• არქივი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
Firstnews.ge
Advertisement
  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • პოლიტიკა
    • კონფლიქტები
    • არჩევნები
    • სამხედრო თემა
  • ეკონომიკა
    • ბიზნესი
    • ტურიზმი
    • საინტერესო თემები
    • სილამაზე
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
  • საზოგადოება
    • კულტურა
    • რეგიონი
    • რელიგია
    • განათლება
    • ჯანდაცვა
    • სპორტი
  • სამართალი
  • სხვადასხვა
    • სოციალური მედია
    • ასტროლოგია
    • ფსიქოლოგია
    • შოუბიზნესი
    • ჯანმრთელობა
    • კულინარია
  • ვიდეო
No Result
ყველს ნახვა
  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • პოლიტიკა
    • კონფლიქტები
    • არჩევნები
    • სამხედრო თემა
  • ეკონომიკა
    • ბიზნესი
    • ტურიზმი
    • საინტერესო თემები
    • სილამაზე
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
  • საზოგადოება
    • კულტურა
    • რეგიონი
    • რელიგია
    • განათლება
    • ჯანდაცვა
    • სპორტი
  • სამართალი
  • სხვადასხვა
    • სოციალური მედია
    • ასტროლოგია
    • ფსიქოლოგია
    • შოუბიზნესი
    • ჯანმრთელობა
    • კულინარია
  • ვიდეო
No Result
ყველს ნახვა
Firstnews.ge
No Result
ყველს ნახვა

“რატომ დაარღვია დუმილი ირაკლი ღარიბაშვილმა და რა ხდება “ოცნებაში”?! – ვახტანგ ძაბირაძე

ანი ადამია ავტორი ანი ადამია
აგვისტო 25, 2026
ში ახალი ამბები, პოლიტიკა, სლაიდერი
0
“რატომ დაარღვია დუმილი ირაკლი ღარიბაშვილმა და რა ხდება “ოცნებაში”?! – ვახტანგ ძაბირაძე
0
გაზიარება
16
ნახვა
გაზიარება Facebook

“ღარიბაშვილის გააქტიურების ეს გადაწყვეტილება ძალიან მარტივი და პრაგმატული მგონია. ჩემი აზრით, “ოცნებაში” განსაკუთრებული არაფერი ხდება. უბრალოდ, მას შემდეგ, რაც მდინარაძე უშიშროების სამსახურიდან გაათავისუფლეს და ჯერ კიდევ შეუქმნელ საკოორდინაციო სამინისტროსაც ჩამოაშორეს, რომელსაც ძალოვან უწყებებს შორის კოორდინაცია უნდა მოეხდინა, და რეგიონული განვითარების ახალ სამინისტროში გადაიყვანეს, ღარიბაშვილმა და მისმა გუნდმა ჩათვალეს, რომ ივანიშვილი კობახიძისა და მდინარაძის მოშორებას ცდილობს. ნაწილობრივ შემიძლია ვთქვა, რომ ივანიშვილს არ უნდოდა ძალოვანი სტრუქტურები კობახიძის გუნდს გაეკონტროლებინა, თუმცა არა მგონია, უფრო შორს წავიდეს… სწორედ აქ დაუშვა ღარიბაშვილმა შეცდომა პროგნოზირებაში და ამ წერილების გამოქვეყნებით აქტიური ქმედებები დაიწყო”, – აცხადებს ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე გაზეთ“კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “რატომ დაარღვია დუმილი ირაკლი ღარიბაშვილმა და რა ხდება “ოცნებაში”?!

