ამ გვერდის ამობედვა

"მაიკ პომპეოსთვის სასიამოვნო იყო პრეზიდენტ ზურაბიშვილთან შეხვედრა" -აშშ-ის საელჩო

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისა და აშშ-ის სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

„სახელმწიფო მდივან პომპეოსთვის სასიამოვნო იყო პრეზიდენტ ზურაბიშვილთან შეხვედრა ორბელიანის ისტორიულ სასახლეში, სადაც ადრე აშშ-ის საელჩო იყო განთავსებული. შეხვედრაზე სახელმწიფო მდივანმა შეერთებული შტატების სახელით საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ერთგულება დაადასტურა და გლობალური ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის ქვეყნის მიმართ პატივისცემა გამოხატა“, – ნათქვამია აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოსა და საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის შეხვედრა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გაიმართა.

წაკითხვა 393 ჯერ განახლდა განახლდა ნოემბერი 18 2020