"თავისი თავის უბედურია"-უგულავა მერაბიშვილზე
,,ვანო მერაბიშვილი თავისი თავის უბედურია", - ასე უპასუხა ზუგდიდში ,,ევროპული საქართველოს" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გიგი უგულავამ ინგა გრიგოლიას კითხვას, ხომ არ დაუკავშირდა მას გუშინდელივიდეომიმართვისშემდეგ ვანო მერაბიშვილი.
,,არ მქონია კონტაქტი, დიდი ხანია არ მინახავს და ვთვლი, რომ თავის თავის უბედურია, იმიტომ, რომ სააკაშვილი ბოლოს ყველაფერს ისევ მას შეატენის, ასე რომ მე ეს არ მაინტერესებს, ეს მათი შიდა ურთიერთობებია", - განაცხადა უგულავამ.
ცნობისთვის, გიგი უგულავამ Facebook-ზე გავრცელებულ ვიდეომიმართვაში, საქართველოს მესამე პრეზიდენტი და ,,ნაციონალური მოძრაობის" პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი, მიხეილ სააკაშვილი ოპოზიციური ერთობის წინააღმდეგ მოქმედებაში დაადანაშაულა.
ტეგები:
სიახლეები
- "უკრაინისთვის საკვანძო სამხედრო დახმარების მიწოდების შესახებ დასავლეთის გადაწყვეტილებები ძალიან ნელია" - ზელენსკი
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 21 მაისისთვის
- "პირველ კვარტალში დასაქმებულთა რაოდენობამ 1 402 000 შეადგინა, რაც რეკორდულად მაღალი მაჩვენებელია" - ლევან დავითაშვილი
- ირანის პრეზიდენტის ცხედარს თავრიზიდან მეშჰედში გადაასვენებენ
- როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში