• არქივი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
Firstnews.ge
Advertisement
  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • პოლიტიკა
    • კონფლიქტები
    • არჩევნები
    • სამხედრო თემა
  • ეკონომიკა
    • ბიზნესი
    • ტურიზმი
    • საინტერესო თემები
    • სილამაზე
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
  • საზოგადოება
    • კულტურა
    • რეგიონი
    • რელიგია
    • განათლება
    • ჯანდაცვა
    • სპორტი
  • სამართალი
  • სხვადასხვა
    • სოციალური მედია
    • ასტროლოგია
    • ფსიქოლოგია
    • შოუბიზნესი
    • ჯანმრთელობა
    • კულინარია
  • ვიდეო
No Result
ყველს ნახვა
  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • პოლიტიკა
    • კონფლიქტები
    • არჩევნები
    • სამხედრო თემა
  • ეკონომიკა
    • ბიზნესი
    • ტურიზმი
    • საინტერესო თემები
    • სილამაზე
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
  • საზოგადოება
    • კულტურა
    • რეგიონი
    • რელიგია
    • განათლება
    • ჯანდაცვა
    • სპორტი
  • სამართალი
  • სხვადასხვა
    • სოციალური მედია
    • ასტროლოგია
    • ფსიქოლოგია
    • შოუბიზნესი
    • ჯანმრთელობა
    • კულინარია
  • ვიდეო
No Result
ყველს ნახვა
Firstnews.ge
No Result
ყველს ნახვა

“ზეწოლა იყო, რომ სააკაშვილი კვდებოდა, მაგრამ ვნახეთ, რომ არათუ რამე დაემართა, შვილიც ეყოლა” – შალვა პაპუაშვილი

ანი ადამია ავტორი ანი ადამია
სექტემბერი 26, 2026
ში ახალი ამბები, პოლიტიკა, სლაიდერი
0
” მზად ვართ, ახალი ფურცლიდან დაიწყოს ის ურთიერთობები, რომელიც დაანგრია ბაიდენის ადმინისტრაციამ” – შალვა პაპუაშვილი
0
გაზიარება
11
ნახვა
გაზიარება Facebook

პირდაპირი ზეწოლა იყო, რომ სააკაშვილი კვდებოდა, რამდენიმე დღეში მოკვდებოდა, თუ არ გადავცემდით ევროკავშირის წარმომადგენლებს. ვნახეთ, არათუ რამე დაემართა, ამის შემდეგ შვილი ეყოლა და ძალიან ჯანსაღადაც გამოიყურება სასამართლო პროცესებს ვინც ადევნებს თვალ-ყურს – კამპანიის ნაწილი, რომ დაიხსნან დიქტატორი, საკუთარი აგენტი ციხიდან, ეს დავალება აქვს ახლა მიცემული ეკა გიგაურს, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ განცხადებას, რომელიც მიხეილ სააკაშვილი „პოლიტიკურ პატიმართა სიაში შეყვანას“ ეხება.

შალვა პაპუაშვილი მიიჩნევს, რომ სააკაშვილის ამ სიაში შეყვანა მის ციხიდან დახსნას ემსახურება. პაპუაშვილი ამბობს, რომ მომძებნიან იმას, ვინც აფინანსებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველოს“ და მოძებნიან, „საქართველოს წინააღმდეგ მტრული კამპანიის სულის ჩამდგმელს“.