“სამივე წერილის მიხედვით, კობახიძემ და მდინარაძემ მას მოსთხოვეს კორუფციული გარიგებები საკუთარ თავზე აეღო. მან თავიდანვე ვერ უღალატა მისთვის ძვირფას ადამიანს, ამიტომაც აღიარა ის, რაც აღიარა. ამით, ერთი მხრივ, ივანიშვილს ერთგულებას უმტკიცებს, მეორე მხრივ, ცდილობს მის მხარეს დადგეს ამ თამაშში, რომელიც არა მგონია, ივანიშვილს რამეში სჭირდებოდეს და ხელი წააშველოს კობახიძე-მდინარაძის ჩამოშორებაში. ამ ყველაფრით ის ელოდება, რომ ივანიშვილს გული მოულბება და მას შეიწყალებენ, ან დროზე ადრე გაათავისუფლებენ. რაც შეეხება მის პოლიტიკურ ბრძოლას, სხვათა შორის, “ოცნებაში”, ივანიშვილის გარდა, რეალური პოლიტიკური მხარდაჭერა არავის ჰქონია და არც აქვს. მათაც კი, ვინც პარტია დატოვა, სერიოზული წარმატების იმედი არ უნდა ჰქონდეთ. მაგალითად, ვნახეთ გახარიას შედეგები არჩევნებში. შესაბამისად, ღარიბაშვილის პოლიტიკური ამბიციები, თუკი ასეთი აქვს, საშიშროებას არავისთვის წარმოადგენს. მით უმეტეს, ივანიშვილს ის პოლიტიკურ ხიფათს ვერანაირად ვერ შეუქმნის. ჩემი შეფასებით, ეს არის ამ “ეპისტოლარული ჟანრის” ძირითადი თეზა. დანარჩენს ვნახავთ, როგორ განვითარდება”, – აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.

“კარის გადატრიალება თეორიულად შესაძლებელია, მაგრამ ძალიან რთული იქნება, რადგან ძალოვან სტრუქტურებს სწორედ ივანიშვილი აკონტროლებს. თუკი მას კობახიძისა და მდინარაძის მოშორება უნდა, ამაშიც არ სჭირდება ვინმეს დახმარება. ივანიშვილი აბსოლუტურად აკონტროლებს უმრავლესობას, რაც საკმარისია მისთვის ნებისმიერი გადაწყვეტილების გასატანად. მეორეც, არა მგონია, ივანიშვილის დღევანდელ პოლიტიკას კობახიძეზე უკეთესი შემსრულებელი გამოუჩნდეს. ამიტომ, ამ ეტაპზე საფრთხე არც კობახიძეს ემუქრება და არც ივანიშვილს. მოკლედ რომ ვთქვათ, ღარიბაშვილის ეს მცდელობა წმინდა წყლის ნაყვაა. მან ჩათვალა, რომ ივანიშვილი კობახიძესა და მდინარაძეს იშორებდა და შეეძლო ამ პოლიტიკურ მატარებელს თავადაც გამობმოდა. სვლა გააკეთა იქითკენ, რომ ივანიშვილს დაუჭირა მხარი და ყველაფერში დამნაშავედ მდინარაძე გამოიყვანა – თითქოს ის აბეზღებდა, ან ითხოვდა მისგან, ივანიშვილი რაღაცაში ემხილა. არა მგონია, ამან ღარიბაშვილს რაიმე მოუტანოს”, – დასძენს ანალიტიკოსი და შეკითხვაზე – “უახლოეს პერიოდში “ოცნებაში” რამე ცვლილებებს ელოდებით?” – პასუხობს:

“არა, თუ პოლიტიკა ასე გაგრძელდა, უახლოეს პერიოდში არაფერს ველოდები. თუ “ქართულმა ოცნებამ” პოლიტიკის შეცვლა გადაწყვიტა, ან ამის საჭიროება დაინახა, მაშინ შესაძლებელია საკადრო ცვლილებები მოხდეს, რადგან ახლა კობახიძე, დავუშვათ, ვერ იქნება პროევროპული პრემიერი, მიუხედავად იმისა, რომ საფრანგეთში რაღაც კოსმოსურ კონფერენციაზე მიიწვიეს. თუ პოლიტიკური ფასეულობები რეალურად შეიცვლება, მაშინ კობახიძეც შეიცვლება, მაგრამ დღეს მე ამას ვერ ვხედავ. ეს ცვლილება უფრო იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ რა მოხდება უკრაინაში, ვიდრე იმაზე, თუ რა მოხდება “ქართულ ოცნებაში”. სწორედ ეს არის მნიშვნელოვანი, მით უმეტეს მაშინ, როდესაც დღეს ოპოზიციაზე ლაპარაკიც აღარ ღირს”.

