• არქივი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
Firstnews.ge
Advertisement
  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • პოლიტიკა
    • კონფლიქტები
    • არჩევნები
    • სამხედრო თემა
  • ეკონომიკა
    • ბიზნესი
    • ტურიზმი
    • საინტერესო თემები
    • სილამაზე
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
  • საზოგადოება
    • კულტურა
    • რეგიონი
    • რელიგია
    • განათლება
    • ჯანდაცვა
    • სპორტი
  • სამართალი
  • სხვადასხვა
    • სოციალური მედია
    • ასტროლოგია
    • ფსიქოლოგია
    • შოუბიზნესი
    • ჯანმრთელობა
    • კულინარია
  • ვიდეო
No Result
ყველს ნახვა
  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • პოლიტიკა
    • კონფლიქტები
    • არჩევნები
    • სამხედრო თემა
  • ეკონომიკა
    • ბიზნესი
    • ტურიზმი
    • საინტერესო თემები
    • სილამაზე
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
  • საზოგადოება
    • კულტურა
    • რეგიონი
    • რელიგია
    • განათლება
    • ჯანდაცვა
    • სპორტი
  • სამართალი
  • სხვადასხვა
    • სოციალური მედია
    • ასტროლოგია
    • ფსიქოლოგია
    • შოუბიზნესი
    • ჯანმრთელობა
    • კულინარია
  • ვიდეო
No Result
ყველს ნახვა
Firstnews.ge
No Result
ყველს ნახვა

აფხაზეთში დიდი წვრთნები იგეგმება – უკავშირდება თუ არა ეს უკრაინული დრონების გააქტიურებას

ანი ადამია ავტორი ანი ადამია
სექტემბერი 14, 2026
ში ახალი ამბები, კონფლიქტები, პოლიტიკა, სლაიდერი
0
რა რეაქცია აქვს აფხაზურ საზოგადოებას “ქართულ ბენზინზე”
0
გაზიარება
20
ნახვა
გაზიარება Facebook

“ოკუპირებულ აფხაზეთში ოქტომბერში მასშტაბური ოპერატიულ-ტაქტიკური სამხედრო წვრთნები იგეგმება. ე.წ. პრეზიდენტ ბადრა გუნბას მიერ დამტკიცებულ სწავლებაში ჩაერთვება არტილერია, ავიაცია, ჯავშანტექნიკა და რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებები. ადგილობრივი მედია პროცესს გეგმურ, თავდაცვით ვარჯიშად წარმოაჩენს, ხოლო უსაფრთხოების სფეროს ექსპერტ ვახტანგ მაისაიას შეფასებით, ჰაერსაწინააღმდეგო კომპონენტის არსებობის შემთხვევაში, მანევრები შესაძლოა უკრაინული დრონებისგან თავდაცვას უკავშირდებოდეს. 12-16 ოქტომბერს დაგეგმილი ოპერატიულ-ტაქტიკური სამხედრო წვრთნების გეგმა ე.წ. პრეზიდენტმა ბადრა გუნბამ დაამტკიცა. საორგანიზაციო საკითხები გუნბამ დე ფაქტო თავდაცვის მინისტრ ბესლან ცვიჟბასთან და გენშტაბის უფროს ვლადიმირ სავჩენკოსთან განიხილა. “მასშტაბურ წვრთნებში” მონაწილეობას მიიღებენ ე.წ. შეიარაღებული ძალების მუდმივი მზადყოფნის ქვედანაყოფები და რეზერვისტები, ასევე რუსეთის შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეები”, – წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით აფხაზეთში დიდი წვრთნები იგეგმება – უკავშირდება თუ არა ეს უკრაინული დრონების გააქტიურებას.

“დაგეგმილია საბრძოლო მოქმედებების დროს ჯარების გამოყენების სხვადასხვა მეთოდის დამუშავება. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა მაღალტექნოლოგიური შეიარაღების, მართვის სისტემებისა და რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებების გამოყენებას”, – იუწყება პრესსამსახური. აღსანიშნავია ისიც, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში სამხედრო წვრთნები 2025 წლის ოქტომბერშიც ჩატარდა. ადგილობრივ მედიაში ეს ღონისძიება წარმოჩენილია, როგორც რუტინული, რათა მოსახლეობაში პანიკა არ გამოიწვევიოს. მას აშუქებენ, როგორც “გეგმურ, თუმცა აუცილებელ თავდაცვით ვარჯიშს”, რომლის მთავარი მიზანიც შიდა აუდიტორიის დამშვიდება და რუსეთთან სამხედრო ალიანსის სიმტკიცის ხაზგასმაა. სამხედრო-ანალიტიკურ თუ ლოკალურ “ტელეგრამ-ჩატში” მომხმარებლები ყურადღებას ამახვილებენ იმაზე, რომ “როგორც იქნა, აქცენტი კეთდება უპილოტო აპარატებსა და რადიოელექტრონულ ბრძოლაზე”. იგრძნობა, რომ სოციალური ქსელის მომხმარებლებს აინტერესებთ, რამდენად რეალურად ფლობს ადგილობრივი არმია ამ ტექნოლოგიებს”, – აღნიშნავს გამოცემა.

