• არქივი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
Firstnews.ge
Advertisement
  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • პოლიტიკა
    • კონფლიქტები
    • არჩევნები
    • სამხედრო თემა
  • ეკონომიკა
    • ბიზნესი
    • ტურიზმი
    • საინტერესო თემები
    • სილამაზე
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
  • საზოგადოება
    • კულტურა
    • რეგიონი
    • რელიგია
    • განათლება
    • ჯანდაცვა
    • სპორტი
  • სამართალი
  • სხვადასხვა
    • სოციალური მედია
    • ასტროლოგია
    • ფსიქოლოგია
    • შოუბიზნესი
    • ჯანმრთელობა
    • კულინარია
  • ვიდეო
No Result
ყველს ნახვა
  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • პოლიტიკა
    • კონფლიქტები
    • არჩევნები
    • სამხედრო თემა
  • ეკონომიკა
    • ბიზნესი
    • ტურიზმი
    • საინტერესო თემები
    • სილამაზე
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
  • საზოგადოება
    • კულტურა
    • რეგიონი
    • რელიგია
    • განათლება
    • ჯანდაცვა
    • სპორტი
  • სამართალი
  • სხვადასხვა
    • სოციალური მედია
    • ასტროლოგია
    • ფსიქოლოგია
    • შოუბიზნესი
    • ჯანმრთელობა
    • კულინარია
  • ვიდეო
No Result
ყველს ნახვა
Firstnews.ge
No Result
ყველს ნახვა

,,რადიკალებისთვის პრობლემა ის კი არ არის, რომ 2018 წლის პროგრამაში რამე გაუგებარია”- გია აბაშიძე

ivlita ავტორი ivlita
აგვისტო 25, 2026
ში ახალი ამბები, სოციალური მედია
0
,,რადიკალებისთვის პრობლემა ის კი არ არის, რომ 2018 წლის პროგრამაში რამე გაუგებარია”- გია აბაშიძე
0
გაზიარება
9
ნახვა
გაზიარება Facebook

,,რადიკალების მორიგი მცდელობა, ბიძინა ივანიშვილის 2018 წლის ქველმოქმედების ერთი მნიშვნელოვანი ეპიზოდიც „ფარსად“ და „ტყუილად“ გამოაცხადონ, არა მხოლოდ უსუსური, არამედ სასოწარკვეთილი პოლიტიკური სიყალბეა. და სწორედ ამიტომ გახდა საჭირო „ფონდ ქართუს“ ასეთი დეტალური განმარტება- იმიტომ, რომ ნაცუბირები შეგნებულად ურევენ ერთმანეთში ფაქტს, ჭორსა და საკუთარ პოლიტიკურ სურვილს.”- ამის შესახებ ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში წერს.

აბაშიძე ფონდი „ქართუს” განცხადებას იშველიებს და აცხადებს, რომ “ეს არის ნამდვილი ფარსი – არა 2018 წლის სოციალური სოლიდარობის პროგრამა, არამედ იმ ადამიანების დღევანდელი პოლიტიკური მდგომარეობა, რომლებიც უკვე იმდენად დაცარიელდნენ შინაარსისგან, რომ ასობით ათასი მოქალაქისთვის მილიარდობით ლარის ვალის პატიებაშიც კი პოლიტიკური დანაშაულის ძებნა უწევთ.”

“ფაქტი კი ასეთია: „სოციალური სოლიდარობის აქტის“ ფარგლებში „ფონდმა ქართუმ“ 4 მილიარდ 104 მილიონ 429 ათას 484 ლარის პრობლემური ვალდებულებები გამოისყიდა და 615 164 მოქალაქეს 1 387 296 სესხი აპატია. პროგრამა შეეხო საქართველოში მოქმედ 55 ბანკსა და სხვა სამართლებრივი ფორმის ფინანსურ ინსტიტუტს. ეს თანხა ჰაერიდან მოფრენილი ციფრი კი არ არის – კონკრეტული ვალდებულებები იყო, კონკრეტული ადამიანებისა და კონკრეტული ფინანსური ინსტიტუტების წინაშე.

