• არქივი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
Firstnews.ge
Advertisement
  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • პოლიტიკა
    • კონფლიქტები
    • არჩევნები
    • სამხედრო თემა
  • ეკონომიკა
    • ბიზნესი
    • ტურიზმი
    • საინტერესო თემები
    • სილამაზე
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
  • საზოგადოება
    • კულტურა
    • რეგიონი
    • რელიგია
    • განათლება
    • ჯანდაცვა
    • სპორტი
  • სამართალი
  • სხვადასხვა
    • სოციალური მედია
    • ასტროლოგია
    • ფსიქოლოგია
    • შოუბიზნესი
    • ჯანმრთელობა
    • კულინარია
  • ვიდეო
No Result
ყველს ნახვა
  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • პოლიტიკა
    • კონფლიქტები
    • არჩევნები
    • სამხედრო თემა
  • ეკონომიკა
    • ბიზნესი
    • ტურიზმი
    • საინტერესო თემები
    • სილამაზე
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
  • საზოგადოება
    • კულტურა
    • რეგიონი
    • რელიგია
    • განათლება
    • ჯანდაცვა
    • სპორტი
  • სამართალი
  • სხვადასხვა
    • სოციალური მედია
    • ასტროლოგია
    • ფსიქოლოგია
    • შოუბიზნესი
    • ჯანმრთელობა
    • კულინარია
  • ვიდეო
No Result
ყველს ნახვა
Firstnews.ge
No Result
ყველს ნახვა

რა რეაქცია აქვს აფხაზურ საზოგადოებას “ქართულ ბენზინზე”

ანი ადამია ავტორი ანი ადამია
აგვისტო 20, 2026
ში კატეგორიის გარეშე, კონფლიქტები
0
რა რეაქცია აქვს აფხაზურ საზოგადოებას “ქართულ ბენზინზე”
0
გაზიარება
9
ნახვა
გაზიარება Facebook

“საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიიდან აფხაზეთში გარკვეული ტვირთების შეტანა მუდმივად ხდება, თუმცა ეს აფხაზურ საზოგადოებაში ზოგჯერ იწვევდა პროტესტს და სკანდალს. ახლა კი აფხაზეთში საწვავის შეტანა სოხუმში ძირითადად უარყოფითად აღიქვეს. კავკასიის საკითხებში ექსპერტ მამუკა არეშიძის აზრით, ამ საკითხზე აჟიოტაჟი ხელოვნურადაა ატეხილი. “აფხაზური საზოგადოების დიდი ნაწილი უარყოფითად აფასებს ამ ფაქტს. აფხაზური მხრიდან დამოკიდებულება ასეთია – “ქართული პროდუქტი როგორ უნდა მივიღოთ?!” თუმცა, ეს ყველაფერი ფსევდო და ტყუილია. ვიღაც სოციალურ ქსელში პოსტს გამოაქვეყნებს და ცდილობს, საკუთარი “განსაკუთრებული აფხაზობა” დაამტკიცოს. სინამდვილეში კი, ვინც ამას წერს, იმ ადამიანების ნათესავებიდან არაერთი ჩამოსულა სამკურნალოდ და ქართული პირადობის მოწმობაც აქვთ აღებული…”, – ამბობს არეშიძე, რომლის თქმით, სოციალურ ქსელში საკუთარი თავის წარმოჩენის სურვილი ორივე მხარეს – ქართულსაც და აფხაზურსაც ხშირად უფრო ემოციურ დონეზე აქვს, ვიდრე გააზრებული პოზიციის დემონსტრირებისთვის”, – წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით რა რეაქცია აქვს აფხაზურ საზოგადოებას “ქართულ ბენზინზე”.

“ძალიან კარგად მახსოვს როგორ ხდებოდა ეს – შედიოდა მაგალითად, ყურძენი, რომლისგანაც მერე აფხაზურ ქარხნებში ღვინო კეთდებოდა… შარშანწინ უზარმაზარი სკანდალი იყო აფხაზეთში იმის გამო, რომ წლების განმავლობაში შედიოდა ლიმონათი “ნატახტარი”, რომელზეც საქართველოს მთლიანი რუკა იყო დაბეჭდილი. ამის გამო დიდი სკანდალი აგორდა. მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ სხვადასხვა ტიპის პროდუქცია აფხაზეთში სულ შედიოდა, მათ შორის, საწვავიც. მაგალითად, მახსოვს დიზელის საწვავის შეტანის ამბავი, ეს იყო 2000-იანების შუა პერიოდში – 2013-2014 წლებში.. ამას ხან კომერციული ფორმა ჰქონდა, ხან ჰუმანიტარული, მაგრამ პროცესი სულ მიმდინარეობდა. ლიმონათის შემთხვევა იყო პირველი, რასაც სკანდალის ფორმა ჰქონდა, რადგან მასზე საქართველოს რუკა იყო გამოსახული. კიდევ ერთი შემთხვევა მახსენდება 2000-იანების დასაწყისიდან, როდესაც ძალიან დიდი რაოდენობის უნიკალური ხის მასალა გამოდიოდა აფხაზეთიდან დანარჩენ საქართველოში და ფოთის პორტის მეშვეობით უცხოეთში გადიოდა”, – აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მამუკა არეშიძე.

