ამ გვერდის ამობედვა

გიორგი შაქარაშვილის საქმეში ახალი მტკიცებულებებია

გიორგი შაქარაშვილის საქმეში ახალი მტკიცებულებებია. 

გამომძიებლებმა არაგვის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე ქვები იპოვეს, რომელსაც სისხლის კვალი აქვს.

 

მტკიცებულებები სამართალდამცველებმა მორიგი საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ამოიღეს, რომელიც ვახო ახვლედიანთან ერთად ჩატარდა.

 

ახვლედიანი შემთხვევის ადგილზე კიდევ ერთხელ გაიყვანეს. პოლიციას ის ადგილი აინტერესებდა, სადაც დაპირისპირება დაიწყო, სადაც ახვლედიანი დაიმალა და სადაც გიორგი შაქარაშვილი ბოლოს ნახა.

 

ვახო ახვლედიანის ადვოკატის განცხადებით, ქვაზე შესაძლოა იყოს სისხლი და ეს სწორედ ექსპერტიზამ უნდა დაადგინოს. როგორც უფლებადამცველი აცხადებს, ვახო ახვლედიანს ეს ქვა თავდაცვის მიზნით ეჭირა.

 

ადვოკატ კახა წერეთლის განცხადებით კი, ვახო ახვლედიანი გამოკითხვაზე მხოლოდ მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით მივა.

 

ინფორმაციას "კურიერი" ავრცელებს.

წაკითხვა 430 ჯერ განახლდა განახლდა ივლისი 19 2020

სიახლეები