• არქივი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
Firstnews.ge
Advertisement
  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • პოლიტიკა
    • კონფლიქტები
    • არჩევნები
    • სამხედრო თემა
  • ეკონომიკა
    • ბიზნესი
    • ტურიზმი
    • საინტერესო თემები
    • სილამაზე
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
  • საზოგადოება
    • კულტურა
    • რეგიონი
    • რელიგია
    • განათლება
    • ჯანდაცვა
    • სპორტი
  • სამართალი
  • სხვადასხვა
    • სოციალური მედია
    • ასტროლოგია
    • ფსიქოლოგია
    • შოუბიზნესი
    • ჯანმრთელობა
    • კულინარია
  • ვიდეო
No Result
ყველს ნახვა
  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • პოლიტიკა
    • კონფლიქტები
    • არჩევნები
    • სამხედრო თემა
  • ეკონომიკა
    • ბიზნესი
    • ტურიზმი
    • საინტერესო თემები
    • სილამაზე
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
  • საზოგადოება
    • კულტურა
    • რეგიონი
    • რელიგია
    • განათლება
    • ჯანდაცვა
    • სპორტი
  • სამართალი
  • სხვადასხვა
    • სოციალური მედია
    • ასტროლოგია
    • ფსიქოლოგია
    • შოუბიზნესი
    • ჯანმრთელობა
    • კულინარია
  • ვიდეო
No Result
ყველს ნახვა
Firstnews.ge
No Result
ყველს ნახვა

“ეკონომიკურად ძლიერი, კბილებამდე შეიარაღებული საქართველო შეძლებს სახლების დაბრუნებას ენგურიდან ფსოუმდე”

ანი ადამია ავტორი ანი ადამია
აგვისტო 19, 2026
ში ახალი ამბები, სლაიდერი, სოციალური მედია
0
“ეკონომიკურად ძლიერი, კბილებამდე შეიარაღებული საქართველო შეძლებს სახლების დაბრუნებას ენგურიდან ფსოუმდე”
0
გაზიარება
24
ნახვა
გაზიარება Facebook

ნიკა გვარამია იძახის, რომ მე მოვიტყუე აფხაზეთის თაობაზე მის გამოთქმულ პოზიციაზე და „იმედს“ ავყევი. „იმედს“ საერთოდ არ ვუყურებ და არ ვკითხულობ, ხოლო რაც შეეხება გვარამიას და აფხაზეთს, მათ თქვა ის, რაც ჩემი ყურით მოვისმინე და თქვენც ალბათ მოისმინეთ, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„გავარმიამ თქვა, რომ აფხაზეთის ტრავმისგან უნდა გავთავისუფლდეთ, როგორც ფაშინიანი გათავისუფლდა ყარაბაღის ტრავმისგან. ფაშინიანი როგორც გათავისუფლდა ყველამ ვიცით – ტრავმასთან ერთად ტერიტორიისგანაც გათავისუფლდა, ასე რომ ჩემო ნიკა ყველამ ყველაფერი გაიგო და სამართლიანად აღშფოთდა.

შენი ნათქვამი რატომღაც ძალიან ჰგავს სალომე ზურაბიშვილის ადრე ნათქვამს „აფხაზეთი განგრენაა და მოსაკვეთიაო“. თან გავახსენებ გვარამიას, რომ ყარაბაღი არასდროს ყოფილა სომხეთის შემადგენლობაში და აფხაზეთი ჩვენი ძირძველი მიწაა.

კიდევ ერთხელ აფხაზეთზე და „ტრავმაზე“. ჩემთვის აფხაზეთი არ არის მხოლოდ 33 წლის წინანდელი წარსული ტრავმა. ეს არის მუდმივი სისხლიანი ჭრილობა, რომელიც პრობლემას უქმნის დანარჩენ საქართველოს.