„ამ სიას ვინც ადგენს, ეგა გიგაური, არის მე-17 ხარისხის ამ ისტორიაში, მნიშვნელოვანი არის, ვინ აფინანსებს, ეს უნდა გაირკვეს, ვინ არის დამფინანსებელი. მალავს „საერთაშორისო გამჭვირვალობა“. ვიცით, რომ ესტონეთში არიან დარეგისტრირებული და ესტონეთის ხელისუფლების კონტროლის ქვეშ არიან. არ ვიცი, ესტონეთი აფინანსებს, თუ რომელი სახელმწიფო აფინანსებს, მაგრამ მე მგონი, ახლა უკვე პრინციპულია გაირკვეს, ვინ აფინანსებს ამ ჯგუფს, ვინაიდან როცა მოვძებნით დამფინანსებელს მივხვდებით, ვინ არის საქართველოს წინააღმდეგ მტრული კამპანიის ავტორი. არსებობს ვარაუდი, რომ ამის უკან მოქმედებენ სპეცსამსახურები, რომლებსაც სწორედ მიხეილ სააკაშვილი, როგორც თავისი აგენტი, უნდათ, რომ დაიხსნან პატიმრობიდან და ამას ცდილობენ, უკვე 5 წელია მისი პატიმრობიდან, ამას ცდილობენ სხვადასხვა მანქანებით. გახსოვთ, რომ პოლონეთის მთავრობამ ექიმიც კი შეაპარა სპეციალური დავალებით მიხეილ სააკაშვილთან, რომ წინდით უნდა გამოეტანა რაღაცები, დააკავეს და სირცხვილში ჩავარდა მთლიანად პოლონეთის მთავრობა, რომ ასეთი რამ იკადრეს. ვნახეთ, ევროკავშირის ყალბი დემარში იუსტიციის მინისტრთან, როდესაც იუსტიციის მინისტრზე იყო პირდაპირი ზეწოლა, რომ სააკაშვილი კვდებოდა, ეს იყო დღეების ამბავი და ის რამდენიმე დღეში მოკვდებოდა, თუ არ გადავცემდით ევროკავშირის წარმომადგენლებს სააკაშვილს და თუ მოკვდებოდა, მერე საქართველო საერთოდ კეთროვანივით გახდებოდა ყველასთვის. ვნახეთ, არათუ რამე დაემართა, ამის შემდეგ შვილი ეყოლა და ძალიან ჯანსაღადაც გამოიყურება სასამართლო პროცესებს ვინც ადევნებს თვალ-ყურს. აი, ამის მკადრებელ ხალხთან გვაქვს ჩვენ საქმე, ამიტომ რა თქმა უნდა, ესეც არის ამ კამპანიის ნაწილი, რომ დაიხსნან დიქტატორი, საკუთარი აგენტი ციხიდან, ეს დავალება აქვს ახლა მიცემული ეკა გიგაურს, ის ამ ყველაფერში პაიკია ჩვეულებრივი, რომელიც ასრულებს უცხო დამფინანსებლების დავალებას, ამიტომ, ახლა მნიშვნელოვანია გაირკვეს, ვინ აფინანსებს მას. მოვძებნით დამფინანსებელს, მოვძებნით საქართველოს წინააღმდეგ მტრული კამპანიის სულის ჩამდგმელს და ავტორს“, – აცხადებს პაპუაშვილი.

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ განცხადებით, მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სახელი შეტანილი იქნება ორგანიზაციის მიერ შედგენილი პოლიტიკური პატიმრების სიაში. „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ცნობით, 2026 წლის ივლისში მას მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა მიმართეს და შესწავლის მიზნით კონკრეტული საქმის – ე.წ. პიჯაკების, საზღვრის კვეთის, ტელეკომპანია „იმედის“ მასალები გადასცეს.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ დასკვნის თანახმად, ე.წ. პიჯაკების საქმეზე მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ გამოტანილი განაჩენი დაუსაბუთებელი და უსამართლოა, ხოლო მიმდინარე საქმეებზე მის მიმართ წარმართული სამართალწარმოება პოლიტიკურად მოტივირებულია. არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 1 900 (2012) რეზოლუციის მიხედვით, პოლიტიკური პატიმრისთვის განსაზღვრულ 5-დან 4 კრიტერიუმს აკმაყოფილებს. ორგანიზაციის განმარტებით, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელის შეფარდების ფუნდამენტური პრინციპებიდან გამომდინარე, მიხეილ სააკაშვილისთვის ე.წ. პიჯაკების საქმეზე 9 წლით თავისუფლების აღკვეთის მისჯა არსებითად უსამართლოა და ეწინააღმდეგება პროპორციულობის პრინციპს.

წინა პოსტი

“მკვდარ თევზებს ნამდვილად წააგავს ოპოზიცია მთელი თავისი შინაარსით” – ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის წერილზე

შემდეგი პოსტი

“ვფიქრობ, აფხაზეთში მცხოვრები ახალგაზრდები და ენგურს გამოღმა ახალი თაობა დიალოგზე იქნება ორიენტირებული”- მაკა ბელქანია

შემდეგი პოსტი
“ვფიქრობ, აფხაზეთში მცხოვრები ახალგაზრდები და ენგურს გამოღმა ახალი თაობა დიალოგზე იქნება ორიენტირებული”- მაკა ბელქანია

"ვფიქრობ, აფხაზეთში მცხოვრები ახალგაზრდები და ენგურს გამოღმა ახალი თაობა დიალოგზე იქნება ორიენტირებული"- მაკა ბელქანია

