• არქივი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
Firstnews.ge
Advertisement
  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • პოლიტიკა
    • კონფლიქტები
    • არჩევნები
    • სამხედრო თემა
  • ეკონომიკა
    • ბიზნესი
    • ტურიზმი
    • საინტერესო თემები
    • სილამაზე
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
  • საზოგადოება
    • კულტურა
    • რეგიონი
    • რელიგია
    • განათლება
    • ჯანდაცვა
    • სპორტი
  • სამართალი
  • სხვადასხვა
    • სოციალური მედია
    • ასტროლოგია
    • ფსიქოლოგია
    • შოუბიზნესი
    • ჯანმრთელობა
    • კულინარია
  • ვიდეო
No Result
ყველს ნახვა
  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • პოლიტიკა
    • კონფლიქტები
    • არჩევნები
    • სამხედრო თემა
  • ეკონომიკა
    • ბიზნესი
    • ტურიზმი
    • საინტერესო თემები
    • სილამაზე
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
  • საზოგადოება
    • კულტურა
    • რეგიონი
    • რელიგია
    • განათლება
    • ჯანდაცვა
    • სპორტი
  • სამართალი
  • სხვადასხვა
    • სოციალური მედია
    • ასტროლოგია
    • ფსიქოლოგია
    • შოუბიზნესი
    • ჯანმრთელობა
    • კულინარია
  • ვიდეო
No Result
ყველს ნახვა
Firstnews.ge
No Result
ყველს ნახვა

“ოცნების” ხელისუფლება ოკუპანტ ქვეყანას მძიმე ვითარების განმუხტვაში ეხმარება ” – რომან გოცირიძე

ანი ადამია ავტორი ანი ადამია
აგვისტო 16, 2026
ში ახალი ამბები, პოლიტიკა, სლაიდერი
0
“ოცნების” ხელისუფლება ოკუპანტ ქვეყანას მძიმე ვითარების განმუხტვაში ეხმარება ” – რომან გოცირიძე
0
გაზიარება
14
ნახვა
გაზიარება Facebook

ღამით ხელისუფლების მანქანების ესკორტით 35-ტონიანი საწვამზიდების ენგურის ხიდამდე მიცილება და დაუყოვნებლივ გატარება კიდევ ერთხელ ააშკარავებს ფაქტს, რაც აშკარა იყო – რუსეთს საქართველოს ხელისუფლება მაშველ რგოლად იყენებს, – ამის შესახებ პოლიტიკოსი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს.

ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის მიწოდებას „სპეცოპერაციას“ უწოდებს, რომელიც „ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის უხეში დარღვევით”.

რაც შეეხება საწვავის მიწოდების მონაწილე კომპანია “რეპსოლს”, გოცირიძე ფიქრობს, რომ ვერ გადაურჩება სანქციებს.

ასევე, ოპოზიციონერი ფიქრობს, რომ ხელისუფლების „ანტისახელმწიფოებრივი ქმედების” ფონზე სერიოზული ეჭვები ჩნდება, ხომ არ შედიოდა აფხაზეთის ტერიტორიის გავლით რუსეთში სხვა სახის საქონელიც.

„მიუხედავად იმისა, რომ აფხაზეთში შესატანი ბენზინი სოჭში შევიდა და საქართველოს ხელისუფლებამ რუსეთს ამოსუნთქვის საშუალება მისცა, ვითარება ამ ქალაქში კვლავ მძიმეა. მდგომარეობას ამძიმებს ის ფაქტი, რომ ტურისტები ვერ ბრუნდებიან სახლებში. ამის მიზეზი არა მხოლოდ მსუბუქი ავტომობილების უსაწვავოდ დარჩენაა, არამედ დიდი ავტობუსების გაჩერებაც. ამას დაემატა უკრაინის მიერ საჰაერო თავდასხმების გამო სოჭის აეროპორტის შეფერხებით მუშაობაც, რაც კიდევ უფრო ზრდის უკმაყოფილებას ტურისტებში. ადგილობრივი მოსახლეობაც პარალიზებულია.

“ოცნების” ხელისუფლება ოკუპანტ ქვეყანას მძიმე ვითარების განმუხტვაში ეხმარება, ორ ფრონტზე ბრძოლის სირთულეს უიოლებს და აფხაზეთში ჩარჩენილი რუსი ტურისტების გაყვანაში ეხმარება. აქედან ჩატანილ საწვავს აფხაზეთის ხელისუფლება ძალოვნებისა და კრიტიკულად მნიშვნელოვანი სხვა სტრუქტურების მომარაგებისთვისაც იყენებს.

წუხელ ღამით ხელისუფლების მანქანების ესკორტით 35 ტონიანი საწვავმზიდების ენგურის ხიდამდე მიცილება და მათი დაუყოვნებლივ გატარება კიდევ ერთხელ ააშკარავებს იმ ფაქტს რაც ისედაც აშკარა იყო-რუსეთს საქართველოს ხელისუფლება მაშველ რგოლად იყენებს. გარდა ამისა, ეს სპეცოპერაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის უხეში დარღვევითაც.

