"პატრიარქის ავტორიტეტისა და მისი სიცოცხლის ხელყოფა საქართველოს ხელყოფას ნიშნავს"
ჩემთვის ცხადზე ცხადია, რომ როცა საქართველოს სახელმწიფო მრავალი გამოწვევის წინაშე დგას, პატრიარქის ავტორიტეტისა და მისი სიცოცხლის ხელყოფა ნიშნავს საქართველოს ხელყოფას,
- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შეწყალების საკითხზე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ზურაბიშვილმა ხაზი გაუსვა იმას, რომ ეკლესიის წიაღში შეწყალება და სახელმწიფოს მხრიდან შეწყალება ერთმანეთისგან განსხვავდება.
მისივე თქმით, სხვა შემთხვევაში კონსტუტუცია სწორედ ეკლესიას დაუტოვებდა ამ დისკრეციულ უფლებას.
„ჩემი, როგორც პირადი, ისე, როგორც პრეზიდენტის დამოკიდებულება პატრიარქის მიმართ პიროვნებისა, რომელმაც სრულიად განსაკუთრებული როლი ითამაშა საქართველოს დამოუკიდებლობის, ეკლესიის აღორძინების და სულიერების აღდგენის უდიდეს საქმეში - ჩემთვის ცხადზე ცხადია, რომ როცა საქართველოს სახელმწიფო მრავალი გამოწვევის წინაშე დგას, პატრიარქის ავტორიტეტისა და მისი სიცოცხლის ხელყოფა ნიშნავს საქართველოს ხელყოფას. ბოლოს მინდა ვთქვა, რომ ეს ჩემი მყარი გადაწყვეტილებაა და მე არ მექნებოდა პასუხი იმაზე, თუ რა მაგალითზე უნდა გავზარდოთ ჩვენი შვილები და შემდეგი თაობა. ალბათ, იკითხავთ რატომ არ გავითვალისწინე წმინდა სინოდის თხოვნა - ამაზე პასუხი ის გახლავთ, რომ შეწყალება ეკლესიის წიაღში, რომელიც არსებითად ქრისტიანულია და შეწყალება სახელმწიფოს მხრიდან ერთმანეთისგან განსხვავდება. სხვა შემთხვევაში კონსტიტუცია სწორედ ეკლესიას დაუტოვებდა ამ დისკრეციულ უფლებას. მსოფლიო მაგალითებიც კარგად გვიჩვენებს ამ განსხვავებას. იოანე პავლე მეორემ მასზე თავდამსხმელს სულ რამდენიმე თვეში აპატია დანაშაული, თუმცა, იგი ციხიდან პრეზიდენტის შეწყალებით 19 წლის შემდეგ გაათავისუფლეს“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.
ცნობისთვის, პრეზიდენტმა დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალებაზე უარი თქვა. შესაბამისი განცხადება პრეზიდენტმა დღეს გამართულ ბრიფინგზე თავად გააკეთა.
შეგახსენებთ, ე.წ. ციანიდის საქმესთან დაკავშირებით, დეკანოზ გიორგი მამალაძეს 2017 წლის 5 სექტემბერს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.
სიახლეები
- "სანქციები რომ დააკისრონ ქვეყანას და ხალხს, ეს მიდგომა არასწორია"- ირაკლი ღარიბაშვილი
- "თურქეთი საქართველოს ევროატლანტიკურ სივრცეში გაწევრიანების მომხრედ რჩება და როგორც ადრე, ახლაც ისტორიის სწორ მხარეს დგას"
- პრეზიდენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონს ვეტო დაადო
- "გავიგე, რომ ნატა ფერაძეს ოჯახთან ერთად მოუწია ქვეყნის დატოვება, რადგან დაჭერას უპირებდნენ სახელმწიფო გადატრიალების ბრალდებით"
- "პრეზიდენტად წოდებულს, ქალბატონს, რომ არ აინტერესებს კონსტიტუცია, ქვეყნის ინტერესები, ცხადი" - ირაკლი ღარიბაშვილი