ამ გვერდის ამობედვა

"ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მოქალაქეების ჯანმრთელობა დავიცვათ, ეკლესიის მიზანიც იგივეა, ამ კომუნიკაციაში პრობლემები არ გვექნება"

პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია დარწმუნებუბლია, რომ მთავრობას ეკლესიასთან კომუნიკაციაში სერიოზული პრობლემები არ შეექმნება.

 

ჟურნალისტების კითხვაზე, 19 აპრილს, აღდგომის დღესასწაულზე თუ როგორ იქნება ტაძრებში საგანგებო მდგომარეობით გათვალისწინებული პირობები გათვალისწინებული, გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ მთავრობის ვალდებულება მოქალაქეების ჯანმრთელობის დაცვაა და მისივე განმარტებით, ეკლესიის მიზანიც იგივეა.

 

„საქართველოს მთავრობას და ხელისუფლებას ვალდებულება აქვს იმის, რომ ადამიანების ჯანმრთელობაზე იზურონოს. მიუხედავად იმისა, რომ უდიდეს პატივს ვცემთ ჩვენ ტრადიციებს, ჩვენს რწმენას, ჩვენს ეკლესიას, ჩვენი უპირველესი ვალდებულება ჩვენი მოქლაქეების ჯანმრთელობა და სიცოცხლეა. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა და სიცოცხლე დავიცვათ და შევქმნათ ყველა პირობა, რომელიც მისცემს ჩვენს მოქალაქეებს მეტ-ნაკლებად უსაფრთხო გარემოში ცხოვრების შესაძლებლობას. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ეკლესიის მიზანიც არის იგივე, დარწმუნებული ვარ, ჩვენ ამ კომუნიკაციაში სერიოზული პრობლემები არ გვექნება“, - განაცხადა გახარიამ.

წაკითხვა 618 ჯერ განახლდა განახლდა მარტი 21 2020