“რუსული სააგენტოები ხაზს უსვამენ, რომ წვრთნები ტარდება “ორმხრივი შეთანხმებების ფარგლებში” და მიზნად ისახავს რუსეთისა და აფხაზეთის გაერთიანებული დაჯგუფების საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებას. საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის გეოპოლიტიკური კვლევების ხელმძღვანელი, ვახტანგ მაისაია ამბობს, რომ შესაძლოა ეს წვრთნები უკრაინის ომს უკავშირდებოდეს, თუმცა გააჩნია რა სახისაა. “ეს არის ჩვეულებრივი ტაქტიკური წვრთვნა, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთში სულ ტარდება. ამას ასე პირდაპირი კავშირი უკრაინის ომთან არა აქვს. რა თქმა უნდა, გარკვეულწილად შესაძლებელია მაინც იყოს კავშირში, მაგრამ ეს უფრო ნაკლებად მოსალოდნელია. გააჩნია რა სახის წვრთნები ტარდება – თუ ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის წვრთნებია, მაშინ ეს, რა თქმა ეს ბუნებრივად უკავშირდება უკრაინის ომს”, – მიიჩნევს მაისაია, რომლის თქმით, “კერძოდ, უკავშირდება უკრაინული დრონებისგან თავდაცვასა და მოსახლეობის დამშვიდებას”, – დასძენს გამოცემა.

წინა პოსტი

„ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო სარჩელით პარტია „გახარია-საქართველოსთვის“ აკრძალვასაც მოითხოვს

შემდეგი პოსტი

15 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

შემდეგი პოსტი
29 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

15 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ყველაზე ნახვდი

„ნეიროქირურგიაში ერთმანეთს რთული ანატომია, ტექნიკური სიზუსტე, სწრაფი გადაწყვეტილების მიღება და უდიდესი პასუხისმგებლობა ხვდება“ – იაგო ცერცვაძე

„ნეიროქირურგიაში ერთმანეთს რთული ანატომია, ტექნიკური სიზუსტე, სწრაფი გადაწყვეტილების მიღება და უდიდესი პასუხისმგებლობა ხვდება“ – იაგო ცერცვაძე

სექტემბერი 21, 2026
“ვფიქრობ, აფხაზეთში მცხოვრები ახალგაზრდები და ენგურს გამოღმა ახალი თაობა დიალოგზე იქნება ორიენტირებული”- მაკა ბელქანია

“ვფიქრობ, აფხაზეთში მცხოვრები ახალგაზრდები და ენგურს გამოღმა ახალი თაობა დიალოგზე იქნება ორიენტირებული”- მაკა ბელქანია

სექტემბერი 26, 2026
“რამდენი წელიც არ უნდა იცოცხლო ეს კადრები არ გავიწყდება” – მაკა ბელქანია სოხუმის დაცემის დღეზე

“რამდენი წელიც არ უნდა იცოცხლო ეს კადრები არ გავიწყდება” – მაკა ბელქანია სოხუმის დაცემის დღეზე

სექტემბერი 27, 2026
„ყველაფერში, რაზეც ღარიბაშვილი წერს, დამნაშავე უწინარესად სწორედ ივანიშვილი შეიძლება იყოს“ – ზაზა ბიბილაშვილი

„ყველაფერში, რაზეც ღარიბაშვილი წერს, დამნაშავე უწინარესად სწორედ ივანიშვილი შეიძლება იყოს“ – ზაზა ბიბილაშვილი

სექტემბერი 8, 2026
“ვაგრძელებთ ომის შედეგების იქ დაბრუნებას, საიდანაც დაიწყო” – ზელენსკი

“ვაგრძელებთ ომის შედეგების იქ დაბრუნებას, საიდანაც დაიწყო” – ზელენსკი

აგვისტო 21, 2026
“არ ვიცი, რა პოლიტიკურ გეგმებზეა საუბარი, როდესაც ადამიანს აღიარებული აქვს კორუფციული დანაშაული” – ირაკლი კობახიძე

“არ ვიცი, რა პოლიტიკურ გეგმებზეა საუბარი, როდესაც ადამიანს აღიარებული აქვს კორუფციული დანაშაული” – ირაკლი კობახიძე

აგვისტო 18, 2026
მეტის ჩატვირთვა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: info@firstnews.ge
ტელ: (+995) 571-48-48-29

ბოლო ამბები

მოსკოვში ქართველი ბიზნესმენის ყოფილი ცოლისა და შვილის მკვლელობის საქმეზე ახალი დეტალები იკვეთება

მოსკოვში ქართველი ბიზნესმენის ყოფილი ცოლისა და შვილის მკვლელობის საქმეზე ახალი დეტალები იკვეთება

ოქტომბერი 5, 2026
რუსეთის „გაფრთხილების“ მიუხედავად ევროკავშირის ქვეყნების საელჩოები კიევს არ დატოვებენ

რუსეთის „გაფრთხილების“ მიუხედავად ევროკავშირის ქვეყნების საელჩოები კიევს არ დატოვებენ

ოქტომბერი 5, 2026
  • არქივი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი

© 2026 ყველა უფლება დაცულია

  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • პოლიტიკა
    • კონფლიქტები
    • არჩევნები
    • სამხედრო თემა
  • ეკონომიკა
    • ბიზნესი
    • ტურიზმი
    • საინტერესო თემები
    • სილამაზე
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
  • საზოგადოება
    • კულტურა
    • რეგიონი
    • რელიგია
    • განათლება
    • ჯანდაცვა
    • სპორტი
  • სამართალი
  • სხვადასხვა
    • სოციალური მედია
    • ასტროლოგია
    • ფსიქოლოგია
    • შოუბიზნესი
    • ჯანმრთელობა
    • კულინარია
  • ვიდეო

© 2026 ყველა უფლება დაცულია