• არქივი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
Firstnews.ge
Advertisement
  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • პოლიტიკა
    • კონფლიქტები
    • არჩევნები
    • სამხედრო თემა
  • ეკონომიკა
    • ბიზნესი
    • ტურიზმი
    • საინტერესო თემები
    • სილამაზე
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
  • საზოგადოება
    • კულტურა
    • რეგიონი
    • რელიგია
    • განათლება
    • ჯანდაცვა
    • სპორტი
  • სამართალი
  • სხვადასხვა
    • სოციალური მედია
    • ასტროლოგია
    • ფსიქოლოგია
    • შოუბიზნესი
    • ჯანმრთელობა
    • კულინარია
  • ვიდეო
No Result
ყველს ნახვა
  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • პოლიტიკა
    • კონფლიქტები
    • არჩევნები
    • სამხედრო თემა
  • ეკონომიკა
    • ბიზნესი
    • ტურიზმი
    • საინტერესო თემები
    • სილამაზე
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
  • საზოგადოება
    • კულტურა
    • რეგიონი
    • რელიგია
    • განათლება
    • ჯანდაცვა
    • სპორტი
  • სამართალი
  • სხვადასხვა
    • სოციალური მედია
    • ასტროლოგია
    • ფსიქოლოგია
    • შოუბიზნესი
    • ჯანმრთელობა
    • კულინარია
  • ვიდეო
No Result
ყველს ნახვა
Firstnews.ge
No Result
ყველს ნახვა

„ნეიროქირურგიაში ერთმანეთს რთული ანატომია, ტექნიკური სიზუსტე, სწრაფი გადაწყვეტილების მიღება და უდიდესი პასუხისმგებლობა ხვდება“ – იაგო ცერცვაძე

ანი ადამია ავტორი ანი ადამია
სექტემბერი 21, 2026
ში ახალი ამბები, ინტერვიუ, სლაიდერი, ჯანდაცვა
0
„ნეიროქირურგიაში ერთმანეთს რთული ანატომია, ტექნიკური სიზუსტე, სწრაფი გადაწყვეტილების მიღება და უდიდესი პასუხისმგებლობა ხვდება“ – იაგო ცერცვაძე
0
გაზიარება
48
ნახვა
გაზიარება Facebook

ნეიროქირურგი ვარ და ჩემი პროფესიული საქმიანობა ძირითადად დაკავშირებულია თავის ტვინის სისხლძარღვოვან ქირურგიასთან და ხერხემლის თანამედროვე, მინიინვაზიურ ქირურგიასთან. ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო არა მხოლოდ ოპერაციების შესრულება, არამედ ისეთი მიმართულებების განვითარება, რომლებიც ჩვენს რეგიონში მანამდე ნაკლებად ან საერთოდ არ იყო ხელმისაწვდომი – ამის შესახებ FirstNews.ge-ს დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრის ნეიროქირურგიული განყოფილების ხელმძღვანელი იაგო ცერცვაძე უყვება.

მისი თქმით, დღესდღეობით ცერებროვასკულურ ნეიროქირურგიაში მუშაობს — როგორც ღია მიკროქირურგიული, ასევე ენდოვასკულური მეთოდებით. ამასთან ერთად, მისი ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა მინიინვაზიური ხერხემლის ქირურგია. მისთვის მნიშვნელოვანია, რომ თანამედროვე ნეიროქირურგიული ტექნოლოგიები საქართველოშიც იყოს ხელმისაწვდომი და ეტაპობრივად დავუახლოვდეთ საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტებს.

 

უფრო ვრცლად იაგო ცერცვაძის შესახებ ინტერვიუში მოგიყვებით, რომელსაც საინფორმაციო სააგენტო უცვლელად გთავაზობთ:

 

– რამ განაპირობა თქვენი არჩევანი და რატომ აირჩიეთ ექიმის პროფესია?

– ჩემი არჩევანის უკან ძალიან პირადი ისტორია დგას. როდესაც უნივერსიტეტის ბოლო კურსზე ვიყავი, ჩემი ბიძაშვილი ავტოავარიაში მოყვა და თავის ტვინის ძალიან მძიმე ტრავმა მიიღო. სამწუხაროდ, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
ეს ჩემთვის ძალიან მძიმე გამოცდილება იყო და ერთ-ერთი მთავარი მოტივაცია გახდა, რომ საბოლოოდ ნეიროქირურგია ამერჩია. მაშინ განსაკუთრებით მძაფრად ვიგრძენი, რამდენად მნიშვნელოვანი შეიძლება იყოს ექიმის ცოდნა, სწრაფი გადაწყვეტილება და შესაძლებლობა, კრიტიკულ მომენტში ადამიანის სიცოცხლისთვის იბრძოლოს.
შემდგომში, როდესაც ამ პროფესიაში უფრო ღრმად შევედი, მივხვდი, რომ სწორ ადგილას აღმოვჩნდი. ნეიროქირურგიაში ერთმანეთს რთული ანატომია, ტექნიკური სიზუსტე, სწრაფი გადაწყვეტილების მიღება და უდიდესი პასუხისმგებლობა ხვდება. დღეს რომ თავიდან მიწევდეს არჩევანის გაკეთება, ისევ ნეიროქირურგიას ავირჩევდი.