ჯერ ერთი რამდენიმე ათეული ათასი აფხაზი მომჯდარია ჩვენი ზღვის სანაპიროს 213 კმ-ს, სადაც წესით მილიონამდე ადამიანი უნდა ცხოვრობდეს. ეს ხალხი ვერ ავითარებს და ჩვენ არ გვიშვებს რომ განვავითაროთ ეს ტერიტორია, რომელიც ნანგრევებშია.

აქ არ არის საუბარი მხოლოდ გალზე, ტყვარჩელზე, ოჩამჩირეზე, გულრიფშზე, კოდორზე რომლებიც თითქმის მთლიანად დაცარიელებულია, არამედ ასევე სოხუმზე, სადაც ქალაქის მნიშვნელოვანი ნაწილის ნგრევა დღესაც გრძელდება დეურბანიზაციის გამო.

იცით თუ არა, მაგალითად, რომ სოხუმში ქუჩები იყრება მილების გახეთქვის შედეგად და მილები სკდება იმიტომ, რომ მათი დიდი ნაწილი გამოუყენებელია მოსახლეობის ნაკლებობის და მოუვლელობის გამო.

ამის გარდა, აფხაზეთში არის დიდი ბაზა გუდაუთაში და მრავალი პატარა ბაზა, ხოლო ოჩამჩირეში მთავრდება დიდი საზღვაო ბაზის მშენებლობა, რომელიც არა მხოლოდ ჩვენ, არამედ მთელს შავი ზღვისპირეთს უქმნის საფრთხეს, მათ შორის პირველ რიგში უკრაინას.

აფხაზეთი მიმდინარე მწვავე ჭრილობაა, იმიტომ რომ გალში ქართული ენა აიკრძალა და რუსები გალს იყენებენ ქართველებისგან განსხვავებული მეგრული იდენტურობის ჩამოყალიბების ლაბორატორიად, რაც საშიშია სამეგრელოსთვის და მთელი საქართველოსთვის. ამას დავუმატოთ ის, რომ აფხაზები არიან უკიდურესად მტრულად განწყობილი ქართველების მიმართ, საკმარისია გადახედოთ აფხაზურ ფორუმებს, რომ დაინახოთ რომ ბოლო ათწლეულებში ეს მხოლოდ გაძლიერდა.

ყველა ის მცდელობა, რომ რაღაც სასწაულით ეს მოსისხლე მტრები შემოვირიგოთ, რაც ბოლო ათწლეულები გაკეთდა, მხოლოდ ამყარებს მათ მტრულ განწყობას, ასე რომ ის ლაპარაკი, რომ აი, განვვითარდები და მივიზიდავ, რაც წარსულში მეც არაერთხელ მიცდია, სინამდვილეში ფუჭი აღმოჩნდა.

ამიტომ დანარჩენი საქართველოს დაბრუნების შემდეგ, მთავარი რიგის ამოცანაა აფხაზეთზე კონტროლის აღდგენა და ეს არ გამოვა „გველს ხვრელიდან ამოიყვანს, ენა ტკბილად მოუბარი“ პრინციპით. არამედ მხოლოდ ეკონომიკურად, პოლიტიკურად, ძლიერი კბილებამდე შეიარაღებული საქართველო, საკუთარი და მეგობრების ძალებით შეძლებს ჩვენი ძირძველი მიწის, ჩვენი სახლების დაბრუნებას ენგურიდან ფსოუმდე.

მე პირადად ვაპირებ ბაბუაჩემ დომენტი ალასანიას სახლის დაბრუნებას ეშერაში და ჩვენი სახლის მიმტაცებლების იქიდან გაყრას და ასე უნდა იფიქროს ყველა ქართველმა.

საქართველო ვერასდროს გახდება სრულფასოვანი, მართლა წარმატებული ქვეყანა აფხაზეთის გარეშე და ამიტომ ახლა კაპიტულანტური განწყობები არის სრულიად დამღუპველი ჩვენი ეროვნული ორგანიზმისთვის“,- წერს მიხეილ სააკაშვილი.

