May 1, 2024

რა ინფორმაცია აქვს “ოცნებას” მერაბიშვილი-კეზერაშვილის დაპირისპირებაზე

“ქართული ოცნების” ინფორმაციით, “ნაციონალურ მოძრაობაში” ახალი დაპირისპირებაა, ამჯერად ვანო მერაბიშვილსა და დავით კეზერაშვილს შორის.

ყოფილი სახელმწიფო მინისტრი და ანალიტიკოსი პაატა ზაქარეიშვილი “რეზონანსთან” საუბრისას ამ ინფორმაციას არადამაჯერებლად მიიჩნევს, თუმცა აცხადებს, რომ თუკი ასეთი დაპირისპირება მართლაც არსებობს, ეს ნიშნავს, რომ ენმ-ის იმ გუნდში, რომელმაც შიდაპარტიული არჩევნები მოიგო, ძალაუფლების გადანაწილების პროცესი იწყება. ვანო მერაბიშვილსა და დავით კეზერაშვილს შორის დაპირისპირებაზე განცხადება მმართველი პარტიის თავმჯდომარემ ოთხშაბათს გააკეთა და მიანიშნა, რომ ამის ერთ-ერთი გამოვლინება ენმ-ში საპარლამენტო ბოიკოტთან დაკავშირებული აზრთა სხვადასხვაობაა. “ხაბეიშვილს არავინ არაფერს ეკითხება. პარტიაში ყველაფერს კეზერაშვილი და მერაბიშვილი მართავენ და იღებენ გადაწყვეტილებას. აქედან გამომდინარე, არც ხაბეიშვილის რეპუტაცია და არც მისი სიტყვა, ბუნებრივია, არავის აინტერესებს. პროცესებს კეზერაშვილი და მერაბიშვილი მართავენ. მათ შორისაც გაჩნდა უკვე პირველი ბზარი. ამაზე გვაქვს ჩვენ ინფორმაცია”, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით რა ინფორმაცია აქვს “ოცნებას” მერაბიშვილი-კეზერაშვილის დაპირისპირებაზე - “ტყუილი მგონია, მაგრამ შეიძლება ეს იყოს ფული ძალაუფლების წინააღმდეგ”.

 

“კობახიძე სულ ამბობს, რომ ინფორმაცია აქვს და არასდროს ამბობს საიდან აქვს ეს ინფორმაცია. ლაპარაკობს სრულ სისულელეს”, - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა “რეზონანსთან”. მისივე თქმით, იმ შემთხვევაში თუ, თუ ენმ-ში მართლაც არსებობს ბზარი კეზერაშვილისა და მერაბიშვილის გუნდებს შორის, ეს შეიძლება მხოლოდ ძალაუფლებისა და ფულის დაპირისპირება. “თუ არის, ეტყობა მერაბიშვილს მეტი გავლენები აქვს პარტიაში, მაგრამ ფული მის ხელში არ არის და თუ ეს ასეა, მაშინ ალბათ ხდება ძალთა გადანაწილება შიგნით გუნდში. ანუ, მათ გაიმარჯვეს მელიას გუნდზე, ჩასხნეს ეს ნახევარი პარტიაში და დარჩათ მეორე ნახევარი. ახლა შეიძლება განგსტერული ისტორიები რომ არის, ის ხდება - ჯერ ორი დახოცავს სხვებს და მერე ერთმანეთს რომ ხოცავენ, რომ ფული მარტო ერთს დარჩეს. აქ ფულზე ლაპარაკი არაა, აქ მარტო ძალაუფლებაზეა ლაპარაკი. კეზერაშვილს ალბათ უფრო ფული აქვს და მერაბიშვილს ალბათ უფრო ძალაუფლება. ახლა ფული უპირისპირდება ძალაუფლებას, ან ძალაუფლება ფულს”, - განაცხადა ზაქარეიშვილმა., რომლის თქმით, ვინც გადაწონის, მერე იმის ხალხი შევა პარლამენტში, მომავალ არჩევნებზე”, - აღნიშნავს გამოცემა.

 

“რაც შეეხება კობახიძის მინიშნებას, რომ მერაბიშვილი-კეზერაშვილის დაპირისპირების ერთ-ერთი გამოვლინება პარტიაში საპარლამენტო ბოიკოტთან დაკავშირებით არსებული აზრთა სხვადასხვაობაა, ამასთან დაკავშირებით დაკავშირებით მას არანაირი მოსაზრება არ აქვს, თუმცა მიიჩნევს, რომ წესით მერაბიშვილი საპარლამენტო ბოიკოტის შეწყვეტის მომხრე უნდა იყოს. “ვის ეკუთვნის პარლამენტში დარჩენის სიმპათიები - მერაბიშვილს თუ კეზერაშვილს - არც ვიცი და არც მაინტერესებს”, - ამბობს პაატა ზაქარეიშვილი და მიიჩნევს, რომ “ვინც დარჩება, ის იქნება გონიერი, ვინც წავა - ის იქნება უგნური”, წერს სტატიის ავტორი.

წაკითხვა 274 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.