• არქივი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
Firstnews.ge
Advertisement
  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • პოლიტიკა
    • კონფლიქტები
    • არჩევნები
    • სამხედრო თემა
  • ეკონომიკა
    • ბიზნესი
    • ტურიზმი
    • საინტერესო თემები
    • სილამაზე
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
  • საზოგადოება
    • კულტურა
    • რეგიონი
    • რელიგია
    • განათლება
    • ჯანდაცვა
    • სპორტი
  • სამართალი
  • სხვადასხვა
    • სოციალური მედია
    • ასტროლოგია
    • ფსიქოლოგია
    • შოუბიზნესი
    • ჯანმრთელობა
    • კულინარია
  • ვიდეო
No Result
ყველს ნახვა
  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • პოლიტიკა
    • კონფლიქტები
    • არჩევნები
    • სამხედრო თემა
  • ეკონომიკა
    • ბიზნესი
    • ტურიზმი
    • საინტერესო თემები
    • სილამაზე
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
  • საზოგადოება
    • კულტურა
    • რეგიონი
    • რელიგია
    • განათლება
    • ჯანდაცვა
    • სპორტი
  • სამართალი
  • სხვადასხვა
    • სოციალური მედია
    • ასტროლოგია
    • ფსიქოლოგია
    • შოუბიზნესი
    • ჯანმრთელობა
    • კულინარია
  • ვიდეო
No Result
ყველს ნახვა
Firstnews.ge
No Result
ყველს ნახვა

“არც დღეს არის იოლი იყო ნამდვილი ქრისტიანი, რადგან ვისაც სურს ქრისტიანული ცხოვრება, ის აწყდება ბევრ წინააღმდეგობას, შევიწროებას”

ანი ადამია ავტორი ანი ადამია
ნოემბერი 23, 2026
ში ახალი ამბები, რელიგია, სლაიდერი
0
“ფერისცვალება უნდა დავიწყოთ მოყვასთან ურთიერთობის გამოსწორებით, უნდა ვეცადოთ გავხდეთ უფრო მომთმენნი” – შიო III

x

0
გაზიარება
4
ნახვა
გაზიარება Facebook

არც დღეს არის იოლი იყო ნამდვილი ქრისტიანი, რადგან ვისაც სურს ქრისტიანული ცხოვრება, ის აწყდება ბევრ წინააღმდეგობას, შევიწროებას, შეურაცხყოფას, დევნას ამ წუთისოფლისგან – უარყოფა ღვთისა, ისეთი მძიმე ცოდვაა, რომ ამის ჩამდენ ადამიანს, ამ უარყოფის მარადიულ ბეჭედს ასვამს, თუ არ მოინანიებს და არ გამოსწორდება ასეთი ადამიანი, – ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, შიო შესახებ ბოდბის წმინდა ნინოს მონასტერში გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით ქადაგებისას განაცხადა.

კათოლიკოს პატრიარქმა, ასევე ისაუბრა წმინდა გიორგი ღვაწლზე.

„დღეს, ჩვენ ვფიქრობთ, მოწამეთა ღვაწლზე, წმინდა გიორგი დიდებულ ღვაწლზე, განსაკუთრებით. აი, ამ ცხოვრებაში, როგორც წესი, ჭკვიან და პრაქტიკულ ადამიანად თვლიან ისეთს, ვინც მის წინაშე არსებული შესაძლებლობებიდან ირჩევს ყველაზე ხელსაყრელს მისთვის, და აი, ასეთი ადამიანებისთვის, ვისთვისაც მიწიური კეთილდღეობა მთავარი ფასეულობაა გაუგებარია და მიუღებელი წმინდა გიორგი და სხვა წმინდანების არჩევანი. წმინდა გიორგი წინაშე, ისევე, როგორც სხვა დიდი მოწამეების წინაშე, იყო ყოველგვარი ამქვეყნიური კეთილდღეობა და შესაძლებლობები. იგი ძალიან წარჩინებული იყო მეფის კარზე, როგორც იცით. აი, ამქვეყნიური კეთილდღეობის თვალსაზრისით, თითქოს, მათი არჩევანი იყო არასწორი და აი, ამ კეთილდღეობის თვალსაზრისით, თითქოს, არც იყო არჩევანი გასაკეთებელი, აჯობებდა სიცოცხლის შენარჩუნება და აი, ამ სიკეთეებით სარგებლობა, მაგრამ წმინდა გიორგიმ და სხვა მოწამეებმა სხვა არჩევანი გააკეთეს. მეორეს მხრივ, მათ წინაშე იყო საშინელი ტანჯვა და სიკვდილი ქრისტესთვის, ქრისტეს ერთგულებისთვის და აი, იმათ ეს არჩევანი გააკეთეს.

