• არქივი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
Firstnews.ge
Advertisement
  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • პოლიტიკა
    • კონფლიქტები
    • არჩევნები
    • სამხედრო თემა
  • ეკონომიკა
    • ბიზნესი
    • ტურიზმი
    • საინტერესო თემები
    • სილამაზე
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
  • საზოგადოება
    • კულტურა
    • რეგიონი
    • რელიგია
    • განათლება
    • ჯანდაცვა
    • სპორტი
  • სამართალი
  • სხვადასხვა
    • სოციალური მედია
    • ასტროლოგია
    • ფსიქოლოგია
    • შოუბიზნესი
    • ჯანმრთელობა
    • კულინარია
  • ვიდეო
No Result
ყველს ნახვა
  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • პოლიტიკა
    • კონფლიქტები
    • არჩევნები
    • სამხედრო თემა
  • ეკონომიკა
    • ბიზნესი
    • ტურიზმი
    • საინტერესო თემები
    • სილამაზე
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
  • საზოგადოება
    • კულტურა
    • რეგიონი
    • რელიგია
    • განათლება
    • ჯანდაცვა
    • სპორტი
  • სამართალი
  • სხვადასხვა
    • სოციალური მედია
    • ასტროლოგია
    • ფსიქოლოგია
    • შოუბიზნესი
    • ჯანმრთელობა
    • კულინარია
  • ვიდეო
No Result
ყველს ნახვა
Firstnews.ge
No Result
ყველს ნახვა

“სისტემაში ძალიან ღრმა ბზარია გაჩენილი” – სანდრო თვალჭრელიძე

ანი ადამია ავტორი ანი ადამია
ნოემბერი 17, 2026
ში ახალი ამბები, პოლიტიკა, სლაიდერი
0
“სისტემაში ძალიან ღრმა ბზარია გაჩენილი” – სანდრო თვალჭრელიძე
0
გაზიარება
8
ნახვა
გაზიარება Facebook

“მართალი გითხრათ, ეს ყველაფერი ბავშვური დამალობანას თამაშის შთაბეჭდილებას მიტოვებს. არც ვიცი, ამაზე სერიოზულად როგორ უნდა ვილაპარაკო. მთავრობის უმთავრესი შეცდომა ის არის, რომ ყველაფერს უკიდურესად ამარტივებენ, ასეა, როდესაც ბატონ კობახიძეს, დიდ გურუს, დაუჯერებ და წინასწარ არაფერს გათვლი. არ არსებობს არანაირი კოლექტიური “ნაციონალური მოძრაობა”. ოპოზიციაში არიან მსოფლმხედველობრივად ძალიან განსხვავებული პარტიები… ამ “კოლექტიურ ნაციონალურ მოძრაობაში” მოაზრებულ პარტიებს შორის არიან ისეთებიც, რომლებსაც რეალური და ძალიან დიდი კონფლიქტი ჰქონდათ და აქვთ “ნაციონალურ მოძრაობასთან”, მაგალითად, მამუკა ხაზარაძის პარტია “ლელოს”. ჯერ კიდევ სააკაშვილის ხელისუფლების პირობებში მართალია მამუკა ხაზარაძე არ იყო პოლიტიკაში, მაგრამ ყოველთვის გამოირჩეოდა იმ ხელისუფლების მიმართ კრიტიკული დამოკიდებულებით… ასე რომ, “ნაციონალურ მოძრაობასთან” მისი მიტმასნის მცდელობა სასაცილოა…” – აცხადებს ექსპერტი სანდრო თვალჭრელიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში სათაურით “ეს ყველაფერი ბავშვური დამალობანას თამაშის შთაბეჭდილებას მიტოვებს”.

“განსაკუთრებით სასაცილოა, როდესაც გახარიას პარტიას აბრალებენ `კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის~ ნაწილად ყოფნას. ეს საერთოდ ანეკდოტური და კომიკური პარადოქსია. კაცს ედავებიან საქართველოს ტერიტორიაზე საგუშაგოს დადგმას. რა არის საგუშაგოს დადგმაში კონსტიტუციური თუ სხვა რამ დარღვევა?! თან ეს კაცი იმჟამად “ქართული ოცნების” შინაგან საქმეთა მინისტრი იყო და ამის შემდეგ დააწინაურეს პრემიერ-მინისტრად. საერთოდ სრული ანეკდოტია, რაც მის ირგვლივ ხდება. უბრალოდ, ეტყობა, ბატონი ბიძინა ივანიშვილი ვერ პატიობს გახარიას იმ დროს და იმ ფორმით წასვლას, რაც ვნახეთ. გახსოვთ, რა დროს წავიდა, ხომ? მეც მიმაჩნია, რომ თუ გუნდის წევრი ხარ და წასვლა გინდა, ასე დემონსტრაციულად არ უნდა წახვიდე – ეს მისი პოლიტიკური შეცდომა იყო. საქმე საქმეზე რომ მიდგეს, გახარიას პარტია ტიპური ცენტრისტული პარტიაა, რომელსაც აბსოლუტურად საერთო არაფერი აქვს არც “ნაციონალურ მოძრაობასთან” და არც “ქართულ ოცნებასთან”. მისი აკრძალვა ტრაგიკომედია იქნება”, – აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას სანდრო თვალჭრელიძე.