რაც შეეხება საწვავის მიწოდების ამ ჯაჭვში მთავარ მონაწილეს, კომპანია “რეპსოლს”, რომელიც ფლობს ავტოგასამართი სადგურების ქსელ “კონექტს”, ის ვერ გადაურჩება სანქციებს. მას სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაც ელოდება. როგორც მთავრობის მიერ დანიშნული შუამავალი ქართული შპს-ს მეპატრონემ განაცხადა, აფხაზეთიდან ხდება რუსული რუბლების ჩანთებით გადმოტანა, აქაურ ჯიხურებში ლარებში გადაცვლა და ნაღდი ფულის სახით რამდენიმე მილიონი ლარის გადაცემა “რეპსოლისათვის”. ეს შავი ფულის აშკარა გათეთრებაა. არც აფხაზეთიდან შემოტანილი ფულის წარმომავლობაა ცნობილი და არც 30 ათას ლარზე მეტი თანხის დეკლარირების ვალდებულებაა შესრულებული. გარდა ამისა, შეუძლებელია ზუსტად იმის დადგენა, თუ რა რაოდენობის ფული შემოვიდა და რა ღირებულების საწვავი იქნა შეძენილი. აქ უკვე შემოსავლების დამალვის ფაქტებთანაც შეიძლება გვქონდეს საქმე.

ხელისუფლების ამ ანტისახელმწიფოებრივმა ქმედებამ სერიოზული ეჭვები გააჩინა: ხომ არ შედიოდა აფხაზეთის ტერიტორიის გავლით რუსეთში სხვა სახის საქონელიც?

თავის დროზე ყველაფერი გაირკვევა-თავად ამ პროცესში მონაწილე ადამიანებისგან შევიტყობთ ამას. განა ერთმანეთის მხილებით არ არიან დაკავებულები “ ოცნების” მაღალჩინოსნები? კიდევ ბევრჯერ მოუწევთ”, – წერს რომან გოცირიძე.

წინა პოსტი

“ცალკეული ჯგუფის მხრიდან ადგილი აქვს საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზანმიმართულ მცდელობებს” – გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტი

შემდეგი პოსტი

“ამ ზაფხულს, სავარაუდოდ, ათობით მყინვარი გაქრება” – შვეიცარია

შემდეგი პოსტი
“ამ ზაფხულს, სავარაუდოდ, ათობით მყინვარი გაქრება” – შვეიცარია

"ამ ზაფხულს, სავარაუდოდ, ათობით მყინვარი გაქრება" - შვეიცარია

ყველაზე ნახვდი

„ყველაფერში, რაზეც ღარიბაშვილი წერს, დამნაშავე უწინარესად სწორედ ივანიშვილი შეიძლება იყოს“ – ზაზა ბიბილაშვილი

„ყველაფერში, რაზეც ღარიბაშვილი წერს, დამნაშავე უწინარესად სწორედ ივანიშვილი შეიძლება იყოს“ – ზაზა ბიბილაშვილი

სექტემბერი 8, 2026
“ვაგრძელებთ ომის შედეგების იქ დაბრუნებას, საიდანაც დაიწყო” – ზელენსკი

“ვაგრძელებთ ომის შედეგების იქ დაბრუნებას, საიდანაც დაიწყო” – ზელენსკი

აგვისტო 21, 2026
“არ ვიცი, რა პოლიტიკურ გეგმებზეა საუბარი, როდესაც ადამიანს აღიარებული აქვს კორუფციული დანაშაული” – ირაკლი კობახიძე

“არ ვიცი, რა პოლიტიკურ გეგმებზეა საუბარი, როდესაც ადამიანს აღიარებული აქვს კორუფციული დანაშაული” – ირაკლი კობახიძე

აგვისტო 18, 2026
ქალწულების სეზონი იწყება – რას უნდა ელოდონ ამ ნიშნის წარმომადგენლები 23 აგვისტოდან 23 სექტემბრამდე

ქალწულების სეზონი იწყება – რას უნდა ელოდონ ამ ნიშნის წარმომადგენლები 23 აგვისტოდან 23 სექტემბრამდე

აგვისტო 23, 2026
“მგონია, რომ  შეცდომაში შეყვანის მცდელობაა” – ირაკლი ზარქუა ირაკლი ღარიბაშვილზე

“მგონია, რომ შეცდომაში შეყვანის მცდელობაა” – ირაკლი ზარქუა ირაკლი ღარიბაშვილზე

აგვისტო 21, 2026
“ეკონომიკურად ძლიერი, კბილებამდე შეიარაღებული საქართველო შეძლებს სახლების დაბრუნებას ენგურიდან ფსოუმდე”

“ეკონომიკურად ძლიერი, კბილებამდე შეიარაღებული საქართველო შეძლებს სახლების დაბრუნებას ენგურიდან ფსოუმდე”

აგვისტო 19, 2026
მეტის ჩატვირთვა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: info@firstnews.ge
ტელ: (+995) 571-48-48-29

ბოლო ამბები

“არ ვიცი, რა პოლიტიკურ გეგმებზეა საუბარი, როდესაც ადამიანს აღიარებული აქვს კორუფციული დანაშაული” – ირაკლი კობახიძე

“მშვიდობიანი გზით ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა არის ჩვენი ეროვნული ოცნება” – ირაკლი კობახიძე

სექტემბერი 19, 2026
“ქართველ და რუს ხალხს ერთმანეთი მოენატრა” – მარია ზახაროვა

“ქართველ და რუს ხალხს ერთმანეთი მოენატრა” – მარია ზახაროვა

სექტემბერი 19, 2026
  • არქივი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი

© 2026 ყველა უფლება დაცულია

  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • პოლიტიკა
    • კონფლიქტები
    • არჩევნები
    • სამხედრო თემა
  • ეკონომიკა
    • ბიზნესი
    • ტურიზმი
    • საინტერესო თემები
    • სილამაზე
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
  • საზოგადოება
    • კულტურა
    • რეგიონი
    • რელიგია
    • განათლება
    • ჯანდაცვა
    • სპორტი
  • სამართალი
  • სხვადასხვა
    • სოციალური მედია
    • ასტროლოგია
    • ფსიქოლოგია
    • შოუბიზნესი
    • ჯანმრთელობა
    • კულინარია
  • ვიდეო

© 2026 ყველა უფლება დაცულია