• არქივი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
Firstnews.ge
Advertisement
  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • პოლიტიკა
    • კონფლიქტები
    • არჩევნები
    • სამხედრო თემა
  • ეკონომიკა
    • ბიზნესი
    • ტურიზმი
    • საინტერესო თემები
    • სილამაზე
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
  • საზოგადოება
    • კულტურა
    • რეგიონი
    • რელიგია
    • განათლება
    • ჯანდაცვა
    • სპორტი
  • სამართალი
  • სხვადასხვა
    • სოციალური მედია
    • ასტროლოგია
    • ფსიქოლოგია
    • შოუბიზნესი
    • ჯანმრთელობა
    • კულინარია
  • ვიდეო
No Result
ყველს ნახვა
  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • პოლიტიკა
    • კონფლიქტები
    • არჩევნები
    • სამხედრო თემა
  • ეკონომიკა
    • ბიზნესი
    • ტურიზმი
    • საინტერესო თემები
    • სილამაზე
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
  • საზოგადოება
    • კულტურა
    • რეგიონი
    • რელიგია
    • განათლება
    • ჯანდაცვა
    • სპორტი
  • სამართალი
  • სხვადასხვა
    • სოციალური მედია
    • ასტროლოგია
    • ფსიქოლოგია
    • შოუბიზნესი
    • ჯანმრთელობა
    • კულინარია
  • ვიდეო
No Result
ყველს ნახვა
Firstnews.ge
No Result
ყველს ნახვა

მთავრობის ადმინისტრაცია ილია II-ის დაკრძალვასთან დაკავშირებული ხარჯების შესახებ განცხადებას ავრცელებს

ivlita ავტორი ivlita
ოქტომბერი 21, 2026
ში ახალი ამბები
0
მთავრობის ადმინისტრაცია ილია II-ის დაკრძალვასთან დაკავშირებული ხარჯების შესახებ განცხადებას ავრცელებს
0
გაზიარება
9
ნახვა
გაზიარება Facebook

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის დაკრძალვასთან დაკავშირებული ხარჯების შესახებ განცხადებას ავრცელებს.

როგორც ოფიციალურ განცხადებაშია აღნიშნული, თავდაპირველად, დაკრძალვასთან დაკავშირებული ხარჯების დასაფინანსებლად, კულტურის სამინისტროს 3 000 000 ლარი გამოეყო, თუმცა, იმის გამო, რომ არაერთმა კომპანიამ თუ ფიზიკურმა პირმა სამუშაო უსასყიდლოდ ან შეღავათიან ფასად შეასრულა, 2 277 355 ლარი ბიუჯეტში დაბრუნდა და ხარჯების ჯამურმა ოდენობამ მხოლოდ 722 645 ლარი შეადგინა.

“მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის დაკრძალვასთან დაკავშირებით სახელმწიფო კომისიის 2026 წლის 18 მარტის №1 ოქმით, განისაზღვრა დაკრძალვის ორგანიზებაზე პასუხისმგებელი უწყებები, მათ შორის – საქართველოს კულტურის სამინისტრო, რომელსაც დაევალა დაკრძალვის ცერემონიალის (ღონისძიების) ორგანიზება.

საქართველოს მთავრობის 2026 წლის 20 მარტის №589 განკარგულების საფუძველზე, მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს კულტურის სამინისტროს გამოეყო 3 000 000 ლარი, მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის დაკრძალვასთან დაკავშირებული ხარჯების დასაფინანსებლად.

საქართველოს მთავრობის 2026 წლის 8 მაისის №953 განკარგულების საფუძველზე, განხორცილდა ცვლილება საქართველოს მთავრობის 2026 წლის 20 მარტის №589 განკარგულებაში და კულტურის სამინისტროსთვის, საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი თანხა დაკორექტირდა 722 645 ლარამდე. შესაბამისად, 2 277 355 ლარი ბიუჯეტში დაბრუნდა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს კულტურის სამინისტროს მიერ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის დაკრძალვასთან დაკავშირებული ხარჯების ჯამური ოდენობამ შეადგინა 722 645 ლარი.