წინა პოსტი

“ალბათ, უნდათ ღარიბაშვილი გაასაღონ, როგორც ახალი ოპოზიცია, ეს მათი თამაშებია” – სალომე ზურაბიშვილი

შემდეგი პოსტი

” სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია” -სუს-ი

შემდეგი პოსტი
სუს-მა დიდი ოდენობით თაღლითობისა და თაღლითობის მცდელობის ფაქტზე საქართველოს – ხუთი და თურქეთის ერთი მოქალაქე დააკავა

" სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია" -სუს-ი

ყველაზე ნახვდი

“არ ვიცი, რა პოლიტიკურ გეგმებზეა საუბარი, როდესაც ადამიანს აღიარებული აქვს კორუფციული დანაშაული” – ირაკლი კობახიძე

“არ ვიცი, რა პოლიტიკურ გეგმებზეა საუბარი, როდესაც ადამიანს აღიარებული აქვს კორუფციული დანაშაული” – ირაკლი კობახიძე

აგვისტო 18, 2026
“ეკონომიკურად ძლიერი, კბილებამდე შეიარაღებული საქართველო შეძლებს სახლების დაბრუნებას ენგურიდან ფსოუმდე”

“ეკონომიკურად ძლიერი, კბილებამდე შეიარაღებული საქართველო შეძლებს სახლების დაბრუნებას ენგურიდან ფსოუმდე”

აგვისტო 19, 2026
“საქართველოს ნამდვილი სწრაფი განვითარება და წინსვლა უკავშირდება ქალაქ ლაზიკას და ლაზიკის პორტის მშენებლობას” – მიხეილ სააკაშვილი

“ვაპირებ, აფხაზეთის დაბრუნებას საქართველოს კონტროლქვეშ” -მიხეილ სააკაშვილი

აგვისტო 18, 2026
“დღეიდან, ჩემი და ჩემი ოჯახის უსაფრთხოებაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება ბიძინა ივანიშვილს და მთელ ხელისუფლებას!”

“საზოგადოებას მინდა, ვუთხრა სიმართლე” – ირაკლი ღარიბაშვილი ღია წერილს აქვეყნებს

აგვისტო 18, 2026
“ირაკლი ღარიბაშვილი იყო ჩემი თანამებრძოლი და მეგობარი, მე მეგობრებზე უარს არ ვამბობ” – ირმა ინაშვილი

“ირაკლი ღარიბაშვილი იყო ჩემი თანამებრძოლი და მეგობარი, მე მეგობრებზე უარს არ ვამბობ” – ირმა ინაშვილი

აგვისტო 18, 2026
უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 18 აგვისტოდან

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 20 აგვისტოდან

აგვისტო 19, 2026
მეტის ჩატვირთვა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: info@firstnews.ge
ტელ: (+995) 571-48-48-29

ბოლო ამბები

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 18 აგვისტოდან

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 20 აგვისტოდან

აგვისტო 19, 2026
სუს-მა დიდი ოდენობით თაღლითობისა და თაღლითობის მცდელობის ფაქტზე საქართველოს – ხუთი და თურქეთის ერთი მოქალაქე დააკავა

” სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია” -სუს-ი

აგვისტო 19, 2026
  • არქივი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი

© 2026 ყველა უფლება დაცულია

  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • პოლიტიკა
    • კონფლიქტები
    • არჩევნები
    • სამხედრო თემა
  • ეკონომიკა
    • ბიზნესი
    • ტურიზმი
    • საინტერესო თემები
    • სილამაზე
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
  • საზოგადოება
    • კულტურა
    • რეგიონი
    • რელიგია
    • განათლება
    • ჯანდაცვა
    • სპორტი
  • სამართალი
  • სხვადასხვა
    • სოციალური მედია
    • ასტროლოგია
    • ფსიქოლოგია
    • შოუბიზნესი
    • ჯანმრთელობა
    • კულინარია
  • ვიდეო

© 2026 ყველა უფლება დაცულია