თერჯოლაში, მე-12 კლასის მოსწავლე გარდაიცვალა.
არსებული ინფორმაციით, ის ახლობელთან ერთად, მწყერზე სანადიროდ იყო წასული და ერთ-ერთი ახლობლის მიერ გასროლილი საფანტი მოხვდა.
დაშავებული მოსწავლე მომხდარიდან 3 კვირის შემდეგ გარდაიცვალა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით არის დაწყებული, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს.