კულტურის სამინისტროს მიერ, ღონისძიების ორგანიზებისათვის გაფორმდა 26 ხელშეკრულება:

1. შპს TV პროექტი – უწყვეტი დენის მიწოდება და განათებით უზრუნველყოფა სიონის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე -10 000 ლარი;

2. შპს ალფა სტუდიო – უწყვეტი დენის მიწოდება (გენერატორებით მომსახურება) სიონისა და სამების ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე – 21 800 ლარი;

3. შპს ლუმა დეველოპმენტ – სამებისა და სიონის ტაძრებში და მიმდებარე ტერიტორიებზე სხვადასხვა კონსტრუქციებისა და სივრცეების მოწყობა (მინის პოდიუმი, ჟურნალისტების სივრცე, ოპერატორების სივრცე, გუნდების სივრცე და ა.შ.) – 53 624.10 ლარი;

4. შპს ჯი თი ჰოლდინგი – სამების საკათედრო ტაძრის ეზოს ტერიტორიაზე, პროცესიისთვის განსაზღვრული გზის, სიონის ტაძრის მიმდებარედ ლედ ეკრანებით, გახმოვანებით, გენერატორებით, ლეიერების კონსტრუქციებით უზრუნველყოფა – 133 230 ლარი;

5. შპს ვი თი სერვისი – რეგიონებიდან სალოტბარო სკოლების მოსწავლეების სატრანსპორტო მომსახურება 33 ერთეული მიკროავტობუსით- 13 200 ლარი;

6. ი/მ გიორგი კვიჟინაძე – სალოტბარო სკოლის მოსწავლეების ტრანსპორტირების მომსახურება 3 ავტობუსით – 2 850 ლარი;

7. შპს თელედა – დაკრძალვის ცერემონიალთან დაკავშირებით ღვინის (406 ბოთლი) შესყიდვა – 10 150 ლარი;

8. შპს დისქოვერი – სალოტბარო სკოლების მოსწავლეთა საცხოვრებლით უზრუნველყოფა (სასტუმროს მომსახურება, 21-23 მარტი) – 29 400 ლარი;

9. შპს ეიჩემსი ჯორჯია- სალოტბარო სკოლების მოსწავლეთა საცხოვრებლით უზრუნველყოფა (სასტუმროს მომსახურება, 21-23 მარტი) -33 880 ლარი;

10. შპს ფლორერია – სამებისა და სიონის ტაძრის ინტერიერის, დაკრძალვის პროცესიის გასაფორმებლად საჭირო ყვავილების შესყიდვა – 26 550 ლარი;

11. შპს ჯეოვოისი – სამებისა და სიონის ტაძრებში და მიმდებარედ სხვადასხვა კონსტრუქციების მოწყობა და გახმოვანების სისტემით უზრუნველყოფა, მონტაჟი და დემონტაჟი (გახმოვანება, ხმის ინჟინერია, ლეიერის კონსტრუქციები, ლედ ეკრანები, კაბელ-არხები, ფერმის კონსტრუქციები) – 215 600 ლარი;

12. შპს თბილისი ჰოტელს ჰოლდინგ (შერატონი) – დაკრძალვის ღონისძიებასთან დაკავშირებით ტრაპეზის ორგანიზების მომსახურება 600 სტუმრისათვის (რომელიც, მათ შორის მოიცავდა გახმოვანების აპარატურით, თარჯიმნის მომსახურებასა და მიკროფონებით უზრუნველყოფას) – 93 886,70 ლარი;

13. ი/მ ცირა ჭყონია – ტაძრის ინტერიერის, დაკრძალვის პროცესიის გასაფორმებლად საჭირო ყვავილების შესყიდვა – 16 200 ლარი;