“მხოლოდ ეს ორი სკანდალი მახსოვს. დანარჩენ შემთხვევაში ამისთვის ყურადღება არავის მიუქცევია. ამიტომ მგონია, რომ ბენზინის სკანდალი გარკვეულწილად ხელოვნურია. ჯერ ერთი, ციფრია გაზრდილი – ამხელა რაოდენობის ბენზინი საქართველოს დანარჩენი ტერიტორიიდან აფხაზეთში არ შესულა. თუმცა თავისთავად, კანონის დარღვევის ელემენტები ამაში არის. ეს არ არის მხოლოდ შიდა კანონმდებლობის დარღვევა, არამედ საერთაშორისო ნორმებისაც, რადგან, მაგალითად, ევროკავშირსა და დასავლეთში მიღებულია გადაწყვეტილება, რომ სეპარატისტულ რეგიონებში -აფხაზეთში, სამხრეთ ოსეთსა თუ სხვაგან პროდუქციის შეტანა არ შეიძლება”, – განაგრძობს რესპონდენტი და შეკითხვაზე – “გამოიწვია თუ არა ამ ფაქტმა აზრთა სხვადასხვაობა ან პროტესტი ადგილობრივ პოლიტიკურ წრეებში და დე ფაქტო ხელისუფლებას შორის?” – პასუხობს:

“ისინი ძალიან დელიკატურად, ეშმაკურად დაეთანხმნენ იმას, რომ ეს ფაქტი არსებობდა და ამ პროცესში თვითონაც იყვნენ ჩართული. ბადრა გუმბას ადმინისტრაციამ ისეთი ორაზროვანი განცხადება გააკეთა, საბოლოო ჯამში ვერც გაიგებდი, ვისი ნებართვით გაკეთდა ეს ყველაფერი, მაგრამ იგრძნობოდა, რომ საქმის კურსში იყვნენ. ამ მხრივ პროტესტს ადგილი არ ჰქონია… აფხაზეთთან ურთიერთობაში ისეთი სისტემა უნდა შეიქმნას, სადაც შევძლებთ არა მხოლოდ ერთი ჯანდაცვის პროგრამის ამუშავებას, არამედ ეკონომიკური და განათლების თანამშრომლობის პროგრამების ამოქმედებასაც. ამას, საერთო ჯამში, “რბილი ძალის” პოლიტიკა ჰქვია და ეს აუცილებლად გასაკეთებელია”…

“ვინც ბენზინის შეტანაზე ლაპარაკობს, იმას ავიწყდება, რომ აფხაზებს მიაქვთ ენგურჰესის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის 40%. დავარქვათ ამას, გინდა ჰუმანიტარული აქცია, გინდა სხვა რამ, მაგრამ ფაქტი ხომ ეს არის? ჩვენ ხომ ვეხმარებით აფხაზებს გარკვეული ფორმით? გარდა ამისა, არ უნდა დაგვავიწყდეს გალის მოსახლეობის ფაქტორი. ოპონენტი აუცილებლად მეტყვის, რომ გალის მოსახლეობას ვერ ვპატრონობთ და მართალიც იქნება, რადგან იქ აქტიურად მიდის დექართველიზაციის პროცესი და ქართული ენის შეზღუდვა. ვინც ამის გამო აკრიტიკებს საქართველოს ხელისუფლებას, მართალია. მაგრამ, მეორე მხრივ, ამ მოსახლეობისთვის რაღაც ხომ მაინც უნდა გაკეთდეს? მე რომ საშუალება მქონდეს, ისეთ სიტუაციას შევქმნიდი, სადაც განსაკუთრებული ყურადღება მიექცეოდა გალის რაინში ქართველი მოსახლეობის მდგომარეობას. ისე გავაკეთებდი, რომ გალის რაიონის მოსახლეობა ნორმალურ პირობებში ყოფილიყო”, – დასძენს არეშიძე.

