ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქებისას დაღუპულებს შორის არიან ვერიკო ვანიშვილი და მისი არასრულწლოვანი შვილიც. ინფორმაციას სოციალურ ქსელში დაღუპულის ძმა, დავით ვანიშვილი ავრცელებს.
„აღარ მყავს არც და და არც დის შვილი არიანა… ჩემი პატარა პრინცესა აღარ არის…“, – წერს დავით ვანიშვილი Facebook-ზე.
შეგახსენებთ, რომ 19 ნოემბერს, დილით, ქვემო ფონიჭალაში სავარაუდოდ ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად აფეთქება მოხდა. მაშველებმა ნანგრევებიდან 6 ადამიანის ცხედარი ამოასვენეს. საავადმყოფოში რჩება 5 ადამიანი.







