უკრაინაში, ზაპოროჟიეს ოლქში არსებულ კამიშევახას დასახლებაში, საგანმანათლებლო დაწესებულებაზე რუსული დარტყმების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 24-მდე გაიზარდა.
ამის შესახებ RBC-Ukraine უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის (SES) განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება.
აღინიშნება, რომ დაღუპულთა შორის არიან მაშველები და პოლიციელებიც.
„დღეს ზაპოროჟიეს ოლქში საშინელი ტრაგედია დატრიალდა. ჩვენ დავკარგეთ ორი კოლეგა – დენის კონოვალენკო და ალექსეი სუშჩევსკი. ორივე მათგანი 44 წლის იყო. კიდევ ორი თანამშრომელი დაიჭრა და ამჟამად საავადმყოფოში იმყოფება“, – განაცხადა უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის ხელმძღვანელმა ანდრიი დანიკმა, რომლის სიტყვებსაც გამოცემა ციტირებს.
სააგენტოს ცნობით, დარტყმების სერიამ გაანადგურა სპორტული დარბაზი და დამხმარე ნაგებობა, დააზიანა სკოლის შენობა, ასევე გაანადგურა სახანძრო-სამაშველო ავტომობილი.







