ამ გვერდის ამობედვა

ენგურის ხიდი 3 დღით გაიხსნება

აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი ენგურის ხიდს სამი დღით გახსნის. 

22 ივნისიდან 24 ივნისის ჩათვლით, გადაადგილება ნებადართული იქნება იმ პირებისთვის, რომლებიც აფხაზეთში ცხოვრობენ და ამჟამად საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებიან.

 

საკონტროლო-გამშვები პუნქტი იმუშავებს 09:00 საათიდან 19:00 საათამდე. ყველა ის ადამიანი, ვინც გადავა ოკუპირებულ აფხაზეთში, ვალდებული იქნება, გაიაროს სამედიცინო შემოწმება.

 

ინფორმაციას ოკუპირებული აფხაზეთის ე წ. უშიშროების სამსახური აქვეყნებს.

წაკითხვა 571 ჯერ განახლდა განახლდა ივნისი 19 2020

სიახლეები