სულიერი თვალსაზრისით, მარადისობის თვალსაზრისით, ისინი ბევრად გონიერნი აღმოჩნდნენ მათ მტანჯველებზე, რადგან აირჩიეს დროებითი ტანჯვა იმისთვის, რომ მარადიულად ღმერთთან ერთად, უფალ იესო ქრისტესთან ერთად გაეხარათ. მართლაც, საშინელი იყო ის ტანჯვა, რომელიც მათ დაითმინეს. დღეს, ბორბალზე წამების დღეა წმინდა გიორგის, მაგრამ ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ისინი ამ წამებას ითმენდნენ, იტანდნენ ღვთის შეწევნით. როგორც ვიცით, წმინდა გიორგის ცხოვრებიდან მისი წამების ყველაზე მძიმე წუთებში, მას ხმა მოესმა ზეციდან – „ნუ გეშინია, გიორგი, მე შენთან ვარ!“. ეს უთხრა, მას თვით უფალმა იესო ქრისტემ, რომელიც მას გამოეცხადა.

დღეს, ჩვენ შეიძლება და მადლობა ღმერთს, არ მოგვეთხოვება ასეთი სახის სისხლიანი მოწამეობა, რადგან არავინ გვემუქრება სიკვდილით ქრისტეს ერთგულების გამო, მაგრამ არც დღეს არის იოლი იყო ნამდვილი ქრისტიანი, რადგან ვისაც სურს ქრისტიანული ცხოვრება, ის აწყდება ბევრ წინააღმდეგობას, შევიწროებას, შეურაცხყოფას, დევნას ამ წუთისოფლისგან. ამსოფლიური ცხოვრება იმდენად დაშორდა ნამდვილ სულიერებას, ქრისტიანულ ღირებულებებს და ჩვენ უკვე ვხედავთ, რომ ზოგადსაკაცობრიო ღირებულებებსაც შორდება ეს წუთისოფელი, რომ ვერ გუობს და განაგდებს თავისგან ადამიანს, ვინც მიისწრაფვის უფლისკენ და სულიერებისკენ, მაგრამ უფალმა ბრძანა, „ვინც მაღიარებს მე, წინაშე კაცთა, მეც ვაღიარებ მას ჩემი ზეციერი მამის წინაშე და ვინც უარმყოფს მე, წინაშე კაცთა, მეც უარვყოფ მას ჩემი ზეციერი მამის წინაშე“ და ეს უარყოფა ღვთისა, ისეთი მძიმე ცოდვაა, რომ ამის ჩამდენ ადამიანს, ამ უარყოფის მარადიულ ბეჭედს ასვამს, თუ არ მოინანიებს და არ გამოსწორდება ასეთი ადამიანი. ასე რომ, ძვირფასო დებო და ძმებო, ჩვენ უნდა ვეცადოთ, ვიცხოვროთ ქრისტიანულად და არ შეგვეშინდეს არანაირი წინააღმდეგობის, თუ შეურაცხყოფის, თუ სირთულის ამ გზაზე, რადგან უნდა გვახსოვდეს, რომ თუ ჩვენ გვსურს ქრისტიანობა, უფალთან ყოფნა და სულის გადარჩენა ჩვენ უნდა მზად ვიყოთ ყოველგვარი ღვაწლისთვის, ყველანაირი ღვაწლისთვის, როგორც ამბობს უფალი იესო ქრისტე გამოცხადების წიგნში, რომ „სიკვდილამდე ერთგული იყავი და მე, მოგცემ შენ ცხოვრების გვირგვინს “.

ძვირფასო დებო და ძმებო, ასეთი ერთგული იყო წმინდა დიდმოწამე გიორგი ღვთისა. ასეთი ერთგული იყო წმინდა მოციქულთა სწორი, ქართველთა განმანათლებელი ქალწული ნინო. ასეთი ერთგულები იყვნენ ჩვენი დიდი წინაპრები და ჩვენ თანამედროვე ცხოვრებაში, ასეთი ერთგული ღვთისა იყო სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, ილია მეორე, რომელსაც ჩვენ ასევე, განსაკუთრებული სიყვარულით ვიხსენიებთ და აი, ასეთ ერთგულებას მოელის ჩვენგან ფალი ჩვენი იესო ქრისტე. წმინდა გიორგი და წმინდა ნინოს ლოცვით შეგვაძლებინოს ღმერთმა, ასეთი მსახურება და ერთგულება ღვთისა“, – განაცხადა პატრიარქმა ქადაგებისას.

ცნობისთვის, ბოდბის დედათა მონასტერში მდებარე წმინდა ნინოს სახელობის ტაძარში პატრიარქის როგორც წირვას, ასევე ქადაგებას პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე. პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ.

წინა პოსტი

რატომ არ შეიძლება თვალის კუთხეებიდან გამონადენის თითებით მოშორება?