“მე საკმაოდ შორს ვარ ეკლესიის წიაღისგან მიზეზთა გამო, მაგრამ ამ თემაზე ლაპარაკს დავიწყებ ჰამლეტის ცნობილი სიტყვებით: “რაღაც დალპა დანიის სამეფოში”. მეუფე იობი ყოველთვის გამოირჩეოდა პრინციპული პოზიციით. ჩემი დაკვირვებით, თვითონ საპატრიარქოს წიაღში არის ფარული დინებები. მიტროპოლიტის ამ გამონათქვამს რამდენიმე მიზეზი აქვს: პირველი – შიდა ბრძოლა და შიდა მიზეზები; მეორე – როგორც ჩანს, ადამიანს უკვე აღარ შეუძლია მოითმინოს ის, რაც ქვეყანაში ხდება.ერთადერთი, ცოტა სხვა სიტყვებით და სხვანაირად უნდა ეთქვა, შესაძლოა ოპონენტებისთვის არ მიეცა საბაბი ელაპარაკათ, რატომ ერევა პოლიტიკაშიო. თუმცა ეს მისი გადასაწყვეტია. რატომ თქვა ეს მაინცდამაინც ახლა, ეს მას უნდა ჰკითხოთ, ეტყობა, მართლაც ყელში ამოუვიდა ეს ყველაფერი. მან ერთი ძალიან სწორი რამ თქვა: წლების განმავლობაში ერთი და იგივე ჯგუფი არ უნდა იყოს ხელისუფლებაში, რადგან ეს ადამიანების ცნობიერებაში შეუქცევად ცვლილებებს იწვევს – ძალაუფლება რყვნის ამ ადამიანებს… მეუფე იობი მართალია, რომ არჩევნები სხვაგვარად უნდა ჩატარდეს, მაგრამ საკითხავი ის არის, რა ალტერნატივა გვაქვს?” – განაგრძობს რესპონდენტი.

“ახლა რომ ჩატარდეს არჩევნები, ვის მისცემს ხალხი ხმას? “ოცნების” ნორმალური შემცვლელი არ ჩანს. მომდევნო ორ წელიწადში აუცილებლად უნდა გამოჩნდეს ალტერნატივა, რადგან ასე ცხოვრების გაგრძელება შეუძლებელია… რაც შეეხება ხელისუფლების გამოხმაურებას, ეს იყო აშკარად ორკესტრირებული, მაგრამ სრულიად დაუფიქრებელი პასუხი. ნუ გგონიათ, რომ “ქართულ ოცნებაში” სპინოზები სხედან. ეს არის ხალხი, რომელსაც ნებისმიერი კრიტიკა აღიზიანებს და ასე ინფანტილურად და დაუფიქრებლად პასუხობენ. ეს პასუხი გაცილებით უფრო საზიანო იყო მათთვის, შეეძლოთ სულ გაჩუმებულიყვნენ… რაც შეეხება ღარიბაშვილს, თავიდანვე პრინციპულად არასწორი პოზიცია დაიკავა. ჯერ ყველაფერზე დათანხმდა, საპროცესო გარიგებასაც კი, და მერე დაიწყო წერილების წერა. ეს არ ჰგავს ჭკვიანი, სტრატეგიის მქონე პოლიტიკოსის ქცევას. თავის გადარჩენა უნდა, მაგრამ არასწორი ტაქტიკა და სტრატეგია აირჩია, რითაც საკუთარ თავს უფრო ავნო”, – მიიჩნევს ექსპერტი.

“ობიექტურად რომ შეხედო, ეს წერილები არაფერს ცვლის, რადგან პოლიტიკოსების სიტყვის აღარავის სჯერა. მართალს ამბობს თუ ტყუილს, კაცმა არ იცის. ასეთი კრიტიკა აზრს მოკლებულია – თავიდანვე სხვანაირი პოზიცია უნდა დაეჭირა. ახლა ამის გამოსწორება, პრაქტიკულად, შეუძლებელია, პროცესი შეუქცევადი გახდა. ღარიბაშვილი შიდა გარჩევებსა და ძალაუფლებისთვის ბრძოლას ემსხვერპლა. ჩემი აზრით, ის, ვინც ღარიბაშვილი გაწირა, თვითონაც გაიწირება ახლო მომავალში… ამ სახელმწიფოში ხალხი უკვე აღარაფერს ერიდება: კრიმინალურ ავტორიტეტებს პოლიტიკურად იყენებენ, პენიტენციარულ დაწესებულებაში ადამიანებს სცემენ და ა.შ. ეს მიუთითებს, რომ სისტემაში ძალიან ღრმა ბზარია გაჩენილი. არ მინდა წინასწარ თქმა, სადამდე მივა პროცესი, მაგრამ ამის გაგრძელებას დაახლოებით თვე-ნახევარში ნამდვილად უნდა ველოდოთ”, – დასძენს სანდრო თვალჭრელიძე და შეკითხვაზე – “გასულ კვირას რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით აბუ-დაბიში სამმხრივ ფორმატში გაიმართა შეხვედრა…” – პასუხობს:

“იქ მნიშვნელოვანი რამ მოხდა. როგორც იქნა, ამ პროცესში ევროპა ძალიან აქტიურად ჩაერთვება. ეს ნიშნავს, რომ პუტინი და ტრამპი ვერაფერს მოილაპარაკებენ უკრაინის დაყოფაზე, მით უმეტეს, ტრამპმა წააგო შუალედური არჩევნები. ეს ნიშნავს, რომ დემოკრატები მომაგრდებიან და გაცილებით აქტიურად დაუჭერენ მხარს უკრაინასა და პირადად ზელენსკის”.