14. შპს ვი თი სერვისი – 15 მიკროავტობუსით მომსახურება (22 მარტი) – 6 000 ლარი;

15. ი/მ თამამ იუსუფ ყიზი – წითელი ხავერდის ქსოვილი 10 მეტრი – 300 ლარი;

16. შპს ჯიჯიეს პრინტი – საშვების, ბეიჯების, ბანერის, მოსაწვევის ბეჭდვის მომსახურება, სკამების ტრანსპორტირების მომსახურება – 11 362.50 ლარი;

17. შპს სეთ აფ ივენთსი – ჯებირებით, კაბელ – არხებით, პარტიკაბელებით უზრუნველყოფა- 9 740 ლარი;

18. ი/მ ცირა ჭყონია – ღია სატრანსპორტო საშუალებისათვის ყვავილების შესყიდვა -7 850 ლარი;

19. შპს ფავორიტი სტილი – 18 ცალი ბანერის დამზადება ლეიერებისათვის – 8 050 ლარი;

20. შპს ჯენი 1994 – უწყვეტი დენის მიწოდებისათვის გენერატორის მომსახურება – 8 600 ლარი;

21. შპს ტგ-ტვ – სიონის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე სატელიტური კავშირით უზრუნველყოფის მომსახურება – 1 500 ლარი;

22. შპს ფიური ფილმვორქს – სიონის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე სატელევიზიო ამწით მომსახურება – 4 531.20 ლარი;

23. ი/მ გიორგი კობახია – სიონის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიიდან პირდაპირი ეთერის სიგნალის მიწოდებისა და პირდაპირი სატელევიზიო ტრანსლაციის უზრუნველყოფის მომსახურება – 2 000 ლარი;

24. ი/მ ლევან აბულაძე – დრონით ვიდეო-გადაღების მომსახურება – 700 ლარი;

25. ი/მ ილია კიკაბიძე – პირდაპირი სატელევიზიო ტრანსლაციის უზრუნველყოფის მომსახურება (სატელიტური გადამცემის მეშვეობით, 08:00-17:00 მდე) – 1 000 ლარი;

26. ფ/პ ალექსანდრე ხუნწარია – სიონის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე სატელევიზიო ამწით მომსახურება – 638 ლარი.

ტაძრის დასუფთავების მომსახურება უსასყიდლოდ შეასრულეს შემდეგმა კომპანიებმა – შპს პროგრეს სერვისი, შპს ლიტექსი – სერვისი, შპს ჯითი გრუპი GT GROUP.

შპს აქვა გეომ 5 000 ბოთლი 0,5 ლიტრიანი წყალი გადმოგვცა უსასყიდლოდ.

გარდა ამისა, რამდენიმე კომპანიამ მომსახურება გაწია შეღავათიან ფასებში, შესრულებულ სამუშაოსთან შედარებით.

ღონისძიების ორგანიზებაში ჩართულ პირებს, რეჟისორს, შემოქმედებით-საშემსრულებლო ჯგუფს ჰონორარი არ აუღია (მომღერლები, მგალობლები და ა.შ)”, – აღნიშნულია მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებაში.

წინა პოსტი

ტრამპმა ევროპულ ქვეყნებს მიგრანტების დეპორტაციისკენ მოუწოდა

შემდეგი პოსტი

მარსელში კომენდანტის საათი ამოქმედდა

შემდეგი პოსტი
მარსელში კომენდანტის საათი ამოქმედდა

მარსელში კომენდანტის საათი ამოქმედდა

ყველაზე ნახვდი

„ნეიროქირურგიაში ერთმანეთს რთული ანატომია, ტექნიკური სიზუსტე, სწრაფი გადაწყვეტილების მიღება და უდიდესი პასუხისმგებლობა ხვდება“ – იაგო ცერცვაძე

