აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შესაძლოა, ვენესუელა მომავალში შეერთებული შტატების 51-ე შტატი გახდეს. ამის შესახებ მან ტეხასის შტატის ქალაქ კორპუს-კრისტიში, რესპუბლიკელების მხარდასაჭერად გამართულ წინასაარჩევნო მიტინგზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.
ტრამპის განცხადებით, ვაშინგტონსა და კარაკასს შორის ურთიერთობები მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა, ვენესუელაში კი მსხვილი ნავთობკომპანიები მილიარდობით დოლარის ინვესტიციას ახორციელებენ.
,,ჩვენთვის დიდი რაოდენობით ნავთობი გამოგვაქვს. ვენესუელა აყვავებული ქვეყანა გახდება და ვინ იცის, შესაძლოა, მალე აყვავებული 51-ე შტატიც გახდეს. ეს შესაძლებელია“, – განაცხადა ტრამპმა.
ტრამპმა სიტყვით გამოსვლისას ასევე ისაუბრა ვენესუელიდან აშშ-ში ნავთობის პირველი, მილიონი ბარელის მოცულობის პარტიის ჩატანაზე. მისი თქმით, ნავთობი ტეხასში, მათ შორის ქალაქ კორპუს-კრისტიში, გადამუშავდება.







