ამ გვერდის ამობედვა

"ასეთი ყალბი ინტერპრეტაციის გავრცელება პრეზიდენტის დისკრედიტაციის მცდელობა და ბულინგია"

საქართველოს პრეზიდნეტი სალომე ზურაბიშვილი ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე განცხადებას ავრცელებს, რომელსა უცვლელად გთავაზობთ:

 

 

"საქართველოს პრეზიდენტის სიტყვა კიდევ ერთხელ დამახინჯდა და კონტექსტიდან ამოვარდნილი სხვა ინტერპრეტაციით გავრცელდა.

 

პრეზიდენტის გამოსვლა ღონისძიებაზე ეძღვნებოდა საქართველოს ეროვნულ იდეოლოგიას, კულტურას, მეცნიერების გაძლიერებას და გულისხმობდა ჩვენი კულტურით მსოფლიოში მნიშვნელოვანი ადგილის დაკვებას. სწორედ ამ გაგებით ჩვენ მსოფლიო შეგვიძლია დავიპყროთ კულტურით.

 

პრეზიდენტი კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ეს არანაირად არ ეხებოდა საქართველოს თავდაცვის ძალებს და მათი ღირსების დაკნინებას. ასეთი ყალბი ინტერპრეტაციის გავრცელება არა მხოლოდ პრეზიდენტის დისკრედიტაციის მცდელობა და ბულინგია, არამედ ეს უპირველესად აზიანებს ქვეყნის ინტერესებს და უსაფრთხოებას", - წერს ზურაბიშვილი.

წაკითხვა 575 ჯერ