23 აგვისტოდან 23 სექტემბრამდე ქალწულების სეზონი გრძელდება და ამ პერიოდში ამ ნიშნის წარმომადგენლებს ვარსკვლავები განსაკუთრებული სიფრთხილისკენ მოუწოდებენ. ერთი მხრივ, წინ თვითგანვითარების, ჯანმრთელობასა და კარიერაზე ზრუნვის კარგი პერიოდია, თუმცა მეორე მხრივ, მოულოდნელმა მოვლენებმა შესაძლოა გეგმები შეცვალოს.
ქალწულებისთვის ეს პერიოდი მხოლოდ დაბადების დღის აღნიშვნას არ უკავშირდება – ასტროლოგიური პროგნოზის მიხედვით, 2026 წლის სეზონი მათგან მეტ წინდახედულობასა და სიმშვიდეს მოითხოვს.
განსაკუთრებით საყურადღებოა 28 აგვისტოს დაბნელება. ამასთან, სასიხარულო ამბავია ის, რომ ამ პერიოდში მერკური რეტროგრადული არ იქნება.
მთავარი გაფრთხილება – ნუ იჩქარებთ
აგვისტოს ბოლო და სექტემბრის დასაწყისი ქალწულებისთვის შედარებით ფრთხილად გასავლელი პერიოდია. ასტროლოგის რეკომენდაციით, ამ დროს უმჯობესია უარი თქვან ზედმეტ რისკზე და განსაკუთრებით ექსტრემალურ აქტივობებზე.
სწრაფი ავტომობილით გადაადგილება, დაუფიქრებელი თავგადასავლები და პრინციპი “რაც იქნება, იქნება” შესაძლოა საუკეთესო არჩევანი არ აღმოჩნდეს.
სასურველია მეტი დრო გაატაროთ მშვიდ გარემოში, საყვარელ ადამიანებთან ერთად, მოერიდოთ კონფლიქტებსა და გვიან ღამით მარტო გადაადგილებას. ასევე, სექტემბრის შუა რიცხვებამდე სასურველია მავნე ჩვევებისგან თავის შეკავება.
სექტემბრის შუა რიცხვებში მოულოდნელობებისთვის მოემზადეთ
თვის შუა პერიოდში ურანის მიმართულების ცვლილებამ შესაძლოა მოულოდნელი მოვლენები და გეგმების რადიკალური ცვლილება გამოიწვიოს.
ამიტომ ქალწულებისთვის მთავარი წესი მარტივია: ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს ემოციების ფონზე.
თუ არჩევანის წინაშე აღმოჩნდით, ჯობს შეჩერდით, ყველაფერი აწონ-დაწონოთ და მხოლოდ ამის შემდეგ იმოქმედეთ.
ასტროლოგიური პროგნოზის მიხედვით, მოულოდნელობისგან თავის სრულად დაცვა რთული იქნება, თუმცა წინასწარ მომზადება სიტუაციას მნიშვნელოვნად გაამარტივებს. დაფიქრდით ყველაზე არასასურველ სცენარებზე და წინასწარ მოიფიქრეთ ალტერნატიული გეგმა.
ჯანმრთელობა – დროა, საკუთარ თავს მეტი ყურადღება დაუთმოთ
ქალწულებისთვის ეს პერიოდი კარგი იქნება ჯანმრთელობაზე ზრუნვის დასაწყებად.
რეკომენდებულია გეგმური სამედიცინო შემოწმებების ჩატარება და იმ საკითხების მოგვარება, რომლებსაც აქამდე მუდმივად დებდით.
ამასთან, ფიზიკური აქტივობისთვისაც კარგი დროა. ქალწულები ამ პერიოდში ჩვეულებრივზე გამძლეები იქნებიან, ამიტომ ვარჯიშის დაწყება კარგი გადაწყვეტილება შეიძლება აღმოჩნდეს.
განსაკუთრებით მასაჟი და სითბოს პროცედურები, მათ შორის აბანო, სხეულის მოვლის პროცედურები და სხვა დამამშვიდებელი აქტივობები.
მთავარი იდეა კი მარტივია – ამ სეზონზე ქალწულებმა გადაღლას დასვენება უნდა დაუპირისპირონ.
კარიერა და სწავლა – თქვენი სიტყვა განსაკუთრებით დამაჯერებელი იქნება
თუ სამსახურში მნიშვნელოვანი მოლაპარაკება, პრეზენტაცია ან რთული საუბარი გაქვთ დაგეგმილი, ეს პერიოდი შესაძლოა თქვენთვის საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდეს.
ქალწულებს განსაკუთრებული დამაჯერებლობა და კომუნიკაციის უნარი ექნებათ, ამიტომ საკუთარი იდეების წარდგენისა და სხვების დარწმუნების შანსი გაიზრდება.
კარგი პერიოდია ახალი ცოდნის მიღებისა და სწავლის დასაწყებადაც. წიგნების კითხვა, ახალი ადამიანების გაცნობა, საინტერესო საუბრებში ჩართვა და საკუთარი ჰორიზონტის გაფართოება მომავალში აუცილებლად გამოგადგებათ.
დაბადების დღე – დაიწყეთ ახალი ეტაპი “სუფთა ფურცლიდან”
ასტროლოგის რეკომენდაციით, ქალწულებმა დაბადების დღეს სისუფთავისა და განახლების სიმბოლოდ უნდა შეხედონ.
ეს მხოლოდ სახლის დალაგებას არ ნიშნავს.
დაბადების დღემდე რამდენიმე დღით ადრე:
- მოაწესრიგეთ სახლი, სამუშაო სივრცე და ტელეფონი;
- წაშალეთ არასაჭირო კონტაქტები და ინფორმაცია;
- გადახედეთ ნივთებს, რომლებიც აღარ გჭირდებათ;
- დაასრულეთ გადადებული საქმეები;ჩამოწერეთ მიზნები მომავალი წლისთვის;
- იფიქრეთ, რის დატოვებას აპირებთ წარსულში და რისი დაწყება გსურთ თავიდან.
ასევე, პროგნოზის მიხედვით, დაბადების დღემდე რამდენიმე დღით ადრე შესაძლებელია მსუბუქი დეტოქსის დღეების მოწყობა, თუმცა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მკაცრი დიეტები ან შეზღუდვები ინდივიდუალურად უნდა შეფასდეს.
ქალწულებისთვის 2026 წლის სეზონის მთავარი გზავნილი ასეთია: არ იჩქაროთ, წინასწარ გათვალეთ რისკები, იზრუნეთ საკუთარ თავზე და მიეცით თავს უფლება, ახალი ეტაპი ზედმეტი ქაოსის გარეშე დაიწყოთ.







