• არქივი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
Firstnews.ge
Advertisement
  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • პოლიტიკა
    • კონფლიქტები
    • არჩევნები
    • სამხედრო თემა
  • ეკონომიკა
    • ბიზნესი
    • ტურიზმი
    • საინტერესო თემები
    • სილამაზე
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
  • საზოგადოება
    • კულტურა
    • რეგიონი
    • რელიგია
    • განათლება
    • ჯანდაცვა
    • სპორტი
  • სამართალი
  • სხვადასხვა
    • სოციალური მედია
    • ასტროლოგია
    • ფსიქოლოგია
    • შოუბიზნესი
    • ჯანმრთელობა
    • კულინარია
  • ვიდეო
No Result
ყველს ნახვა
  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • პოლიტიკა
    • კონფლიქტები
    • არჩევნები
    • სამხედრო თემა
  • ეკონომიკა
    • ბიზნესი
    • ტურიზმი
    • საინტერესო თემები
    • სილამაზე
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
  • საზოგადოება
    • კულტურა
    • რეგიონი
    • რელიგია
    • განათლება
    • ჯანდაცვა
    • სპორტი
  • სამართალი
  • სხვადასხვა
    • სოციალური მედია
    • ასტროლოგია
    • ფსიქოლოგია
    • შოუბიზნესი
    • ჯანმრთელობა
    • კულინარია
  • ვიდეო
No Result
ყველს ნახვა
Firstnews.ge
No Result
ყველს ნახვა

ფონიჭალაში აფეთქებისას დაშავებული მამაკაცის მდგომარეობა კრიტიკულია, ბავშვების – დამაკმაყოფილებელი

ivlita ავტორი ivlita
ნოემბერი 20, 2026
ში ახალი ამბები, საზოგადოება
0
ფონიჭალაში აფეთქებისას დაშავებული მამაკაცის მდგომარეობა კრიტიკულია, ბავშვების – დამაკმაყოფილებელი
0
გაზიარება
8
ნახვა
გაზიარება Facebook

ქვემო ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქებისას დაშავებული 31 წლის მამაკაცის მდგომარეობა კვლავ უმძიმესია. როგორც დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა გუგა ქაშიბაძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაშია და მართვით სუნთქვაზე რჩება.

ქაშიბაძის თქმით, მამაკაცს სხეულის 87% აქვს დამწვარი. მას ასევე აღენიშნება სასუნთქი გზების დაზიანება და ბაროტრავმა.

აფეთქებისას დაშავებული ორი ბავშვი ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობს.

კლინიკის კლინიკური დირექტორის, კახაბერ ჭელიძის თქმით, ორივე მათგანის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

11 წლის ბიჭი რეანიმაციის განყოფილებაშია, 3 წლისა და 9 თვის გოგონა კი – პედიატრიის განყოფილებაში.

გოგონას მარცხენა მუხლის მსუბუქი ტრავმა აქვს და სამედიცინო ჩარევა არ დასჭირვებია.

„გოგონა თავიდანვე კონტაქტური იყო და ამ ტრაგედიის თითქმის ყველა დეტალს იხსენებს“, – ამბობს ექიმი.

დღეს, 20 ნოემბერს, ბავშვების მკურნალობაში ფსიქოლოგიც ჩაერთვება.

„რაც შეეხება გაწერის საკითხს, ბუნებრივია, ამ ეტაპზე ამაზე საუბარი ნაადრევია“, – განაცხადა ჭელიძემ.

19 ნოემბერს დილით ქვემო ფონიჭალაში, ხუთსართულიან საცხოვრებელ კორპუსში, ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად მომხდარ აფეთქებას ექვსი ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის ერთი მცირეწლოვანი ბავშვი.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო. საქმე სამშენებლო სამუშაოებისას უსაფრთხოების წესების შესაძლო დარღვევას ეხება.

„თბილისი ენერჯის“ ტექნიკური დირექტორის მოადგილის თქმით, კომპანიამ აფეთქებამდე ბინის შემოწმება ვერ შეძლო, რადგან მესაკუთრე თბილისში არ იმყოფებოდა.

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, აფეთქების შემდეგ ორი სადარბაზო პრობლემურია, კორპუსის დანარჩენი ნაწილი კი საცხოვრებლად ვარგისია. მისი თქმით, კორპუსში 90 ოჯახი ცხოვრობდა. მათგან 28 სხვა საცხოვრებელში გადასვლას დასთანხმდა.

მთავრობის განკარგულებით, ფონიჭალაში საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად 22 ნოემბერი გლოვის დღედ გამოცხადდა.

