სპორტსმენი თავისუფალ ჭიდაობაში ბრაზილიელ მარლონ მორაესს დაუპირისპირდა და საკუთარი შესაძლებლობები კიდევ ერთხელ დაამტკიცა.
ეს ამ ორგანიზაციაში ქართველი მებრძოლის მესამე გამარჯვებაა. აქამდე მან ჰენრი სეხუდოსა და ფრენკი ედგარს მოუგო.
აღსანიშნავია, რომ დვალიშვილი არენაზე რთული და ხმაურიანი კვირის შემდეგ დაბრუნდა – აბუ დაბიში მომხდარი ინციდენტისა და დაკავების მიუხედავად, ქართველმა სპორტსმენმა ტურნირზე ასპარეზობა შეძლო და გამარჯვებაც მოახერხა.
“მივმართავ აბუ-დაბის მთავრობას ან მათ, ვისაც ეს შეუძლია – გთხოვთ, გაათავისუფლეთ ის ბიჭები. გთხოვთ – რადგან, ჩვენ მებრძოლები ვართ და ასეთი რაღაცები შეიძლება მოხდეს, მაგრამ მე მინდა რომ ისინი გათავისუფლდნენ” – აღნიშნა სპორტსმენმა გამარჯვების შემდეგ.
აღსანიშნავია, რომ თავდაპირველად ფეიბერის მეტოქედ უმარ ნურმაგომედოვი იყო დასახელებული, თუმცა ბოლო მოვლენების შემდეგ ორგანიზაციამ შეხვედრის მონაწილე შეცვალა და მის ნაცვლად ქართველი სპორტსმენი წარადგინა. ამგვარად, საბასთვის ეს RAF-ის დიდ სცენაზე მნიშვნელოვანი დებიუტი იქნება.