 

– რა იყო ყველაზე დიდი გამოწვევა თქვენს კარიერაში, როდესაც ახალბედა ექიმი იყავით?

– ყველაზე დიდი გამოწვევა იყო პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება. სწავლის პერიოდში ყოველთვის გყავს უფროსი კოლეგა, ვისთანაც შეგიძლია გადაწყვეტილება გადაამოწმო, მაგრამ დგება მომენტი, როდესაც საოპერაციოში საბოლოო გადაწყვეტილება თავად უნდა მიიღო და ხვდები, რომ ამ გადაწყვეტილებაზე ადამიანის სიცოცხლე ან მისი შემდგომი ნევროლოგიური მდგომარეობაა დამოკიდებული.
განსაკუთრებით რთული იყო სისხლძარღვოვანი ნეიროქირურგიის დასაწყისი — გამსკდარი ანევრიზმა, სუბარაქნოიდული სისხლჩაქცევა, მწვავე ინსულტი. ასეთ სიტუაციებში დრო ძალიან მნიშვნელოვანია. სწორედ ამ შემთხვევებმა მასწავლა პასუხისმგებლობა, სიმშვიდის შენარჩუნება და ის, რომ რთულ მომენტში გადაწყვეტილება მაქსიმალურად ცოდნასა და გამოცდილებას უნდა დაეყრდნოს.

– რა იყო ყველაზე რთული და, ამავდროულად, ყველაზე დასამახსოვრებელი შემთხვევა თქვენს პრაქტიკაში?

– ბევრი რთული შემთხვევა მქონია, თუმცა ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი ახალგაზრდა ორსული პაციენტი იყო, რომელიც კლინიკაში ძლიერი თავის ტკივილითა და ცნობიერების დათრგუნვით შემოიყვანეს.

კვლევებით აღმოვაჩინეთ თავის ტვინის დიდი ზომის გლიური სიმსივნე. გლიური სიმსივნე თავის ტვინის ქსოვილიდან განვითარებული სიმსივნეა და მისი ქირურგიული მკურნალობისას ერთ-ერთი მთავარი პრინციპია მაქსიმალურად უსაფრთხო რეზექცია — სიმსივნის მაქსიმალური შესაძლო მოცულობის ამოკვეთა ისე, რომ მაქსიმალურად შევინარჩუნოთ თავის ტვინის მნიშვნელოვანი ფუნქციები.
ამ შემთხვევაში მდგომარეობას კიდევ უფრო ართულებდა ორსულობა. ჩვენ ერთდროულად დედის ჯანმრთელობასა და ჯერ კიდევ დაუბადებელი ბავშვის უსაფრთხოებაზე უნდა გვეფიქრა. პაციენტის კლინიკური მდგომარეობისა და სიმსივნის დიდი ზომის გამო ოპერაცია სასწრაფოდ იყო საჭირო. ჩვენი მიზანი იყო სიმსივნის მაქსიმალურად უსაფრთხო ამოკვეთა, დედის ნევროლოგიური ფუნქციების დაცვა და ორსულობის შენარჩუნება.

ოპერაცია ჩავატარეთ ნეირონავიგაციისა და ინტრაოპერაციული ნეირომონიტორინგის გამოყენებით. ნავიგაცია დაგვეხმარა ქირურგიული მიდგომისა და სიმსივნის ლოკალიზაციის ზუსტ დაგეგმვაში, ხოლო ნეირომონიტორინგით ოპერაციის მიმდინარეობისას მუდმივად ვაკონტროლებდით მნიშვნელოვანი ნევროლოგიური ფუნქციების უსაფრთხოებას.
ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა. პაციენტმა მალე გაიღვიძა და მას არ განვითარებია ახალი ნევროლოგიური დეფიციტი. ორსულობაც შენარჩუნდა. რამდენიმე თვის შემდეგ პაციენტმა იმშობიარა.

ამ შემთხვევიდან უკვე რამდენიმე წელია გასული და დღეს დედაც და ბავშვიც კარგად გრძნობენ თავს. ჩემთვის ეს შემთხვევა განსაკუთრებით დასამახსოვრებელია, რადგან ძალიან კარგად გამოხატავს თანამედროვე ნეიროქირურგიის მთავარ პრინციპს: ჩვენი მიზანი მხოლოდ სიმსივნის ტექნიკურად ამოკვეთა არ არის — მთავარი არის დაავადებას მაქსიმალურად ეფექტურად ვუმკურნალოთ და ამავე დროს შევინარჩუნოთ ადამიანის ნევროლოგიური ფუნქცია და ცხოვრების ხარისხი. ამ შემთხვევაში კი დამატებითი პასუხისმგებლობა ჯერ კიდევ დაუბადებელი ბავშვის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის შენარჩუნებაც იყო.