უფრო მეტიც, ეს არ ყოფილა არც ქაოსური და არც შემთხვევითი პროცესი: წინასწარ იყო განსაზღვრული მკაფიო კრიტერიუმები – სესხის ძირი არ უნდა აღემატებოდა 2 000 ლარს, ხოლო მოვალეს ბოლო ერთი წლის განმავლობაში სესხის პროცენტი არ უნდა ჰქონოდა გადახდილი. პროგრამაში შევიდა ყველა ის ვალდებულება, რომელიც ამ პირობებს აკმაყოფილებდა და მხოლოდ იმ ფინანსური ინსტიტუტებიდან, რომლებიც პროგრამაში მონაწილეობას დათანხმდნენ.

ახლა კი რადიკალური ოპოზიციის „დიდი აღმოჩენა“ რა არის? რომ ამ ყველაფერს თურმე ფარსი უნდა ვუწოდოთ.

სინამდვილეში, ყველაზე მარტივი კითხვა მათთვის ყველაზე უხერხულია: თუ ეს ვალდებულებები არავის ეპატია, მაშინ ვის აქვს დღეს მათზე მოთხოვნის უფლება? პასუხი თავად „ფონდმა ქართუმ“ გასცა – არავის. სესხები გამოისყიდა მხოლოდ მათი პატიების მიზნით და ფონდის მხრიდან მათზე რაიმე მოთხოვნა გამორიცხულია.

და თუ ვინმეს დღეს ძველი სესხის დაფარვას სთხოვენ, აქაც პასუხი პირდაპირ არსებობს: ან საკრედიტო დაწესებულება შეცდომას უშვებს, ან კონკრეტული ვალდებულება საერთოდ არ აკმაყოფილებდა პროგრამის კრიტერიუმებს და 2018 წლის პროგრამაში არ მოხვედრილა. ამის გადამოწმება კი ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია „კრედიტინფოში“, ხოლო კონკრეტულ სესხზე ინფორმაციას „ფონდ ქართუც“ წერილობითი მიმართვის საფუძველზე გასცემს.

ანუ სად არის აქ ის მითიური „ფარსი“, რომელსაც რადიკალები ასეთი მონდომებით ეძებენ? 55 ფინანსური ინსტიტუტი, 1.38 მილიონი სესხი, 615 ათასზე მეტი მოქალაქე და 4.1 მილიარდ ლარზე მეტი ვალდებულება, რომელიც სწორედ პატიების მიზნით გამოისყიდეს. ამ ყველაფრის უარყოფას უკვე არგუმენტი კი არა, მხოლოდ პოლიტიკური ბოღმა სჭირდება.

მათთვის პრობლემა ის კი არ არის, რომ 2018 წლის პროგრამაში რამე გაუგებარია. პრობლემა ის არის, რომ ამ მასშტაბის ქველმოქმედებას ვერ აუქმებენ. ვერ გააქრობენ 615 ათას მოქალაქეს, ვერ გააქრობენ 1.38 მილიონ სესხს, ვერ გააქრობენ 4.1 მილიარდ ლარს და ვერც იმ ფაქტს, რომ პროგრამამ ადამიანების მდგომარეობა შეამსუბუქა და პრობლემური ვალდებულებების ჩამოწერამ ქვეყნის ფინანსურ გარემოსაც მოუტანა შედეგი.

ამიტომაც დარჩათ ერთადერთი იარაღი –  შექმნან სკანდალი იქ, სადაც სკანდალი არ არსებობს; ეჭვი შეიტანონ იქ, სადაც გადამოწმებადი ფაქტებია; და ქველმოქმედებას შეუცვალონ სახელი მხოლოდ იმიტომ, რომ მისი ავტორი მათთვის მიუღებელია.

აი, ეს არის ნამდვილი ფარსი – არა 2018 წლის სოციალური სოლიდარობის პროგრამა, არამედ იმ ადამიანების დღევანდელი პოლიტიკური მდგომარეობა, რომლებიც უკვე იმდენად დაცარიელდნენ შინაარსისგან, რომ ასობით ათასი მოქალაქისთვის მილიარდობით ლარის ვალის პატიებაშიც კი პოლიტიკური დანაშაულის ძებნა უწევთ.

ზნეობრივ-პოლიტიკური კრახის მქონე ადამიანებმა სხვის ქველმოქმედებას რომ „ფარსი“ უწოდონ, ამას მხოლოდ ერთი პასუხი აქვს: ფარსი ის არის, რასაც წლებია თავად დგამენ. და ამ წარმოდგენას საზოგადოებამ დიდი ხანია დაარქვა თავისი სახელი.”- წერს აბაშიძე.

