ქუთაისში, ზურაბ ჭავჭავაძის ქუჩაზე, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, შემთხვევის შედეგად 1 ქალი დაშავდა, რომელმაც დაზიანება ხელის არეში მიიღო.
მათივე ცნობით, კორპუსიდან მოსახლეობის ევაკუაცია უკვე განხორციელდა.
ნგრევის შედეგად დაზიანდა რამდენიმე ავტომობილიც.
ქუთაისის მერის დავით ერემეიშვილის ინფორმაციით, კორპუსს ექსპერტიზა ჩაუტარდება და მოხდება კორპუსის მდგრადობის შესწავლა.