წინა პოსტი

თბილისის საქალაქო სასამართლომ ელისო კილაძეს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

შემდეგი პოსტი

პროკურატურა, ჟურნალისტ ელისო კილაძის საქმესთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

შემდეგი პოსტი
პროკურატურამ ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფ 94 პირს ბრალი წარუდგინა

პროკურატურა, ჟურნალისტ ელისო კილაძის საქმესთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

ყველაზე ნახვდი

„ნეიროქირურგიაში ერთმანეთს რთული ანატომია, ტექნიკური სიზუსტე, სწრაფი გადაწყვეტილების მიღება და უდიდესი პასუხისმგებლობა ხვდება“ – იაგო ცერცვაძე

„ნეიროქირურგიაში ერთმანეთს რთული ანატომია, ტექნიკური სიზუსტე, სწრაფი გადაწყვეტილების მიღება და უდიდესი პასუხისმგებლობა ხვდება“ – იაგო ცერცვაძე

სექტემბერი 21, 2026
“ვფიქრობ, აფხაზეთში მცხოვრები ახალგაზრდები და ენგურს გამოღმა ახალი თაობა დიალოგზე იქნება ორიენტირებული”- მაკა ბელქანია

“ვფიქრობ, აფხაზეთში მცხოვრები ახალგაზრდები და ენგურს გამოღმა ახალი თაობა დიალოგზე იქნება ორიენტირებული”- მაკა ბელქანია

სექტემბერი 26, 2026
“რამდენი წელიც არ უნდა იცოცხლო ეს კადრები არ გავიწყდება” – მაკა ბელქანია სოხუმის დაცემის დღეზე

“რამდენი წელიც არ უნდა იცოცხლო ეს კადრები არ გავიწყდება” – მაკა ბელქანია სოხუმის დაცემის დღეზე

სექტემბერი 27, 2026
„დიალოგის აღდგენა უნდა დაიწყოს იმ ქართველებისა და აფხაზებისგან, რომლებსაც ერთმანეთთან ოჯახური, მეზობლური და მეგობრული კავშირები ჰქონდათ“ – მაკა ბელქანია

„დიალოგის აღდგენა უნდა დაიწყოს იმ ქართველებისა და აფხაზებისგან, რომლებსაც ერთმანეთთან ოჯახური, მეზობლური და მეგობრული კავშირები ჰქონდათ“ – მაკა ბელქანია

ოქტომბერი 17, 2026
„ყველაფერში, რაზეც ღარიბაშვილი წერს, დამნაშავე უწინარესად სწორედ ივანიშვილი შეიძლება იყოს“ – ზაზა ბიბილაშვილი

„ყველაფერში, რაზეც ღარიბაშვილი წერს, დამნაშავე უწინარესად სწორედ ივანიშვილი შეიძლება იყოს“ – ზაზა ბიბილაშვილი

სექტემბერი 8, 2026
დღეს ქუთაისის ოპერის თეატრი ახალ სეზონს გახსნის

დღეს ქუთაისის ოპერის თეატრი ახალ სეზონს გახსნის

ოქტომბერი 16, 2026
მეტის ჩატვირთვა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: info@firstnews.ge
ტელ: (+995) 571-48-48-29

ბოლო ამბები

პროკურატურამ ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფ 94 პირს ბრალი წარუდგინა

პროკურატურა, ჟურნალისტ ელისო კილაძის საქმესთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

ნოემბერი 17, 2026
“სისტემაში ძალიან ღრმა ბზარია გაჩენილი” – სანდრო თვალჭრელიძე

“სისტემაში ძალიან ღრმა ბზარია გაჩენილი” – სანდრო თვალჭრელიძე

ნოემბერი 17, 2026
  • არქივი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი

© 2026 ყველა უფლება დაცულია

  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • პოლიტიკა
    • კონფლიქტები
    • არჩევნები
    • სამხედრო თემა
  • ეკონომიკა
    • ბიზნესი
    • ტურიზმი
    • საინტერესო თემები
    • სილამაზე
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
  • საზოგადოება
    • კულტურა
    • რეგიონი
    • რელიგია
    • განათლება
    • ჯანდაცვა
    • სპორტი
  • სამართალი
  • სხვადასხვა
    • სოციალური მედია
    • ასტროლოგია
    • ფსიქოლოგია
    • შოუბიზნესი
    • ჯანმრთელობა
    • კულინარია
  • ვიდეო

© 2026 ყველა უფლება დაცულია