ყველაზე ნახვდი

„ნეიროქირურგიაში ერთმანეთს რთული ანატომია, ტექნიკური სიზუსტე, სწრაფი გადაწყვეტილების მიღება და უდიდესი პასუხისმგებლობა ხვდება“ – იაგო ცერცვაძე

„ნეიროქირურგიაში ერთმანეთს რთული ანატომია, ტექნიკური სიზუსტე, სწრაფი გადაწყვეტილების მიღება და უდიდესი პასუხისმგებლობა ხვდება“ – იაგო ცერცვაძე

სექტემბერი 21, 2026
“ვფიქრობ, აფხაზეთში მცხოვრები ახალგაზრდები და ენგურს გამოღმა ახალი თაობა დიალოგზე იქნება ორიენტირებული”- მაკა ბელქანია

“ვფიქრობ, აფხაზეთში მცხოვრები ახალგაზრდები და ენგურს გამოღმა ახალი თაობა დიალოგზე იქნება ორიენტირებული”- მაკა ბელქანია

სექტემბერი 26, 2026
„ყველაფერში, რაზეც ღარიბაშვილი წერს, დამნაშავე უწინარესად სწორედ ივანიშვილი შეიძლება იყოს“ – ზაზა ბიბილაშვილი

„ყველაფერში, რაზეც ღარიბაშვილი წერს, დამნაშავე უწინარესად სწორედ ივანიშვილი შეიძლება იყოს“ – ზაზა ბიბილაშვილი

სექტემბერი 8, 2026
“რამდენი წელიც არ უნდა იცოცხლო ეს კადრები არ გავიწყდება” – მაკა ბელქანია სოხუმის დაცემის დღეზე

“რამდენი წელიც არ უნდა იცოცხლო ეს კადრები არ გავიწყდება” – მაკა ბელქანია სოხუმის დაცემის დღეზე

სექტემბერი 27, 2026
“ვაგრძელებთ ომის შედეგების იქ დაბრუნებას, საიდანაც დაიწყო” – ზელენსკი

“ვაგრძელებთ ომის შედეგების იქ დაბრუნებას, საიდანაც დაიწყო” – ზელენსკი

აგვისტო 21, 2026
“არ ვიცი, რა პოლიტიკურ გეგმებზეა საუბარი, როდესაც ადამიანს აღიარებული აქვს კორუფციული დანაშაული” – ირაკლი კობახიძე

“არ ვიცი, რა პოლიტიკურ გეგმებზეა საუბარი, როდესაც ადამიანს აღიარებული აქვს კორუფციული დანაშაული” – ირაკლი კობახიძე

აგვისტო 18, 2026
მეტის ჩატვირთვა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: info@firstnews.ge
ტელ: (+995) 571-48-48-29

ბოლო ამბები

“რამდენი წელიც არ უნდა იცოცხლო ეს კადრები არ გავიწყდება” – მაკა ბელქანია სოხუმის დაცემის დღეზე

“რამდენი წელიც არ უნდა იცოცხლო ეს კადრები არ გავიწყდება” – მაკა ბელქანია სოხუმის დაცემის დღეზე

სექტემბერი 27, 2026
“ვფიქრობ, აფხაზეთში მცხოვრები ახალგაზრდები და ენგურს გამოღმა ახალი თაობა დიალოგზე იქნება ორიენტირებული”- მაკა ბელქანია

“ვფიქრობ, აფხაზეთში მცხოვრები ახალგაზრდები და ენგურს გამოღმა ახალი თაობა დიალოგზე იქნება ორიენტირებული”- მაკა ბელქანია

სექტემბერი 26, 2026
  • არქივი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი

© 2026 ყველა უფლება დაცულია

  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • პოლიტიკა
    • კონფლიქტები
    • არჩევნები
    • სამხედრო თემა
  • ეკონომიკა
    • ბიზნესი
    • ტურიზმი
    • საინტერესო თემები
    • სილამაზე
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
  • საზოგადოება
    • კულტურა
    • რეგიონი
    • რელიგია
    • განათლება
    • ჯანდაცვა
    • სპორტი
  • სამართალი
  • სხვადასხვა
    • სოციალური მედია
    • ასტროლოგია
    • ფსიქოლოგია
    • შოუბიზნესი
    • ჯანმრთელობა
    • კულინარია
  • ვიდეო

© 2026 ყველა უფლება დაცულია