წინა პოსტი

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 26 აგვისტოდან

შემდეგი პოსტი

“აღარ ვაპირებ პოლიტიკურ მასკარადში და არც სასამართლო პროცესში მონაწილეობას, მოსახდენი უკვე მოხდა”

შემდეგი პოსტი
“დღეიდან, ჩემი და ჩემი ოჯახის უსაფრთხოებაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება ბიძინა ივანიშვილს და მთელ ხელისუფლებას!”

"აღარ ვაპირებ პოლიტიკურ მასკარადში და არც სასამართლო პროცესში მონაწილეობას, მოსახდენი უკვე მოხდა"

ყველაზე ნახვდი

“მგონია, რომ  შეცდომაში შეყვანის მცდელობაა” – ირაკლი ზარქუა ირაკლი ღარიბაშვილზე

“მგონია, რომ შეცდომაში შეყვანის მცდელობაა” – ირაკლი ზარქუა ირაკლი ღარიბაშვილზე

აგვისტო 21, 2026
“ეკონომიკურად ძლიერი, კბილებამდე შეიარაღებული საქართველო შეძლებს სახლების დაბრუნებას ენგურიდან ფსოუმდე”

“ეკონომიკურად ძლიერი, კბილებამდე შეიარაღებული საქართველო შეძლებს სახლების დაბრუნებას ენგურიდან ფსოუმდე”

აგვისტო 19, 2026
“არ ვიცი, რა პოლიტიკურ გეგმებზეა საუბარი, როდესაც ადამიანს აღიარებული აქვს კორუფციული დანაშაული” – ირაკლი კობახიძე

“არ ვიცი, რა პოლიტიკურ გეგმებზეა საუბარი, როდესაც ადამიანს აღიარებული აქვს კორუფციული დანაშაული” – ირაკლი კობახიძე

აგვისტო 18, 2026
“ვაგრძელებთ ომის შედეგების იქ დაბრუნებას, საიდანაც დაიწყო” – ზელენსკი

“ვაგრძელებთ ომის შედეგების იქ დაბრუნებას, საიდანაც დაიწყო” – ზელენსკი

აგვისტო 21, 2026
“აინტერესებდათ, რაიმე ახალი გარემოებები ვიცოდით თუ არა, რომ ისინიც კარგად ჩაეფარცხათ” – ბაჩალიაშვილის დედა

“აინტერესებდათ, რაიმე ახალი გარემოებები ვიცოდით თუ არა, რომ ისინიც კარგად ჩაეფარცხათ” – ბაჩალიაშვილის დედა

აგვისტო 21, 2026
რა რეაქცია აქვს აფხაზურ საზოგადოებას “ქართულ ბენზინზე”

რა რეაქცია აქვს აფხაზურ საზოგადოებას “ქართულ ბენზინზე”

აგვისტო 20, 2026
მეტის ჩატვირთვა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: info@firstnews.ge
ტელ: (+995) 571-48-48-29

ბოლო ამბები

“რატომ დაარღვია დუმილი ირაკლი ღარიბაშვილმა და რა ხდება “ოცნებაში”?! – ვახტანგ ძაბირაძე

“რატომ დაარღვია დუმილი ირაკლი ღარიბაშვილმა და რა ხდება “ოცნებაში”?! – ვახტანგ ძაბირაძე

აგვისტო 25, 2026
“ეკონომიკურად ძლიერი, კბილებამდე შეიარაღებული საქართველო შეძლებს სახლების დაბრუნებას ენგურიდან ფსოუმდე”

“არ დავეშვათ ზოგიერთი ოპოზიციონერის დონეზე, ნაკლები ემოციით ვუპასუხოთ, გვჭირდება კოორდინირება”

აგვისტო 25, 2026
  • არქივი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი

© 2026 ყველა უფლება დაცულია

  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • პოლიტიკა
    • კონფლიქტები
    • არჩევნები
    • სამხედრო თემა
  • ეკონომიკა
    • ბიზნესი
    • ტურიზმი
    • საინტერესო თემები
    • სილამაზე
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
  • საზოგადოება
    • კულტურა
    • რეგიონი
    • რელიგია
    • განათლება
    • ჯანდაცვა
    • სპორტი
  • სამართალი
  • სხვადასხვა
    • სოციალური მედია
    • ასტროლოგია
    • ფსიქოლოგია
    • შოუბიზნესი
    • ჯანმრთელობა
    • კულინარია
  • ვიდეო

© 2026 ყველა უფლება დაცულია