"სამართალდამცავებს გვიპირისპირდება სამი მთავარი მტერი" -ვანო მერაბიშვილი
ეს არჩევნები ძალიან პრინციპულია, იმიტომ რომ ამ დღეს ჩვენ, სამართალდამცავებს გვიპირისპირდება ჩვენი სამი მთავარი მტერი - მოსყიდვა, კრიმინალი და რუსი აგენტები,- ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში აღნიშნავს, სადაც სამართალდამცავებს მიმართავს.
ვანო მერაბიშვილის თქმით, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ამომრჩევლების მოსყიდვას შეეცდება.
„ყველა ჩვენთაგანის ცხოვრებაში არის დღეები, რომელიც წყვეტს ძალიან ბევრს - მომავალს, პერსპექტივას, საშუალებას, შანსს. ეს არჩევნები ძალიან პრინციპულია, იმიტომ რომ ამ დღეს ჩვენ, სამართალდამცავებს გვიპირისპირდება ჩვენი სამი მთავარი მტერი - მოსყიდვა, კრიმინალი და რუსი აგენტები.
ჩვენ ამ ერთ დღეს ან ივანიშვილი დაგვამარცხებს ამ სამი ინსტრუმენტით - მოისყიდის ქართველ ამომრჩეველს, კრიმინალები დააშინებენ ხალხს, რუსი აგენტები განსაზღვრავენ პოლიტიკურ დღის წესრიგს, ან ჩვენ, ყველა ერთად დავიცავთ ჩვენი ხალხის ნებას და ვუზრუნველყოფთ, რომ საქართველოში აღარ დადგეს საფრთხე არც მოსყიდვის, არც კრიმინალის და არც იმის, რომ რუსეთმა გადაწყვიტოს საქართველოს ბედი“, - განაცხადა მერაბიშვილმა.
სიახლეები
- "საქართველო გზაგასაყარზეა - ის ევროპისკენ გზაზე უნდა დარჩეს" - ურსულა ფონ დერ ლაიენი
- "გულანთებულ ახალგაზრდებს მივმართავ, რომ რაღაცები არ არის საჭირო, დაანებეთ თავი პარლამენტის კარს, იქ არაფერი აღარ ხდება"
- "ვინც ამბობს, რომ ეს კანონი რუსულია, არა მარტო იტყუება, არამედ ცრუპენტელობს" - პრემიერი
- "დროა, პოლიტიკური კრიზისიდან მშვიდობიანი გამოსავლის საძიებლად, ურთიერთობებმა გადაინაცვლოს ქუჩიდან მოლაპარაკების მაგიდასთან"- საპატრიარქო
- "დღეს ქვეყანა გადასარჩენია" - თბილისში დაგეგმილ აქციას ქუთაისიდანაც შეუერთდნენ