ქართველი ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია მსოფლიოში ერთ-ერთი ცნობილი ფრანგული გამოცემა GQ France-ის 2026 წლის „წლის მამაკაცი“ გახდა. ამის შესახებ გამოცემის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
განცხადების თანახმად, კვარაცხელია 2025-2026 წლების ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელია და „პარი სენ-ჟერმენის“ ზედიზედ მეორე ევროპული ტიტულის მოპოვებაში ერთ-ერთი საკვანძო მოთამაშე იყო.
GQ France-ის შეფასებით, ქართველი ფეხბურთელი ეროვნული სიამაყე და ევროპული ფეხბურთის ერთ-ერთი გამორჩეული სახეა.