წინა პოსტი

ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან მორიგ წერილს ავრცელებს

შემდეგი პოსტი

“ჩვენი რუსული დე ფაქტო მმართველობა ირანს ეხმარება ეკონომიკურად” – ელენე ხოშტარია

შემდეგი პოსტი
“ჩვენი რუსული დე ფაქტო მმართველობა ირანს ეხმარება ეკონომიკურად” – ელენე ხოშტარია

"ჩვენი რუსული დე ფაქტო მმართველობა ირანს ეხმარება ეკონომიკურად" - ელენე ხოშტარია

ყველაზე ნახვდი

“არ ვიცი, რა პოლიტიკურ გეგმებზეა საუბარი, როდესაც ადამიანს აღიარებული აქვს კორუფციული დანაშაული” – ირაკლი კობახიძე

“არ ვიცი, რა პოლიტიკურ გეგმებზეა საუბარი, როდესაც ადამიანს აღიარებული აქვს კორუფციული დანაშაული” – ირაკლი კობახიძე

აგვისტო 18, 2026
“ეკონომიკურად ძლიერი, კბილებამდე შეიარაღებული საქართველო შეძლებს სახლების დაბრუნებას ენგურიდან ფსოუმდე”

“ეკონომიკურად ძლიერი, კბილებამდე შეიარაღებული საქართველო შეძლებს სახლების დაბრუნებას ენგურიდან ფსოუმდე”

აგვისტო 19, 2026
“საქართველოს ნამდვილი სწრაფი განვითარება და წინსვლა უკავშირდება ქალაქ ლაზიკას და ლაზიკის პორტის მშენებლობას” – მიხეილ სააკაშვილი

“ვაპირებ, აფხაზეთის დაბრუნებას საქართველოს კონტროლქვეშ” -მიხეილ სააკაშვილი

აგვისტო 18, 2026
“დღეიდან, ჩემი და ჩემი ოჯახის უსაფრთხოებაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება ბიძინა ივანიშვილს და მთელ ხელისუფლებას!”

“საზოგადოებას მინდა, ვუთხრა სიმართლე” – ირაკლი ღარიბაშვილი ღია წერილს აქვეყნებს

აგვისტო 18, 2026
“ირაკლი ღარიბაშვილი იყო ჩემი თანამებრძოლი და მეგობარი, მე მეგობრებზე უარს არ ვამბობ” – ირმა ინაშვილი

“ირაკლი ღარიბაშვილი იყო ჩემი თანამებრძოლი და მეგობარი, მე მეგობრებზე უარს არ ვამბობ” – ირმა ინაშვილი

აგვისტო 18, 2026
“ფერისცვალება უნდა დავიწყოთ მოყვასთან ურთიერთობის გამოსწორებით, უნდა ვეცადოთ გავხდეთ უფრო მომთმენნი” – შიო III

“ფერისცვალება უნდა დავიწყოთ მოყვასთან ურთიერთობის გამოსწორებით, უნდა ვეცადოთ გავხდეთ უფრო მომთმენნი” – შიო III

აგვისტო 19, 2026
მეტის ჩატვირთვა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: info@firstnews.ge
ტელ: (+995) 571-48-48-29

ბოლო ამბები

“გურამ დადიანიძის „ფეისბუქის“ გვერდზე პოსტის გამოქვეყნების შესახებ ინფორმაციას წინასწარ ფლობდნენ, როგორც გურამ დადიანიძის დედა, ასევე, ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე”

“გურამ დადიანიძის „ფეისბუქის“ გვერდზე პოსტის გამოქვეყნების შესახებ ინფორმაციას წინასწარ ფლობდნენ, როგორც გურამ დადიანიძის დედა, ასევე, ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე”

აგვისტო 20, 2026
“ჩვენი რუსული დე ფაქტო მმართველობა ირანს ეხმარება ეკონომიკურად” – ელენე ხოშტარია

“ჩვენი რუსული დე ფაქტო მმართველობა ირანს ეხმარება ეკონომიკურად” – ელენე ხოშტარია

აგვისტო 20, 2026
  • არქივი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი

© 2026 ყველა უფლება დაცულია

  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • პოლიტიკა
    • კონფლიქტები
    • არჩევნები
    • სამხედრო თემა
  • ეკონომიკა
    • ბიზნესი
    • ტურიზმი
    • საინტერესო თემები
    • სილამაზე
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
  • საზოგადოება
    • კულტურა
    • რეგიონი
    • რელიგია
    • განათლება
    • ჯანდაცვა
    • სპორტი
  • სამართალი
  • სხვადასხვა
    • სოციალური მედია
    • ასტროლოგია
    • ფსიქოლოგია
    • შოუბიზნესი
    • ჯანმრთელობა
    • კულინარია
  • ვიდეო

© 2026 ყველა უფლება დაცულია