წინა პოსტი

ენერგოობიექტები, ხიდები, რკინიგზა – რუსეთმა უკრაინაზე მორიგი მასირებული შეტევა მიიტანა

შემდეგი პოსტი

საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია რუსეთის პატრიარქის იუბილეზე მოსკოვში ჩავიდა

შემდეგი პოსტი
საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია რუსეთის პატრიარქის იუბილეზე მოსკოვში ჩავიდა

საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია რუსეთის პატრიარქის იუბილეზე მოსკოვში ჩავიდა

ყველაზე ნახვდი

„ნეიროქირურგიაში ერთმანეთს რთული ანატომია, ტექნიკური სიზუსტე, სწრაფი გადაწყვეტილების მიღება და უდიდესი პასუხისმგებლობა ხვდება“ – იაგო ცერცვაძე

„ნეიროქირურგიაში ერთმანეთს რთული ანატომია, ტექნიკური სიზუსტე, სწრაფი გადაწყვეტილების მიღება და უდიდესი პასუხისმგებლობა ხვდება“ – იაგო ცერცვაძე

სექტემბერი 21, 2026
“ვფიქრობ, აფხაზეთში მცხოვრები ახალგაზრდები და ენგურს გამოღმა ახალი თაობა დიალოგზე იქნება ორიენტირებული”- მაკა ბელქანია

“ვფიქრობ, აფხაზეთში მცხოვრები ახალგაზრდები და ენგურს გამოღმა ახალი თაობა დიალოგზე იქნება ორიენტირებული”- მაკა ბელქანია

სექტემბერი 26, 2026
“რამდენი წელიც არ უნდა იცოცხლო ეს კადრები არ გავიწყდება” – მაკა ბელქანია სოხუმის დაცემის დღეზე

“რამდენი წელიც არ უნდა იცოცხლო ეს კადრები არ გავიწყდება” – მაკა ბელქანია სოხუმის დაცემის დღეზე

სექტემბერი 27, 2026
„დიალოგის აღდგენა უნდა დაიწყოს იმ ქართველებისა და აფხაზებისგან, რომლებსაც ერთმანეთთან ოჯახური, მეზობლური და მეგობრული კავშირები ჰქონდათ“ – მაკა ბელქანია

„დიალოგის აღდგენა უნდა დაიწყოს იმ ქართველებისა და აფხაზებისგან, რომლებსაც ერთმანეთთან ოჯახური, მეზობლური და მეგობრული კავშირები ჰქონდათ“ – მაკა ბელქანია

ოქტომბერი 17, 2026
„ყველაფერში, რაზეც ღარიბაშვილი წერს, დამნაშავე უწინარესად სწორედ ივანიშვილი შეიძლება იყოს“ – ზაზა ბიბილაშვილი

„ყველაფერში, რაზეც ღარიბაშვილი წერს, დამნაშავე უწინარესად სწორედ ივანიშვილი შეიძლება იყოს“ – ზაზა ბიბილაშვილი

სექტემბერი 8, 2026
დღეს ქუთაისის ოპერის თეატრი ახალ სეზონს გახსნის

დღეს ქუთაისის ოპერის თეატრი ახალ სეზონს გახსნის

ოქტომბერი 16, 2026
მეტის ჩატვირთვა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: info@firstnews.ge
ტელ: (+995) 571-48-48-29

ბოლო ამბები

საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია რუსეთის პატრიარქის იუბილეზე მოსკოვში ჩავიდა

საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია რუსეთის პატრიარქის იუბილეზე მოსკოვში ჩავიდა

ნოემბერი 20, 2026
ფონიჭალაში აფეთქებისას დაშავებული მამაკაცის მდგომარეობა კრიტიკულია, ბავშვების – დამაკმაყოფილებელი

ფონიჭალაში აფეთქებისას დაშავებული მამაკაცის მდგომარეობა კრიტიკულია, ბავშვების – დამაკმაყოფილებელი

ნოემბერი 20, 2026
  • არქივი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი

© 2026 ყველა უფლება დაცულია

  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • პოლიტიკა
    • კონფლიქტები
    • არჩევნები
    • სამხედრო თემა
  • ეკონომიკა
    • ბიზნესი
    • ტურიზმი
    • საინტერესო თემები
    • სილამაზე
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
  • საზოგადოება
    • კულტურა
    • რეგიონი
    • რელიგია
    • განათლება
    • ჯანდაცვა
    • სპორტი
  • სამართალი
  • სხვადასხვა
    • სოციალური მედია
    • ასტროლოგია
    • ფსიქოლოგია
    • შოუბიზნესი
    • ჯანმრთელობა
    • კულინარია
  • ვიდეო

© 2026 ყველა უფლება დაცულია