ამ გვერდის ამობედვა

ნუცუბიძეზე, სადაც აფეთქება მოხდა ერთი პირი დააკავეს

ნუცუბიძის პლატოზე, სადაც გაზგასამართი სადგური აფეთქდა, სამართალდამცავებმა ერთი პირი დააკავეს.

როგორც გაირკვა, დაკავებული არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა და აფეთქების ეპიცენტრთან მიახლოებას ცდილობდა. ის არ დაემორჩილა პოლიციელების მითითებას, რასაც მისი დაკავება მოჰყვა. 

 

აღნიშნული პირი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის დარღვევისთვის დააპატიმრეს, რაც სამართალდამცველების კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

წაკითხვა 553 ჯერ განახლდა განახლდა ივნისი 01 2020

სიახლეები