საპროტესტო აქციების ფონზე, საფრანგეთში ვითარება კვლავ დაძაბულია. მარსელში პირველად ამოქმედდა კომენდანტის საათი, ხოლო პარიზმა შეზღუდვების ქვეშ უკვე მეორე ღამე გაატარა.
ცნობილი ხდება, რომ შაბათისთვის დაგეგმილ საპროტესტო აქციებზე პოლიციას ახლა უკვე ჯარისკაცებიც დაეხმარებიან. პარალელურად, ოფიციალურმა პირებმა გასული უქმეების არეულობისა და ძარცვის დროს დაშვებული შეცდომები ღიად აღიარეს.
შინაგან საქმეთა მინისტრმა მომხდარის გამო ბოდიშიც მოიხადა. პარლამენტი არეულობის მიზეზების გამოსაძიებლად სპეციალურ კომისიას ქმნის, სამართალდამცველებმა კი ძალადობაში მონაწილე პირების იდენტიფიცირებისთვის 200 გამომძიებელი დანიშნეს.







