საბაჟო გამშვებ პუნქტებზე – ,,ქუთაისის აეროპორტი“ და ,,წითელი ხიდი“, მებაჟე ოფიცრების მიერ, სავალდებულო დეკლარირებას დაქვემდებარებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის 8 ფაქტი აღიკვეთა.
უცხო ქვეყნის მოქალაქეების, როგორც ფიზიკური, ასევე კუთვნილი ბარგისა და მათი მართვის ქვეშ არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების დეტალური დათვალიერების შედეგად ჯამში – 696 გრამი ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს.
აღნიშნული არადეკლარირებული ოქროს საერთო საბაჟო ღირებულებამ – 166 681 ლარი შეადგინა.
3 მოქალაქის საქმის მასალები საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა, ხოლო 5 კანონდამრღვევი მოქალაქე საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად სანქციის სახით ჯამში – 44 305 ლარით დაჯარიმდა.