„ნეიროქირურგიაში ერთმანეთს რთული ანატომია, ტექნიკური სიზუსტე, სწრაფი გადაწყვეტილების მიღება და უდიდესი პასუხისმგებლობა ხვდება“ – იაგო ცერცვაძე

სექტემბერი 21, 2026
“ვფიქრობ, აფხაზეთში მცხოვრები ახალგაზრდები და ენგურს გამოღმა ახალი თაობა დიალოგზე იქნება ორიენტირებული”- მაკა ბელქანია

“ვფიქრობ, აფხაზეთში მცხოვრები ახალგაზრდები და ენგურს გამოღმა ახალი თაობა დიალოგზე იქნება ორიენტირებული”- მაკა ბელქანია

სექტემბერი 26, 2026
“რამდენი წელიც არ უნდა იცოცხლო ეს კადრები არ გავიწყდება” – მაკა ბელქანია სოხუმის დაცემის დღეზე

“რამდენი წელიც არ უნდა იცოცხლო ეს კადრები არ გავიწყდება” – მაკა ბელქანია სოხუმის დაცემის დღეზე

სექტემბერი 27, 2026
„ყველაფერში, რაზეც ღარიბაშვილი წერს, დამნაშავე უწინარესად სწორედ ივანიშვილი შეიძლება იყოს“ – ზაზა ბიბილაშვილი

„ყველაფერში, რაზეც ღარიბაშვილი წერს, დამნაშავე უწინარესად სწორედ ივანიშვილი შეიძლება იყოს“ – ზაზა ბიბილაშვილი

სექტემბერი 8, 2026
„დიალოგის აღდგენა უნდა დაიწყოს იმ ქართველებისა და აფხაზებისგან, რომლებსაც ერთმანეთთან ოჯახური, მეზობლური და მეგობრული კავშირები ჰქონდათ“ – მაკა ბელქანია

„დიალოგის აღდგენა უნდა დაიწყოს იმ ქართველებისა და აფხაზებისგან, რომლებსაც ერთმანეთთან ოჯახური, მეზობლური და მეგობრული კავშირები ჰქონდათ“ – მაკა ბელქანია

ოქტომბერი 17, 2026
დღეს ქუთაისის ოპერის თეატრი ახალ სეზონს გახსნის

დღეს ქუთაისის ოპერის თეატრი ახალ სეზონს გახსნის

ოქტომბერი 16, 2026
მეტის ჩატვირთვა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: info@firstnews.ge
ტელ: (+995) 571-48-48-29

ბოლო ამბები

,,უკვე დაწერილია ისტორია ადამიანების, ვინც სარჩელი დაწერეს, მაგრამ მოსამართლეების ისტორია ჯერ არ დაწერილა” – ლევან ცუცქირიძე

,,უკვე დაწერილია ისტორია ადამიანების, ვინც სარჩელი დაწერეს, მაგრამ მოსამართლეების ისტორია ჯერ არ დაწერილა” – ლევან ცუცქირიძე

ოქტომბერი 21, 2026
მარსელში კომენდანტის საათი ამოქმედდა

მარსელში კომენდანტის საათი ამოქმედდა

ოქტომბერი 21, 2026
  • არქივი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი

© 2026 ყველა უფლება დაცულია

  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • პოლიტიკა
    • კონფლიქტები
    • არჩევნები
    • სამხედრო თემა
  • ეკონომიკა
    • ბიზნესი
    • ტურიზმი
    • საინტერესო თემები
    • სილამაზე
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
  • საზოგადოება
    • კულტურა
    • რეგიონი
    • რელიგია
    • განათლება
    • ჯანდაცვა
    • სპორტი
  • სამართალი
  • სხვადასხვა
    • სოციალური მედია
    • ასტროლოგია
    • ფსიქოლოგია
    • შოუბიზნესი
    • ჯანმრთელობა
    • კულინარია
  • ვიდეო

© 2026 ყველა უფლება დაცულია