 

– რას ნიშნავს თქვენთვის „კარგი ექიმი“?

– ჩემთვის კარგი ექიმი მხოლოდ კარგი ტექნიკური სპეციალისტი არ არის. აუცილებელია ცოდნა, გამოცდილება და მუდმივი პროფესიული განვითარება — მედიცინა ძალიან სწრაფად იცვლება და ექიმმა სწავლა არასოდეს უნდა შეწყვიტოს.
ამასთან ერთად, მნიშვნელოვანია პასუხისმგებლობა და პაციენტის მიმართ დამოკიდებულება. ექიმმა უნდა იცოდეს არა მხოლოდ ის, როდის უნდა გააკეთოს ოპერაცია, არამედ ისიც, როდის არ უნდა გააკეთოს. ტექნიკურად რაღაცის გაკეთების შესაძლებლობა ყოველთვის არ ნიშნავს, რომ ეს პაციენტისთვის საუკეთესო გადაწყვეტილებაა.
ჩემთვის კარგი ექიმი არის ადამიანი, რომელიც პაციენტს ისეთ გადაწყვეტილებას სთავაზობს, როგორსაც იმავე მდგომარეობაში საკუთარ ოჯახის წევრს შესთავაზებდა.

 

– ექიმის პროფესია უდიდეს სტრესთანაა დაკავშირებული, როგორ უმკლავდებით ამას?

– ნეიროქირურგიაში სტრესის სრულად თავიდან აცილება შეუძლებელია. როდესაც რთულ ოპერაციას აკეთებ, გარკვეული სტრესი პასუხისმგებლობის ნაწილია.
ჩემთვის მასთან გამკლავების ყველაზე ეფექტური გზა მაქსიმალური მომზადებაა — წინასწარი დაგეგმვა, ანატომიისა და გამოსახულებების დეტალური შეფასება, შესაძლო გართულებების წინასწარ გააზრება და ძლიერი გუნდი. რაც უფრო მომზადებული ხარ რთული სიტუაციისთვის, მით უფრო მშვიდად მოქმედებ მაშინ, როდესაც ის რეალურად ხდება.
ძალიან მნიშვნელოვანია ოჯახიც და დრო საოპერაციოს გარეთ, თუმცა ნეიროქირურგისთვის სამსახურის მთლიანად „გამორთვა“ ყოველთვის მარტივი არ არის. ზოგჯერ ყველაზე რთულ შემთხვევებზე ოპერაციის შემდეგაც დიდხანს ფიქრობ.

 

– რა არის ერთი მთავარი რჩევა, რასაც დამწყებ ექიმს მისცემდით?

– თუ მხოლოდ ერთი რჩევა უნდა მივცე, ვეტყოდი — არ იჩქარო საკუთარი თავის დიდ ექიმად აღქმა და არასოდეს შეწყვიტო სწავლა.
მედიცინაში თავდაჯერებულობა აუცილებელია, მაგრამ ზედმეტი თავდაჯერებულობა შეიძლება საშიში იყოს. განსაკუთრებით ნეიროქირურგიაში ყოველთვის უნდა გქონდეს განცდა, რომ კიდევ ბევრი რამ გაქვს სასწავლი.
წაიკითხეთ, იმოგზაურეთ, დაესწარით საერთაშორისო კურსებს, ნახეთ როგორ მუშაობენ თქვენზე გამოცდილი ადამიანები, დასვით კითხვები და ნუ შეგეშინდებათ საკუთარი შეცდომების გაანალიზების.
და კიდევ ერთი რამ: არ შეადაროთ საკუთარი თავი მხოლოდ გარშემო მყოფ ადამიანებს. შეადარეთ თქვენი მუშაობა საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტს. თუ ყოველდღიურად ცდილობ, რომ გუშინდელზე ცოტათი უკეთესი ექიმი იყო, წლების შემდეგ ეს ძალიან დიდ განსხვავებას ქმნის.