წინა პოსტი

“არ დავეშვათ ზოგიერთი ოპოზიციონერის დონეზე, ნაკლები ემოციით ვუპასუხოთ, გვჭირდება კოორდინირება”

ყველაზე ნახვდი

“მგონია, რომ  შეცდომაში შეყვანის მცდელობაა” – ირაკლი ზარქუა ირაკლი ღარიბაშვილზე

“მგონია, რომ შეცდომაში შეყვანის მცდელობაა” – ირაკლი ზარქუა ირაკლი ღარიბაშვილზე

აგვისტო 21, 2026
“ეკონომიკურად ძლიერი, კბილებამდე შეიარაღებული საქართველო შეძლებს სახლების დაბრუნებას ენგურიდან ფსოუმდე”

“ეკონომიკურად ძლიერი, კბილებამდე შეიარაღებული საქართველო შეძლებს სახლების დაბრუნებას ენგურიდან ფსოუმდე”

აგვისტო 19, 2026
“არ ვიცი, რა პოლიტიკურ გეგმებზეა საუბარი, როდესაც ადამიანს აღიარებული აქვს კორუფციული დანაშაული” – ირაკლი კობახიძე

“არ ვიცი, რა პოლიტიკურ გეგმებზეა საუბარი, როდესაც ადამიანს აღიარებული აქვს კორუფციული დანაშაული” – ირაკლი კობახიძე

აგვისტო 18, 2026
“ვაგრძელებთ ომის შედეგების იქ დაბრუნებას, საიდანაც დაიწყო” – ზელენსკი

“ვაგრძელებთ ომის შედეგების იქ დაბრუნებას, საიდანაც დაიწყო” – ზელენსკი

აგვისტო 21, 2026
“აინტერესებდათ, რაიმე ახალი გარემოებები ვიცოდით თუ არა, რომ ისინიც კარგად ჩაეფარცხათ” – ბაჩალიაშვილის დედა

“აინტერესებდათ, რაიმე ახალი გარემოებები ვიცოდით თუ არა, რომ ისინიც კარგად ჩაეფარცხათ” – ბაჩალიაშვილის დედა

აგვისტო 21, 2026
რა რეაქცია აქვს აფხაზურ საზოგადოებას “ქართულ ბენზინზე”

რა რეაქცია აქვს აფხაზურ საზოგადოებას “ქართულ ბენზინზე”

აგვისტო 20, 2026
მეტის ჩატვირთვა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: info@firstnews.ge
ტელ: (+995) 571-48-48-29

ბოლო ამბები

“რატომ დაარღვია დუმილი ირაკლი ღარიბაშვილმა და რა ხდება “ოცნებაში”?! – ვახტანგ ძაბირაძე

“რატომ დაარღვია დუმილი ირაკლი ღარიბაშვილმა და რა ხდება “ოცნებაში”?! – ვახტანგ ძაბირაძე

აგვისტო 25, 2026
“ეკონომიკურად ძლიერი, კბილებამდე შეიარაღებული საქართველო შეძლებს სახლების დაბრუნებას ენგურიდან ფსოუმდე”

“არ დავეშვათ ზოგიერთი ოპოზიციონერის დონეზე, ნაკლები ემოციით ვუპასუხოთ, გვჭირდება კოორდინირება”

აგვისტო 25, 2026
  • არქივი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი

© 2026 ყველა უფლება დაცულია

  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • პოლიტიკა
    • კონფლიქტები
    • არჩევნები
    • სამხედრო თემა
  • ეკონომიკა
    • ბიზნესი
    • ტურიზმი
    • საინტერესო თემები
    • სილამაზე
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
  • საზოგადოება
    • კულტურა
    • რეგიონი
    • რელიგია
    • განათლება
    • ჯანდაცვა
    • სპორტი
  • სამართალი
  • სხვადასხვა
    • სოციალური მედია
    • ასტროლოგია
    • ფსიქოლოგია
    • შოუბიზნესი
    • ჯანმრთელობა
    • კულინარია
  • ვიდეო

© 2026 ყველა უფლება დაცულია