ამ გვერდის ამობედვა

"მე არ ვიცი ამ ქვეყანაში პოლიტპატიმრები" - სალომე ზურაბიშვილი

მე არ ვიცი ამ ქვეყანაში პოლიტპატიმრები, არა მგონია, ეს ტერმინი ეხმაროთ,

- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებს შეკითხვის პასუხად განუცხადა, რომლის თანახმადაც, ევროპარლამენტარებმა საქართველოს ხელისუფლებას პოლიტპატიმრების დაუყოვნებლივ გათავისუფლება მოსთხოვეს.

 

მედიის წარმომადგენლები დაინტერესდნენ გაითვალისწინებს თუ არა ხელისუფლება ევროპარლამენტარების მოწოდებას, დამაზუსტებელ კითხვაზე, "ქვეყანაში პოლიტპატიმრები არ არიან?" ზურაბიშვილმა აღნიშნა: "არა, გითხარით უკვე"!

წაკითხვა 478 ჯერ