ამ ეტაპზე ზავი მოსალოდნელი არ არის, რადგან რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ უკრაინის წინადადება არ მიიღო, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, კიევმა შესთავაზა, შეწყდეს ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმები და მიღწეული იქნეს შეთანხმება ზღვაზე ცეცხლის შეწყვეტის შესახებ.
თუმცა, რუსეთის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მათ არ ჰქონდათ უფლებამოსილება, მიეღოთ ასეთი გადაწყვეტილებები.
როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, ეს საკითხები ახლა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან პირდაპირ უნდა განიხილონ. მისივე თქმით, ამით სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი კრემლში რუს ლიდერთან შეხვედრის დროს უნდა დაკავდნენ.







