ამ გვერდის ამობედვა

წალკაში დავაკავეთ პირი, რომელიც რესტორანში შეიჭრა და მეპატრონის ფული გაიტაცა — შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, წალკაში დააკავეს პირი,

რომელიც კოსტავას ქუჩაზე მდებარე რესტორანში შეიჭრა და მეპატრონის ფული გაიტაცა. უწყების ცნობით, ის რამდენიმე საათში, საკუთარ სახლში დააკავეს.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილს "ა" და "ბ" ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სადგომში ან სხვა საცავში უკანონო შეღწევით ქურდობის ფაქტს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. ამ მუხლით გათვალისწინებულია პატიმრობა 3-დან 5 წლამდე.

on.ge

წაკითხვა 693 ჯერ

სიახლეები