ამ გვერდის ამობედვა

ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე 1 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა  ბ.კ. ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 25 იანვარს ვანის რაიონის სოფელ სულორში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მამას - ა.კ.-ს სხეულზე სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიღებული დაზიანებების შედეგად, ა.კ. ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ბ.კ. მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს. ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ვ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

წაკითხვა 829 ჯერ

სიახლეები