკუთვნი, რომელიც თვლის, რომ ეს შეხვედრა იყო დაგვიანებული. ვცდილობ, თავი არ დავიკომპლექსო იმ ადამიანების შეგონებებით, რომლებიც რუსული ტანკი რომ დაიქოქება, მანქანას აზერბაიჯანისკენ ქოქავენ იმ წუთას. იმედია, თქვენთან არ არის ეს ამბავი“, - განაცხადა კაკულიამ.
აღნიშნულზე გიგა ბოკერიამ განაცხადა, რომ კაკულია მას შეურაცხყოფას აყენებდა. „მოღალატეობას მაბრალებთ? - აღნიშნა ბოკერიამ, რაზეც კაკულიამ დასძინა -„თქვენ რომ იცით შეურაცხყოფები ისეთი უნდა, უსაფუძვლო“.
პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თამარ ჩუგოშვილმა გიგა ბოკერიას სიმშვიდისკენ მოუწოდა.
„ბატონო გიგა, ქუჩაში არ ხართ“, - მიმართა ჩუგოშვილმა ბოკერიას. ამის შემდეგ გიგა ბოკერიამ დარბაზი დატოვა.
სიახლეები
- "არ შეიძლება ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა კრემლის მარიონეტებით იმართებოდეს, ან ერთია ან მეორე"
- "სომხეთი ევროკავშირთან ურთიერთობის გაუმჯობესებას არცერთ სხვა ქვეყანას არ დაეკითხება" - ნიკოლ ფაშინიანი
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 8 მაისისთვის
- ფაშიზმზე გამარჯვების 79-ე წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები 2 000 ლარს, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები 1 000 ლარს მიიღებენ
- უკრაინაში კიდევ ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა