რატომ ხდება, რომ როდესაც საქმე საკუთარ გრძნობებს ეხება, ზოგიერთი წარმატებული ქალი მყისიერად კარგავს მთელ ანალიტიკურ უნარსა და კრიზისების მართვის ნიჭს? არსებობენ ქალები, რომლებიც ვირტუოზულად ხელმძღვანელობენ ყველაზე რთულ ბიზნესპროექტებს, თუმცა პირად ცხოვრებაში მარცხს მარცხზე განიცდიან.
ასტროლოგების განმარტებით, ეს გარკვეულწილად პლანეტარული მახასიათებლებით არის განპირობებული. გთავაზობთ ზოდიაქოს იმ 5 ნიშანს, რომელთაც კარიერული მწვერვალების დაპყრობა ბევრად მარტივად გამოსდით, ვიდრე ჰარმონიული ურთიერთობების აწყობა.
ვერძი
ვერძები მთელ ასტროლოგიურ ციკლში საუკეთესო მეწარმეები არიან. ენერგიულებს, თავდაჯერებულებსა და ნოვატორებს შეუძლიათ ყველაზე რთული ბიზნესპროექტიც კი რეანიმაციას დაუქვემდებარონ და წარმოუდგენელ წარმატებას მიაღწიონ. თუმცა, სიყვარულში ისინი ხშირად “წაგებულ მხარეს” აღმოჩნდებიან ხოლმე.
მთელი პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ვერძები ჯიუტად უარს ამბობენ ურთიერთობაში არსებული კრიზისების შემჩნევაზე და საშინლად ერიდებიან სისუსტის გამოჩენას. მარსის ფავორიტებს მიაჩნიათ, რომ “კომპრომისი სუსტების ხვედრია”, რის გამოც ზეწოლასა და ხისტ პოზიციას ირჩევენ. სინამდვილეში კი პირად საკითხებში მოქნილობა და პარტნიორის საჭიროებების გათვალისწინება შველის და არა დომინირება.
ასტროლოგის რჩევა: გამორთეთ “უფროსის რეჟიმი” იმწამსვე, როგორც კი პირად ურთიერთობებში შედიხართ. ნუ შეეცდებით ბავშვური სიჯიუტით იმის უარყოფას, რომ პარტნიორთან უთანხმოების მოგვარება აუცილებელია.
ქალწული
გამოცდილი პროფესიონალი და შეუდარებელი ანალიტიკოსი ქალწული პირად ურთიერთობებში მთელ თავის საქმიან უნარებს მყისიერად კარგავს. როდესაც საქმე სიყვარულს ეხება, იგი უამრავ შეცდომას უშვებს. მმართველი პლანეტა მერკური ქალწულს მაღალი ინტელექტითა და პრაქტიკულობით ასაჩუქრებს, თუმცა ემპათიის უნარს ნაკლებს ანიჭებს.
ქალწულის მთავარი შეცდომა სწორედ დაბალი ემპათიაა, რაც ხელს უშლის სხვა ადამიანების ემოციებისა და გრძნობების სწორად აღქმაში. შედეგად, მას უჭირს პარტნიორის რეალური საჭიროებების ამოცნობა, რასაც გაუგებრობამდე, სტრესამდე და ხშირად დაშორებამდე მიჰყავს.
ასტროლოგის რჩევა:
გამოიჩინეთ მეტი ყურადღება პარტნიორის სურვილების მიმართ. ნუ შეგაშინებთ იმის აღიარება, რომ სიყვარულში შესაძლოა ყველაფერი არ იცოდეთ – დასვით დამაზუსტებელი შეკითხვები და ააგეთ დიალოგი უკუკავშირის მისაღებად.
მორიელი
მორიელები ბიზნესსტრატეგიებისა და ეფექტური კონცეფციების შემუშავების აღიარებული ოსტატები არიან. თუმცა, პირად ურთიერთობებში ისინი ზუსტად საპირისპიროდ მოქმედებენ და ხშირად საკუთარ თავს თამაშგარე მდგომარეობაში აყენებენ.
ყველა უბედურების მიზეზი კონტროლისა და ძალაუფლების დაკარგვის ძლიერი შიშია. ეჭვიანობა, პარტნიორის პერიოდული შემოწმება, მანიპულაციები და შანტაჟიც კი – ეს ყველაფერი დროსთან ერთად მორიელს საღი აზროვნების უნარს აკარგვინებს. ვნებიანი და საშიში ემოციები მათ უფსკრულისკენ უბიძგებს და სიყვარულში მარცხისთვის წირავს.
ასტროლოგის რჩევა: შეწყვიტეთ ყოველ რომანთან იმ უკიდურესი მისწრაფებით მიდგომა, რომ ყველაფერი გააკონტროლოთ. გაუნელებელი ემოციები გონებას გიბინდავთ და მცდარი გზისკენ გიბიძგებთ.
თხის რქა
თხის რქები პროფესიულ ასპარეზზე შეუდარებლები არიან, თუმცა პირად თემებში ხშირად უხერხულად იქცევიან. ეს დიდწილად იმით აიხსნება, რომ მათ არ ეხერხებათ საკუთარ გრძნობებსა და მოლოდინებზე საუბარი. თხის რქას გულწრფელად სჯერა: თუ ადამიანს უყვარს, მან თავად უნდა მიხვდეს ყველაფერს – ეს კი მთავარი შეცდომაა.
მთელი თავისუფალი დროის კარიერისთვის დათმობის გამო, თხის რქები ცუდად ერკვევიან პირად საკითხებში. როგორც წესი, ისინი საზოგადოებრივი სტანდარტებითა თუ მელოდრამების სიუჟეტებით ხელმძღვანელობენ. შედეგად, ურთიერთობის აწყობა ბევრად უფრო რთული აღმოჩნდება ხოლმე, ვიდრე კიდევ ერთი წარმატებული ბიზნესპროექტის განხორციელება.
ასტროლოგის რჩევა: განვითარდით არა მხოლოდ პროფესიულად, სადაც ყველა რისკი და შესაძლებლობა შესწავლილი გაქვთ, არამედ პირად სფეროშიც. სწორედ აქ არ აწყენდათ “დამატებითი კურსების” გავლით ახალი მიდგომებისა და ინსტრუმენტების ათვისება.
მერწყული
მერწყულებს ნოვატორობისა და კრეატიული აზროვნების გურუებს უწოდებენ. მათ შეუძლიათ შედეგზე მუშაობა და შეუცვლელნი არიან არასტანდარტული ამოცანების გადაჭრისას. თუმცა, სიყვარულში ყველაფერი რთულადაა. მერწყულისთვის ბევრად მარტივია ერთდროულად ხუთი რთული პროექტი აიღოს შესასრულებლად, ვიდრე გაარკვიოს, რა სურს პარტნიორს.
იდეებისა და ტექნოლოგიების სამყაროში მცხოვრებ მერწყულს უჭირს იმის გაგება, თუ რატომ სთავაზობს საყვარელი ადამიანი კბილის ჯაგრისის მის სახლში დატოვებას. ეს არის გონებრივ ამოცანებში იდეალური ორიენტაციისა და პირად სფეროში აბსოლუტური გულუბრყვილობის ისტორია. გასაკვირი არ არის, რომ მათი ურთიერთობები ხშირად იმაზე ადრე მთავრდება, ვიდრე ნორმალურად დაიწყება.







