მიდიან, რომ პატრონების კალთას შეეფარონ – სად არის დღეს “ლელოს“ თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე? – უცხოეთში! სად არის დღეს გახარია? – უცხოეთში! სად არის ვაშაძე? – უცხოეთში! საით უნდა გაქცევა სააკაშვილს? – უცხოეთში! – ჩვენ არ დავუშვებთ, რომ საქართველოში უცხო ხელისუფლებების დღის წესრიგი ტარდებოდეს! – ეს განცხადება დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა გააკეთა.
მისი თქმით, „ყველანი არიან არა საკუთარ სამშობლოში, არამედ საკუთარი პატრონების მფარველობის ქვეშ და უცხო ქვეყნების მტრულ დღის წესრიგს ატარებენ“.
„ეს არის საუკუნის პროცესი, რომელიც იმ დიდ სირცხვილს აჩვენებს, რასაც საზოგადოება წლების განმავლობაში ითმენდა. ჩვენ თვალწინ საქართველოში უცხოეთის აგენტურა ქართველი ხალხის ნების უცხო ხალხისა და ხელისუფლებების ნებით ჩანაცვლებით იყო დაკავებული და ამ ყველაფერს ვითმენდით. მათ შორის იმიტომ ვითმენდით, რომ საქართველოზე მნიშვნელოვანი ზეწოლა იყო გარედან და არ იყო ის რესურსი, რომ საქართველოს ხელისუფლებას ამ ზეწოლისთვის წინააღმდეგობა გაეწია. დღეს ეს მომენტი მოვიდა!
ჩვენ არ დავუშვებთ, რომ საქართველოში უცხო ხელისუფლებების დღის წესრიგი ტარდებოდეს როგორც ამას აკეთებს „ლელო“, გვარამია თუ სხვები, რომლებიც საქართველოში უცხო ქვეყნების მტრულ დღის წესრიგს ატარებენ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.