შემდეგი პოსტი

“ჩემს ტელეფონის ნომერს აქვეყნებენ სხვადასხვა ჯგუფში, თითქოს ნარკოტიკებს ვყიდი”

შემდეგი პოსტი
“ჩემს ტელეფონის ნომერს აქვეყნებენ სხვადასხვა ჯგუფში, თითქოს ნარკოტიკებს ვყიდი”

"ჩემს ტელეფონის ნომერს აქვეყნებენ სხვადასხვა ჯგუფში, თითქოს ნარკოტიკებს ვყიდი"

ყველაზე ნახვდი

„ნეიროქირურგიაში ერთმანეთს რთული ანატომია, ტექნიკური სიზუსტე, სწრაფი გადაწყვეტილების მიღება და უდიდესი პასუხისმგებლობა ხვდება“ – იაგო ცერცვაძე

„ნეიროქირურგიაში ერთმანეთს რთული ანატომია, ტექნიკური სიზუსტე, სწრაფი გადაწყვეტილების მიღება და უდიდესი პასუხისმგებლობა ხვდება“ – იაგო ცერცვაძე

სექტემბერი 21, 2026
“რამდენი წელიც არ უნდა იცოცხლო ეს კადრები არ გავიწყდება” – მაკა ბელქანია სოხუმის დაცემის დღეზე

“რამდენი წელიც არ უნდა იცოცხლო ეს კადრები არ გავიწყდება” – მაკა ბელქანია სოხუმის დაცემის დღეზე

სექტემბერი 27, 2026
“ვფიქრობ, აფხაზეთში მცხოვრები ახალგაზრდები და ენგურს გამოღმა ახალი თაობა დიალოგზე იქნება ორიენტირებული”- მაკა ბელქანია

“ვფიქრობ, აფხაზეთში მცხოვრები ახალგაზრდები და ენგურს გამოღმა ახალი თაობა დიალოგზე იქნება ორიენტირებული”- მაკა ბელქანია

სექტემბერი 26, 2026
„დიალოგის აღდგენა უნდა დაიწყოს იმ ქართველებისა და აფხაზებისგან, რომლებსაც ერთმანეთთან ოჯახური, მეზობლური და მეგობრული კავშირები ჰქონდათ“ – მაკა ბელქანია

„დიალოგის აღდგენა უნდა დაიწყოს იმ ქართველებისა და აფხაზებისგან, რომლებსაც ერთმანეთთან ოჯახური, მეზობლური და მეგობრული კავშირები ჰქონდათ“ – მაკა ბელქანია

ოქტომბერი 17, 2026
„ყველაფერში, რაზეც ღარიბაშვილი წერს, დამნაშავე უწინარესად სწორედ ივანიშვილი შეიძლება იყოს“ – ზაზა ბიბილაშვილი

„ყველაფერში, რაზეც ღარიბაშვილი წერს, დამნაშავე უწინარესად სწორედ ივანიშვილი შეიძლება იყოს“ – ზაზა ბიბილაშვილი

სექტემბერი 8, 2026
დღეს ქუთაისის ოპერის თეატრი ახალ სეზონს გახსნის

დღეს ქუთაისის ოპერის თეატრი ახალ სეზონს გახსნის

ოქტომბერი 16, 2026
მეტის ჩატვირთვა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: info@firstnews.ge
ტელ: (+995) 571-48-48-29

ბოლო ამბები

“სუროგაციასთან დაკავშირებულია არაერთი მძიმე ცოდვა და ამის აკრძალვა ზნეობრივი გაჯანსაღებისკენ გადადგმილი ნაბიჯია”

“სუროგაციასთან დაკავშირებულია არაერთი მძიმე ცოდვა და ამის აკრძალვა ზნეობრივი გაჯანსაღებისკენ გადადგმილი ნაბიჯია”

ნოემბერი 23, 2026
“ძალიან მნიშვნელოვანია ერთიანობა ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის” – ირაკლი კობახიძე

“ძალიან მნიშვნელოვანია ერთიანობა ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის” – ირაკლი კობახიძე

ნოემბერი 23, 2026
  • არქივი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი

© 2026 ყველა უფლება დაცულია

  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • პოლიტიკა
    • კონფლიქტები
    • არჩევნები
    • სამხედრო თემა
  • ეკონომიკა
    • ბიზნესი
    • ტურიზმი
    • საინტერესო თემები
    • სილამაზე
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
  • საზოგადოება
    • კულტურა
    • რეგიონი
    • რელიგია
    • განათლება
    • ჯანდაცვა
    • სპორტი
  • სამართალი
  • სხვადასხვა
    • სოციალური მედია
    • ასტროლოგია
    • ფსიქოლოგია
    • შოუბიზნესი
    • ჯანმრთელობა
    • კულინარია
  • ვიდეო

© 2026 ყველა უფლება დაცულია