წინა პოსტი

” მზად ვართ, ახალი ფურცლიდან დაიწყოს ის ურთიერთობები, რომელიც დაანგრია ბაიდენის ადმინისტრაციამ” – შალვა პაპუაშვილი

შემდეგი პოსტი

“სამწუხაროდ, უკრაინასთან ომის გამო რუსეთმა დიზელის საწვავის ინდუსტრიაზე კონტროლი დაკარგა” – დონალდ ტრამპი

შემდეგი პოსტი
“ნომერ პირველი მიზანია და ყოველთვის იქნება, რომ ირანს არ ჰქონდეს ბირთვული იარაღი” – ტრამპი

"სამწუხაროდ, უკრაინასთან ომის გამო რუსეთმა დიზელის საწვავის ინდუსტრიაზე კონტროლი დაკარგა" - დონალდ ტრამპი

ყველაზე ნახვდი

„ყველაფერში, რაზეც ღარიბაშვილი წერს, დამნაშავე უწინარესად სწორედ ივანიშვილი შეიძლება იყოს“ – ზაზა ბიბილაშვილი

„ყველაფერში, რაზეც ღარიბაშვილი წერს, დამნაშავე უწინარესად სწორედ ივანიშვილი შეიძლება იყოს“ – ზაზა ბიბილაშვილი

სექტემბერი 8, 2026
„ნეიროქირურგიაში ერთმანეთს რთული ანატომია, ტექნიკური სიზუსტე, სწრაფი გადაწყვეტილების მიღება და უდიდესი პასუხისმგებლობა ხვდება“ – იაგო ცერცვაძე

„ნეიროქირურგიაში ერთმანეთს რთული ანატომია, ტექნიკური სიზუსტე, სწრაფი გადაწყვეტილების მიღება და უდიდესი პასუხისმგებლობა ხვდება“ – იაგო ცერცვაძე

სექტემბერი 21, 2026
“ვაგრძელებთ ომის შედეგების იქ დაბრუნებას, საიდანაც დაიწყო” – ზელენსკი

“ვაგრძელებთ ომის შედეგების იქ დაბრუნებას, საიდანაც დაიწყო” – ზელენსკი

აგვისტო 21, 2026
ქალწულების სეზონი იწყება – რას უნდა ელოდონ ამ ნიშნის წარმომადგენლები 23 აგვისტოდან 23 სექტემბრამდე

ქალწულების სეზონი იწყება – რას უნდა ელოდონ ამ ნიშნის წარმომადგენლები 23 აგვისტოდან 23 სექტემბრამდე

აგვისტო 23, 2026
“არ ვიცი, რა პოლიტიკურ გეგმებზეა საუბარი, როდესაც ადამიანს აღიარებული აქვს კორუფციული დანაშაული” – ირაკლი კობახიძე

“არ ვიცი, რა პოლიტიკურ გეგმებზეა საუბარი, როდესაც ადამიანს აღიარებული აქვს კორუფციული დანაშაული” – ირაკლი კობახიძე

აგვისტო 18, 2026
“ეკონომიკურად ძლიერი, კბილებამდე შეიარაღებული საქართველო შეძლებს სახლების დაბრუნებას ენგურიდან ფსოუმდე”

“ეკონომიკურად ძლიერი, კბილებამდე შეიარაღებული საქართველო შეძლებს სახლების დაბრუნებას ენგურიდან ფსოუმდე”

აგვისტო 19, 2026
მეტის ჩატვირთვა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: info@firstnews.ge
ტელ: (+995) 571-48-48-29

ბოლო ამბები

“ნომერ პირველი მიზანია და ყოველთვის იქნება, რომ ირანს არ ჰქონდეს ბირთვული იარაღი” – ტრამპი

“სამწუხაროდ, უკრაინასთან ომის გამო რუსეთმა დიზელის საწვავის ინდუსტრიაზე კონტროლი დაკარგა” – დონალდ ტრამპი

სექტემბერი 21, 2026
„ნეიროქირურგიაში ერთმანეთს რთული ანატომია, ტექნიკური სიზუსტე, სწრაფი გადაწყვეტილების მიღება და უდიდესი პასუხისმგებლობა ხვდება“ – იაგო ცერცვაძე

„ნეიროქირურგიაში ერთმანეთს რთული ანატომია, ტექნიკური სიზუსტე, სწრაფი გადაწყვეტილების მიღება და უდიდესი პასუხისმგებლობა ხვდება“ – იაგო ცერცვაძე

სექტემბერი 21, 2026
  • არქივი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი

© 2026 ყველა უფლება დაცულია

  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • პოლიტიკა
    • კონფლიქტები
    • არჩევნები
    • სამხედრო თემა
  • ეკონომიკა
    • ბიზნესი
    • ტურიზმი
    • საინტერესო თემები
    • სილამაზე
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
  • საზოგადოება
    • კულტურა
    • რეგიონი
    • რელიგია
    • განათლება
    • ჯანდაცვა
    • სპორტი
  • სამართალი
  • სხვადასხვა
    • სოციალური მედია
    • ასტროლოგია
    • ფსიქოლოგია
    • შოუბიზნესი
    • ჯანმრთელობა
    • კულინარია
  • ვიდეო

© 2026 ყველა უფლება დაცულია