"სპეკულირება, ტრაგედიის გამოყენება პოლიტიკური მიზნებით, არის კატეგორიულად მიუღებელი"- გახარია შაქარაშვილის საქმეზე
ის, რაც ხდება - სპეკულირება, ტრაგედიის გამოყენება პოლიტიკური მიზნებით, ეს არის კატეგორიულად მიუღებელი, ამორალურია ეს ყველაფერი, ყველანაირი ფასეულობის მიღმა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, შაქარაშვილის საქმის კომენტირებისას ჟურნალისტებს განუცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ახლა ყველამ ხელი შეუწყოს გამოძიებას და გამოძიების დასრულების შემდეგ უნდა გაკეთდეს შეფასებები.
„როდესაც მე ვსაუბრობ, რომ სამწუხაროდ, ტრაგიკული შემთხვევები ჩვენს ცხოვრებაში, ყოველდღიურობაში, პოლიტიკურ შეფერილობას იძენს, სწორედ ამას ვგულისხმობ. მიმდინარეობს გამოძიება. სახელმწიფოს და პირველ რიგში, საგამოძიებო ორგანოების ძირითადი ამოცანაა, უმოკლეს ვადებში ყველა კითხვას გაეცეს პასუხი და არ დარჩეს არანაირი კითხვის ნიშანი. შესაბამისად, მე თუ კითხვები მიჩნდება, ამ კითხვებს ვუსვამ ჩემს კოლეგებს და ეს არ არის ის კითხვები, რომლებიც, სანამ გამოძიების პროცესი არ დამთავრებულა, საჯაროდ გამოვიტანოთ. ჩვენი ამოცანაა, ახლა ყველამ ხელი შევუწყოთ გამოძიებას. როდესაც გამოძიება დასრულდება და შედეგი იქნება, შემდგომ შეიძლება შეფასება. ის, რაც ხდება - სპეკულირება, ტრაგედიის გამოყენება პოლიტიკური მიზნებით, ეს არის კატეგორიულად მიუღებელი. ამორალურია ეს ყველაფერი, ყველანაირი ფასეულობების მიღმა", - განაცხადა გორგი გახარიამ.
ჟურნალისტის კითხვაზე, აქვს თუ არა მას კითხვები სამართალდამცავების მიმართ, პრემიერმა აღნიშნა, რომ თუ გამოძიების პროცესში რომელიმე სამართალდამცველმა, ან გამოძიების პროცესში ჩართულმა პირმა დაუშვა კანონდარღვევა, ან შესაბამისად არ შეასრულა თავისი მოვალეობა, ამისთვის არსებობს პროკურატურა.
„მთავარი ის არის, რომ გამოძიება ჩატარდეს და დამნაშავე დაისაჯოს. სასჯელის გარდაუვალობა - ეს არის ის ძირითადი პრინციპი, რომელიც ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც უნდა აღსრულდეს. თუ გამოძიების პროცესში რომელიმე სამართალდამცველმა, ან გამოძიების პროცესში ჩართულმა პირმა დაუშვა ან კანონდარღვევა, ან შესაბამისად არ შეასრულა თავისი მოვალეობა, ამისთვის არსებობს პროკურატურა, რომელმაც უნდა დაიწყოს კიდევ სხვა გამოძიება, ეს დაადგინოს და ეს არ უნდა იყოს ჭორაობის საგანი", - განაცხადა გიორგი გახარიამ.
სიახლეები
- "რუსეთი მზად არის, განიხილოს უკრაინაში ვითარების დარეგულირებასთან დაკავშირებით სერიოზული წინადადებები" - მარია ზახაროვა
- "აქცენტი მთლიანად გადავიდა აქციებზე, ყველას დაავიწყდა ძირითადი თემა, რომელიც ეხება „გამჭვირვალობის კანონის“ ავკარგიანობას, ვაქვეყნებთ ტექსტს, ყველას მოვუწოდებთ წაკითხვისკენ"
- სალომე ზურაბიშვილმა „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებებს ვეტო დაადო
- "მიზეზი იესო ქრისტეს საშინელი სიკვდილისა იყო მამაზეციერის უსაზღვრო სიყვარული კაცთა მოდგმისადმი, რათა დაღუპული კაცობრიობა გადარჩენილიყო რწმენით და მიეღო საუკუნო სიცოცხლე"
- "დღეს რასაც ქუჩაში ვხედავთ, თვითნაბად, თვითორგანიზებულ პროტესტს, ძალიან ჰგავს მაიდანს"